პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალციხის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ზეწოლაზე ალაპარაკდა
ახალციხის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ზეწოლაზე ალაპარაკდა

ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის, სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ბად­რი ზა­ზა­ძე სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის მი­ზე­ზებ­ზე ალა­პა­რაკ­და და რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ზე­წო­ლა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

ბად­რი ზა­ზა­ძე ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სამ­სა­ხურ­ში, სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად 2014 წლის 1 სექ­ტემ­ბერს და­ი­ნიშ­ნა. 10 დღის შემ­დეგ კი გამ­გე­ბელს, ზაზა მე­ლი­ქი­ძეს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა.

ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი იხ­სე­ნებს, რომ 10 სექ­ტემ­ბერს გამ­გე­ბელ­მა და­უ­რე­კა და უთხრა, რომ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი აკა­კი მა­ჭუ­ტა­ძე კა­ბი­ნეტ­ში იბა­რებ­და. ოთახ­ში გუ­ბერ­ნა­ტო­რი, მო­ად­გი­ლე ავ­თან­დილ კა­ჭ­კა­ჭაშ­ვი­ლი, გამ­გე­ბე­ლი და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სუს-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი და­ვით ლო­მი­ძე დახ­ვდნენ.

"შე­ვე­დი თუ არა, და­ვით ლო­მი­ძემ მი­თხრა, რო­გორც გა­ვი­გე არ ყო­ფილ­ხარ შენი სამ­სა­ხუ­რით კმა­ყო­ფი­ლი, ამი­ტომ, ად­გე­ბი და წას­ვლა­ზე და­წერ გან­ცხა­დე­ბა­სო. ასე გით­ქვამს, რომ ძა­ლი­ან მალე გუ­ბერ­ნა­ტორს, მის მო­ად­გი­ლეს და სუს-ის უფ­როსს სამ­სა­ხუ­რი­დან გა­უშ­ვე­ბე­ნო. ვუ­თხა­რი, და­მი­სა­ხე­ლეთ პი­როვ­ნე­ბა, ვის­თა­ნაც ეს ვთქვი-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხა, ეს შენი საქ­მე არ არის, გან­ცხა­დე­ბას თუ არ და­წერ, შენს წარ­სულს ამოვ­ქე­ქავ და გა­გა­ფუ­ჭე­ბო", - იხ­სე­ნებს ზა­ზა­ძე.

ზა­ზა­ძის თქმით, მან აღელ­ვე­ბის გამო ხმა­საც აუ­წია, რა­ზეც გუ­ბერ­ნა­ტო­რის­გან შე­ნიშ­ვნა მი­ი­ღო: "სად გგო­ნია შენი თავი, შე­ხე­დე სად ზი­ხა­რო. რა­ტომ უნდა და­მე­ღუ­ნა თავი და გავ­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყა­ვი, იმი­ტომ, რომ გუ­ბერ­ნა­ტო­რის ოთახ­ში ვი­ყა­ვი?!"

კა­ბი­ნე­ტი­დან გა­მო­სულ­მა სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა:

"გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ ის, ვინც მე­მუქ­რე­ბო­და, სუს-ის უფ­რო­სი იყო. შე­მე­შინ­და, რა უნდა მექ­ნა, ოჯა­ხი მყავს, რამე რომ ჩა­ე­დოთ, ამი­ტომ მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა".

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

ახალციხის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ზეწოლაზე ალაპარაკდა

ახალციხის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ზეწოლაზე ალაპარაკდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის, საორგანიზაციო განყოფილების ყოფილი უფროსი ბადრი ზაზაძე სამსახურიდან წასვლის მიზეზებზე ალაპარაკდა და რამდენიმე მაღალჩინოსანი ზეწოლაში დაადანაშაულა.

ბადრი ზაზაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში, საორგანიზაციო განყოფილების უფროსად 2014 წლის 1 სექტემბერს დაინიშნა. 10 დღის შემდეგ კი გამგებელს, ზაზა მელიქიძეს გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

ყოფილი თანამშრომელი იხსენებს, რომ 10 სექტემბერს გამგებელმა დაურეკა და უთხრა, რომ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე კაბინეტში იბარებდა. ოთახში გუბერნატორი, მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი, გამგებელი და სამცხე-ჯავახეთის სუს-ის ყოფილი უფროსი დავით ლომიძე დახვდნენ.

"შევედი თუ არა, დავით ლომიძემ მითხრა, როგორც გავიგე არ ყოფილხარ შენი სამსახურით კმაყოფილი, ამიტომ, ადგები და წასვლაზე დაწერ განცხადებასო. ასე გითქვამს, რომ ძალიან მალე გუბერნატორს, მის მოადგილეს და სუს-ის უფროსს სამსახურიდან გაუშვებენო. ვუთხარი, დამისახელეთ პიროვნება, ვისთანაც ეს ვთქვი-მეთქი. მიპასუხა, ეს შენი საქმე არ არის, განცხადებას თუ არ დაწერ, შენს წარსულს ამოვქექავ და გაგაფუჭებო", - იხსენებს ზაზაძე.

ზაზაძის თქმით, მან აღელვების გამო ხმასაც აუწია, რაზეც გუბერნატორისგან შენიშვნა მიიღო: "სად გგონია შენი თავი, შეხედე სად ზიხარო. რატომ უნდა დამეღუნა თავი და გავჩუმებულიყავი, იმიტომ, რომ გუბერნატორის ოთახში ვიყავი?!"

კაბინეტიდან გამოსულმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა:

"გამოსვლის შემდეგ გავიგე, რომ ის, ვინც მემუქრებოდა, სუს-ის უფროსი იყო. შემეშინდა, რა უნდა მექნა, ოჯახი მყავს, რამე რომ ჩაედოთ, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება".

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა