ნიკო ფიროსმანის ქუჩა შესაძლოა, სამუზეუმო სივრცედ იქცეს

ნიკო ფიროსმანის ქუჩა შესაძლოა, სამუზეუმო სივრცედ იქცეს

თბილისში ნიკო ფიროსმანის ქუჩა შესაძლოა, სამუზეუმო სივრცედ იქცეს. თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის ინიციატივით, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიას შესაძლოა, რეაბილიტაცია ჩაუტარდეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოში განუცხადეს, რიმა ბერაძემ აღნიშნული წინადადებით დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს საკრებულოში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ასევე საქართველოს კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და სხვა პირები ესწრებოდნენ. როგორც საკრებულოში აცხადებენ, რიმა ბერაძემ შეხვედრის მონაწილეებს ფიროსმანის ქუჩასთან დაკავშირებით დეტალურად გააცნო საკუთარი ხედვები და მხარეებს ფიროსმანის ეპოქისთვის დამახასიათებელი დუქნებისა და სამიკიტნოების მსგავსი ობიექტების აღდგენის, ასევე სავაჭრო ცენტრების განთავსების ინიციატივით მიმართა. ბერაძემ ასევე გამოთქვა მოსაზრება მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მოწესრიგდეს ფიროსმანის სიმბოლური საფლავი.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა ამ ინიციატივას დადებითი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ არ დაირღვეს მოსახლეობის უფლებები და თბილისმაც არ დაკარგოს ძველი იერსახე, აუცილებელია ისეთი ინვესტორის შერჩევა, რომელიც ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.

თავის მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკო ანთიძემ აღნიშნა, რომ შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც მოამზადებენ დასკვნას, რის შემდეგადაც უკვე ეტაპობრივად მოხდებ არა მარტო ამ ქუჩის, არამედ ძველი თბილისის სხვა ქუჩების რეაბილიატაცია-რეკონსტრუქცია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია