მიუხედავად იმისა, რომ წელს თბილი ზამთარია, ვირუსებმა მაინც არ დაგვინდეს. ამ თემით უკვე ბევრი ადამიანია შეწუხებული. სწორედ ამიტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს ხათუნა ზახაშვილს დავუკავშირიდით.
- რა ტიპის ვირუსთან გვაქვს საქმე და როდემდე გაგრძელდება ვირუსული შემოტევა?
- ამჟამად გავრცელებულია B ჯგუფის გრიპის ვირუსი. როგორც წესი, ასეთი ტიპის ვირუსების გავრცელება მოიცავს 5-8 კვირას, ესე იგი მარტის პირველი-ორი კვირის განმავლობაში უნდა დასრულდეს გრიპით ავადობა. ვირუსების გავრცელება მოსალოდნელი იყო, რადგან გრიპის სეზონია. ეს გახლავთ ჩვეულებრივი, სეზონისთვის დამახსიათებელი ვირუსი, რომელსაც ნაკლებად მძიმე ან საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა ახლავს და მოითხოვს ბინაზე, წოლითი რეჟიმის შენარჩუნებას, უფრო ხშირად ხანდაზმულები და ბავშვები ავადობენ ხოლმე, 7 დღის თავზე კი ეს ყველაფერი სრული გაჯანსაღებით მთავრდება. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გრიპი გართულდეს. თუ მშობლები შენიშნავენ, რომ ბავშვს, მოზრდილს ან მოზარდს, უჭირს სუნთქვა, აღენიშნება შელურჯება ცხვირ-ტუჩის არეში, აქვს ტკივილი გულ-მკერდის არეში, აქვს ინტენსიური ხველა, 3 დღის შემდეგ ისევ მაღლა მიდის ტემპერატურა, მაშინ აუცილებელია მიმართონ ექიმს.
განაგრძეთ კითხვა