პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ დუკაშვილი მასზე გავრცელებული ჭორებისა და უკრაინელი მეორე ნახევრის შესახებ - ''ცოტა რთულად გადავიტანე ის დრო...''
მერაბ დუკაშვილი მასზე გავრცელებული ჭორებისა და უკრაინელი მეორე ნახევრის შესახებ - ''ცოტა რთულად გადავიტანე ის დრო...''

გა­და­ცე­მა "სხვა შუა დღეს" რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ახა­ლი თა­ნა­წამ­ყვა­ნი, 32 წლის მე­რაბ დუ­კაშ­ვი­ლი შე­ე­მა­ტა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­რა­ბი ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა, მისი აქ­ტი­ვო­ბა ბევრ ადა­მი­ანს გა­აკ­ვირ­ვებს, ამის­თვის ის ფაქ­ტიც საკ­მა­რი­სია, რომ ჩვენს რეს­პონ­დენტს ფიტ­ნესკლუბ­ში შევ­ხვდით, სა­დაც სის­ტე­მა­ტუ­რად ვარ­ჯი­შობს. რო­დე­საც ვთხო­ვეთ, სა­კუ­თარ თავ­ზე მეტი მო­ე­ყო­ლა, სა­უ­ბა­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­დან და­ი­წყო.

- ჰე­რე­თი­დან ვარ, ე.წ. სა­ინ­გი­ლო­დან, თუმ­ცა ეს სი­ტყვა არ მიყ­ვარს, რად­გან რამ­დე­ნა­დაც ვიცი, სი­ტყვა სა­ინ­გი­ლო ხმლით მორ­ჯუ­ლე­ბულს ნიშ­ნავს, შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი და ნე­ტავ ვცდე­ბო­დე, მაგ­რამ მა­ინც. ჩემი თავი კი ხმლით მორ­ჯუ­ლე­ბუ­ლი არ მგო­ნია. ჩემი კუ­თხე ძა­ლი­ან მიყ­ვარს და დიდი ხა­ნია არ ვყო­ფილ­ვარ, იქ ჩა­სას­ვლე­ლად სა­ზღვა­რი უნდა გა­დავკვე­თო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რე­საა, კა­ხი­დან ვარ, რო­მელ­საც რა­ტომ­ღაც სა­ხე­ლი შე­უც­ვა­ლეს და ახლა გახი ჰქვია.

რაც შე­მე­ხე­ბა მე, სპორ­ტი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა ყო­ველ­თვის მქონ­და, ტან­ვარ­ჯიშ­ზე საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ასაკ­ში დავ­დი­ო­დი, მერე შე­მიყ­ვა­ნეს ცეკ­ვა­ზე. ევ­რო­პულ ცეკ­ვებ­საც ვცეკ­ვავ­დი, ორ­თაბ­რძო­ლა­ზეც დავ­დი­ო­დი, კერ­ძოდ კა­რა­ტე­ზე, ერთ-ორ შე­ჯიბ­რე­ბა­შიც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ძმა­კაც­თან მო­მი­წია ბრძო­ლამ, სხვა­თა შო­რის მო­მი­გო. რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ გული ავიც­რუე და კა­ლათ­ბურ­თის­კენ წა­ვე­დი, ახალ­გაზ­რდულ გუნდშიც ამიყ­ვა­ნეს, სე­რი­ო­ზუ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი მქონ­და, ამა­ვე დროს დე­და­ჩე­მის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით, სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებ­ზე "შე­მაგ­დეს", მაც­დუ­ნეს (იღი­მის). თა­ვი­დან იყო მო­რი­დე­ბა, სირ­ცხვი­ლი, მერე ალღო ავუ­ღე, ერ­თა­დერ­თი ვალ­სი არ გა­მომ­დი­ო­და, იმი­ტომ, რომ პარტნი­ორ­თან ნა­მე­ტა­ნი ახ­ლოს მის­ვლა მე­რი­დე­ბო­და. ნელ-ნელა ამა­საც ვეჩ­ვე­ო­დი, მაგ­რამ თავი იჩი­ნა ტკი­ვი­ლებ­მა ზურ­გის არე­ში, ხერ­ხე­მა­ლი კი არ მტკი­ო­და, გულ­თან მქონ­და ჭვა­ლი, რო­მე­ლიც ზურ­გზე გა­და­დი­ო­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ მქონ­და სიმ­სივ­ნე, ვი­თი­შე­ბო­დი ხოლ­მე. ერთხელ მახ­სოვს, ვალსს რომ ვცეკ­ვავ­დი, კარ­გად გა­მო­მი­ვი­და ყვე­ლა­ფე­რი, ბედ­ნი­ე­რი ვარ და... თვა­ლე­ბი რომ გა­ვა­ხი­ლე, ყვე­ლა თავ­ზე მედ­გა, გავ­თი­შულ­ვარ. იქი­დან და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი, იყო შეც­დო­მე­ბი მკურ­ნა­ლო­ბა­ში, ექიმ­მა ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვა, ცხი­მე­ბის დაგ­რო­ვე­ბაა და გა­ი­წოვ­სო, ასე გვი­თხრეს, არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზი დას­ვეს, არას­წო­რად მიმ­კურ­ნა­ლეს და… რომ ვთქვა, დამ­ღუ­პეს-მეთ­ქი, არაა ასე. ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი, რომ ასე მოხ­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

მერაბ დუკაშვილი მასზე გავრცელებული ჭორებისა და უკრაინელი მეორე ნახევრის შესახებ - ''ცოტა რთულად გადავიტანე ის დრო...''

მერაბ დუკაშვილი მასზე გავრცელებული ჭორებისა და უკრაინელი მეორე ნახევრის შესახებ - ''ცოტა რთულად გადავიტანე ის დრო...''

გადაცემა ''სხვა შუა დღეს'' რამდენიმე კვირის წინ ახალი თანაწამყვანი, 32 წლის მერაბ დუკაშვილი შეემატა. მიუხედავად იმისა, რომ მერაბი ეტლით გადაადგილდება, მისი აქტივობა ბევრ ადამიანს გააკვირვებს, ამისთვის ის ფაქტიც საკმარისია, რომ ჩვენს რესპონდენტს ფიტნესკლუბში შევხვდით, სადაც სისტემატურად ვარჯიშობს. როდესაც ვთხოვეთ, საკუთარ თავზე მეტი მოეყოლა, საუბარი წარმომავლობიდან დაიწყო.

- ჰერეთიდან ვარ, ე.წ. საინგილოდან, თუმცა ეს სიტყვა არ მიყვარს, რადგან რამდენადაც ვიცი, სიტყვა საინგილო ხმლით მორჯულებულს ნიშნავს, შეიძლება ვცდები და ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ მაინც. ჩემი თავი კი ხმლით მორჯულებული არ მგონია. ჩემი კუთხე ძალიან მიყვარს და დიდი ხანია არ ვყოფილვარ, იქ ჩასასვლელად საზღვარი უნდა გადავკვეთო, აზერბაიჯანის მხარესაა, კახიდან ვარ, რომელსაც რატომღაც სახელი შეუცვალეს და ახლა გახი ჰქვია.

რაც შემეხება მე, სპორტისადმი მიდრეკილება ყოველთვის მქონდა, ტანვარჯიშზე საკმაოდ პატარა ასაკში დავდიოდი, მერე შემიყვანეს ცეკვაზე. ევროპულ ცეკვებსაც ვცეკვავდი, ორთაბრძოლაზეც დავდიოდი, კერძოდ კარატეზე, ერთ-ორ შეჯიბრებაშიც მივიღე მონაწილეობა, ძმაკაცთან მომიწია ბრძოლამ, სხვათა შორის მომიგო. რაღაც დროის შემდეგ გული ავიცრუე და კალათბურთისკენ წავედი, ახალგაზრდულ გუნდშიც ამიყვანეს, სერიოზული წარმატებები მქონდა, ამავე დროს დედაჩემის დაჟინებული თხოვნით, სამეჯლისო ცეკვებზე ''შემაგდეს'', მაცდუნეს (იღიმის). თავიდან იყო მორიდება, სირცხვილი, მერე ალღო ავუღე, ერთადერთი ვალსი არ გამომდიოდა, იმიტომ, რომ პარტნიორთან ნამეტანი ახლოს მისვლა მერიდებოდა. ნელ-ნელა ამასაც ვეჩვეოდი, მაგრამ თავი იჩინა ტკივილებმა ზურგის არეში, ხერხემალი კი არ მტკიოდა, გულთან მქონდა ჭვალი, რომელიც ზურგზე გადადიოდა. აღმოჩნდა, რომ მქონდა სიმსივნე, ვითიშებოდი ხოლმე. ერთხელ მახსოვს, ვალსს რომ ვცეკვავდი, კარგად გამომივიდა ყველაფერი, ბედნიერი ვარ და... თვალები რომ გავახილე, ყველა თავზე მედგა, გავთიშულვარ. იქიდან დაიწყო ყველაფერი, იყო შეცდომები მკურნალობაში, ექიმმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, ცხიმების დაგროვებაა და გაიწოვსო, ასე გვითხრეს, არასწორი დიაგნოზი დასვეს, არასწორად მიმკურნალეს და… რომ ვთქვა, დამღუპეს-მეთქი, არაა ასე. ძალიანაც კარგი, რომ ასე მოხდა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება