მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წმინდა მიწაზე გადავსახლდებით, თან ცოდვებსაც მოვინანიებთ!" - ვახტანგ რჩეულიშვილი საქართველოდან გადასახლებაზე ფიქრობს
"წმინდა მიწაზე გადავსახლდებით, თან ცოდვებსაც მოვინანიებთ!" - ვახტანგ რჩეულიშვილი საქართველოდან გადასახლებაზე ფიქრობს

ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის გახ­სნას ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­და­სახ­ლე­ბა­ზე ფიქ­რობს.

"ვა­ზა­გაშ­ვი­ლის სა­ზა­რელ­მა მკვლე­ლო­ბამ (შვი­ლის საფ­ლავ­ზე აფეთ­ქე­ბამ!) ხომ მაგ­რა დამ­ძა­ბა, მაგ­რამ მის­მა გახ­სნამ - კი­დევ უა­რე­სად. შე­ვარ­დნა­ძის გუნდში ჩემი ყოფ­ნის დროს უა­რე­სიც ხდე­ბო­და (სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბულ ტე­რაქ­ტებს და მკვლე­ლო­ბებს ვგუ­ლის­ხმობ), მაგ­რამ თუ დღე­საც ამის სა­შიშ­რო­ე­ბა არ­სე­ბობ­და, ნამ­დვი­ლად აღარ მე­გო­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­ვარ­დნა­ძეც და უწ­მინ­დე­სიც გვაფრ­თხი­ლებ­დნენ მე და მა­ი­ას "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" და­ყა­ჩა­ღე­ბის დროს, რომ ქო­ნე­ბას კი ნუ სტი­რი­თო, მთა­ვა­რია ყა­ჩა­ღებ­მა არ მოგ­კლა­ნო! არა­სო­დეს მომ­დო­მე­ბია სხვა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა და ბევ­რჯერ უა­რიც მით­ქვამს უცხო­ეთ­ში სა­მუ­შა­ოდ და სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა­ზე. დღეს კი ვფიქ­რობ რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, კატო მა­ინც რომ აშშ-ის მო­ქა­ლა­ქეა, ზა­ზუ­კა კი ეს­პა­ნეთ­ში სწავ­ლობს. კომ­პა­ნი­ის და­ვა­ლი­ა­ნე­ბებს რომ გა­ვის­ტუმ­რებთ და ეს სა­დის­ტუ­რი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი რომ დამ­თავ­რდე­ბა, მოვ­კი­დებ მა­ი­ას ხელს და ან მად­რიდ­ში და ან ატ­ლან­ტა­ში წა­ვიყ­ვან! რუ­სუ­დანს ხომ დღეს­ვე მი­ი­ღე­ბენ გა­ე­რო­ში სა­მუ­შა­ოდ. მაია კი ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლა­საა ბიზ­ნე­სის ამ­წყო­ბი - ჯერ კი­დევ რო­დის სთა­ვა­ზობ­დნენ მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად ად­გილს ამე­რი­კულ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში (ჯორ­ჯი­ა­ში). ან სუ­ლაც წმ. მი­წა­ზე გა­დავ­სახ­ლდე­ბით - იქ რო­გორც თა­ვი­სი­ანს მი­ყუ­რე­ბენ მა­ინც. თან ცოდ­ვებ­საც მო­ვი­ნა­ნი­ებთ! ცხა­დია, მა­ნამ­დე თუ გა­ვუ­ძე­ლით ამ სა­გი­ჟეთს: რე­კე­ტე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მკვლე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი, გა­მომ­ძალ­ვე­ლი კლი­ენ­ტი, ვი­საც უფუ­ლოდ უნდა ჩა­იგ­დოს ხელ­ში პა­ტი­ო­სა­ნი გა­დამ­ხდე­ლის ფუ­ლით აშე­ნე­ბუ­ლი ბინა, უმუ­შევ­რო­ბა, გა­და­რე­უ­ლი დიდი მე­ზო­ბე­ლი და კი­დევ ვინ მოთ­ვლის რამ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა! გაგ­ვაძ­ლე­ბი­ნოს ყვე­ლას უფალ­მა!".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"წმინდა მიწაზე გადავსახლდებით, თან ცოდვებსაც მოვინანიებთ!" - ვახტანგ რჩეულიშვილი საქართველოდან გადასახლებაზე ფიქრობს

"წმინდა მიწაზე გადავსახლდებით, თან ცოდვებსაც მოვინანიებთ!" - ვახტანგ რჩეულიშვილი საქართველოდან გადასახლებაზე ფიქრობს

ყოფილი დეპუტატი ვახტანგ რჩეულიშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გახსნას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოდან გადასახლებაზე ფიქრობს.

"ვაზაგაშვილის საზარელმა მკვლელობამ (შვილის საფლავზე აფეთქებამ!) ხომ მაგრა დამძაბა, მაგრამ მისმა გახსნამ - კიდევ უარესად. შევარდნაძის გუნდში ჩემი ყოფნის დროს უარესიც ხდებოდა (სამართალდამცავების მიერ მომზადებულ ტერაქტებს და მკვლელობებს ვგულისხმობ), მაგრამ თუ დღესაც ამის საშიშროება არსებობდა, ნამდვილად აღარ მეგონა. მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძეც და უწმინდესიც გვაფრთხილებდნენ მე და მაიას "ცენტრ-პოინტის" დაყაჩაღების დროს, რომ ქონებას კი ნუ სტირითო, მთავარია ყაჩაღებმა არ მოგკლანო! არასოდეს მომდომებია სხვა ქვეყანაში ცხოვრება და ბევრჯერ უარიც მითქვამს უცხოეთში სამუშაოდ და საცხოვრებლად გადასვლაზე. დღეს კი ვფიქრობ რა ბედნიერებაა, კატო მაინც რომ აშშ-ის მოქალაქეა, ზაზუკა კი ესპანეთში სწავლობს. კომპანიის დავალიანებებს რომ გავისტუმრებთ და ეს სადისტური სასამართლო პროცესი რომ დამთავრდება, მოვკიდებ მაიას ხელს და ან მადრიდში და ან ატლანტაში წავიყვან! რუსუდანს ხომ დღესვე მიიღებენ გაეროში სამუშაოდ. მაია კი ნებისმიერ ადგილასაა ბიზნესის ამწყობი - ჯერ კიდევ როდის სთავაზობდნენ მაღალანაზღაურებად ადგილს ამერიკულ სამშენებლო კომპანიაში (ჯორჯიაში). ან სულაც წმ. მიწაზე გადავსახლდებით - იქ როგორც თავისიანს მიყურებენ მაინც. თან ცოდვებსაც მოვინანიებთ! ცხადია, მანამდე თუ გავუძელით ამ საგიჟეთს: რეკეტერი ხელისუფლება, მკვლელი პოლიციელი, გამომძალველი კლიენტი, ვისაც უფულოდ უნდა ჩაიგდოს ხელში პატიოსანი გადამხდელის ფულით აშენებული ბინა, უმუშევრობა, გადარეული დიდი მეზობელი და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი უბედურება! გაგვაძლებინოს ყველას უფალმა!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს