პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საწოლს მიჯაჭვული ახალგაზრდა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
საწოლს მიჯაჭვული ახალგაზრდა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ქა­ლაქ ოზურ­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი 33 წლის ირაკ­ლი (რუს­ლან) გო­გო­ლა­ძე 9 თვეა სა­წოლს არის მი­ჯაჭ­ვუ­ლი. მას ხერ­ხემ­ლის მალა აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სჭირ­დე­ბა.

"სახ­ლის მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან გად­მოვ­ვარ­დი, ბა­თუმ­ში ხერ­ხე­მალ­ზე გა­მი­კე­თეს ოპე­რა­ცია, სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვით, იმის მერე სახ­ლში ვწე­ვარ, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სი მჭირ­დე­ბა, წელს ქვე­ვით მო­წყვე­ტი­ლი ვარ, გრძნო­ბა არ მაქვს სა­ერ­თოდ. დღი­თი­დღე ვხვდე­ბი, რომ სულ უკან-უკან მივ­დი­ვარ. არ მინ­და სიკ­ვდი­ლი, ოთხი წლის პა­ტა­რა ბავ­შვი მყავს. სულ მე­კი­თხე­ბა მამი, ფეხ­ზე რო­დის გა­ივ­ლიო, ამის იმე­დი არც მე არ მაქვს, მაგ­რამ... ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა, ჩვენ არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა რა გვაქვს, გავ­ყი­დეთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი გვქონ­და, მი­წის ნაკ­ვე­თე­ბიც. იქ­ნე­ბა რამე შან­სი მო­მე­ცეს, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია რომ ჩა­მი­ტარ­დე­ბა, იქ­ნებ სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა აღ­მიდ­გეს მა­ინც. ოზურ­გე­თის გამ­გე­ო­ბას მივ­მარ­თეთ, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი იყო, მა­ის­ში, როცა ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე ერთ თვე­ში, მაგ­რამ ერთი ლა­რით არ და­მეხ­მარ­ნენ. ასე გვი­თხრეს, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა არ გაქვთ და არ გე­კუთ­ვნი­თო, მა­შინ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა სა­ი­დან მექ­ნე­ბო­და? რა შუ­ა­შია სო­ცი­ა­ლუ­რი? 4 წლით სა­კონ­ტრაქ­ტო ჯარ­ში ვი­ყა­ვი, აგ­ვის­ტოს ომ­შიც ვიბ­რძო­დი, ძლივს გა­დავ­რჩი მა­შინ, ნუთუ არ მე­კუთ­ვნის არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა?", - ამ­ბობს გო­გო­ლა­ძე.

გო­გა­ლა­ძე დახ­მა­რე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სთხოვს.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, ოზურ­გე­თის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატს, ქა­ლაქ ოზურ­გე­თის მერს, ბიზ­ნეს­მე­ნებს, ყვე­ლას, ვი­საც შე­უძ­ლია და­მეხ­მა­როს, მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, იქ­ნებ ცოტა ხნით გა­მი­ხან­გრძლი­ვოთ სი­ცო­ცხლე", - ამ­ბობს გო­გა­ლა­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

საწოლს მიჯაჭვული ახალგაზრდა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

საწოლს მიჯაჭვული ახალგაზრდა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები 33 წლის ირაკლი (რუსლან) გოგოლაძე 9 თვეა საწოლს არის მიჯაჭვული. მას ხერხემლის მალა აქვს დაზიანებული და რეაბილიტაცია სჭირდება.

"სახლის მეორე სართულიდან გადმოვვარდი, ბათუმში ხერხემალზე გამიკეთეს ოპერაცია, საყოველთაო დაზღვევით, იმის მერე სახლში ვწევარ, რეაბილიტაციის კურსი მჭირდება, წელს ქვევით მოწყვეტილი ვარ, გრძნობა არ მაქვს საერთოდ. დღითიდღე ვხვდები, რომ სულ უკან-უკან მივდივარ. არ მინდა სიკვდილი, ოთხი წლის პატარა ბავშვი მყავს. სულ მეკითხება მამი, ფეხზე როდის გაივლიო, ამის იმედი არც მე არ მაქვს, მაგრამ... ხარჯებთან არის დაკავშირებული რეაბილიტაციის კურსის ჩატარება, ჩვენ არანაირი საშუალება რა გვაქვს, გავყიდეთ ყველაფერი, რაც კი გვქონდა, მიწის ნაკვეთებიც. იქნება რამე შანსი მომეცეს, რეაბილიტაცია რომ ჩამიტარდება, იქნებ სისხლის მიმოქცევა აღმიდგეს მაინც. ოზურგეთის გამგეობას მივმართეთ, წინასაარჩევნო პერიოდი იყო, მაისში, როცა ოპერაცია გავიკეთე ერთ თვეში, მაგრამ ერთი ლარით არ დამეხმარნენ. ასე გვითხრეს, სოციალური დახმარება არ გაქვთ და არ გეკუთვნითო, მაშინ სოციალური დახმარება საიდან მექნებოდა? რა შუაშია სოციალური? 4 წლით საკონტრაქტო ჯარში ვიყავი, აგვისტოს ომშიც ვიბრძოდი, ძლივს გადავრჩი მაშინ, ნუთუ არ მეკუთვნის არანაირი დახმარება?", - ამბობს გოგოლაძე.

გოგალაძე დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

"საქართველოს მთავრობას, ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს, ქალაქ ოზურგეთის მერს, ბიზნესმენებს, ყველას, ვისაც შეუძლია დამეხმაროს, მოგმართავთ თხოვნით, იქნებ ცოტა ხნით გამიხანგრძლივოთ სიცოცხლე", - ამბობს გოგალაძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა