"ვნანობ, აზარტული თამაშებით რომ ვიყავი გატაცებული" - ქართველი ფეხბურთელის აღსარება

"ვნანობ, აზარტული თამაშებით რომ ვიყავი გატაცებული" - ქართველი ფეხბურთელის აღსარება

მწვრთნელობა ისეთი საქმეა, ჩემნაირი ხასიათის კაცი ვერ იმუშავებსო - ამბობს გოგა გახოკიძე, რომელსაც "ალანიაში", "მაკაბიში", "ტვენტში" და რაც მთავარია, ვარსკვლავებით სავსე პსვ-ში უთამაშია, საქართველოს ნაკრების ქომაგს კი გულიანი და ტექნიკური თამაშის გარდა, იტალიისა და უკრაინისთვის ბოლო წუთებზე გატანილი გოლებითაც დაამახსოვრა თავი! საფეხბურთო კარიერა თითქმის ათი წლის წინ დაასრულა.

ახლა ფიფას ლიცენზირებული აგენტია და გიორგი ქინქლაძესა და დავით ყენიასთან ერთად, სატრანსფერო სააგენტო აქვს. ახსოვს თუ არა პირველი ტრანსფერი, რას ნანობს და შეიცვალა თუ არა ხასიათი, გოგა გახოკიძესთან ინტერვიუში წაიკითხავთ:

- ჩემი პირველი ტრანსფერი განსაკუთრებულად მახსოვს: დავით ოდიკაძე მაშინ ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო და ბედნიერი ვიყავი, მისთვის კლუბის მოძებნა რომ შევძელი... სხვები? ყველას გვარს არ ჩამოვთვლი, მაგრამ ცნობილი ქართველებიდან ჩვენი კლიენტია გურამ კაშია. ახლახან არზიანი და დარციმელია ჩავიყვანეთ უნგრულ "სპარტაკუსში" და ა.შ.

- უცხოელი ფეხბურთელების ტრანსფერებზეც ხომ მუშაობთ?

- რა თქმა უნდა. ძირითადად, ბელგიის, გერმანიის, ინგლისის ბაზარზე. სხვათა შორის, ჩვენს სააგენტოს დიდი წვლილი მიუძღვის, ახალგაზრდა ბელგიელი ვარსკვლავი კევინ დე ბრუნე "გენკიდან" "ჩელსიში" რომ გადავიდა!

- ფეხბურთის ცოდნა, კავშირები, ალღო... საფეხბურთო აგენტს კიდევ რა თვისებები სჭირდება?

- უნდა ჰქონდეს ბევრი ინფორმაცია და კონტაქტი, შეეძლოს მწვრთნელებთან საერთო ენის გამონახვა და მოგზაურობა არ ეზარებოდეს! მეც და გიოც უამრავ ადამიანს ვიცნობთ საფეხბურთო სამყაროში, მაგრამ ეს საქმე მაინც ძალიან შრომატევადია - კი, კონტაქტები გაქვს, გიცნობენ, მაგრამ მხოლოდ სატელეფონო ზარით საქმე არ კეთდება, უნდა ჩახვიდე, ნახო, დაელაპარაკო. თანაც, ძალიან ხარჯიანი საქმეა: უამრავ დროს, ფულსა და ენერგიას ხარჯავ და შესაძლოა, საბოლოოდ იმ საქმიდან არაფერიც არ გამოვიდეს.

ზაფხულში - სამი თვე, ზამთარში კი მხოლოდ ერთი - სულ ეს არის სატრანსფერო პერიოდი. ყოფილა შემთხვევები, სატრანსფერო "ფანჯარა" ისე დახურულა, ერთი კონტრაქტიც ვერ გაგვიჩარხავს... გამოცდილი აგენტები გვეუბნებიან, საწყისი 3-4 წელი სულ ვალებში ვიყავითო და ამით ვიწყნარებთ თავს - ჯერ მეოთხე წელია, რაც ამ საქმეს მოვკიდეთ ხელი (იცინის)... იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა