"იმპერატორის მეუღლე" - ასე ჰქვია ისტორიულ სერიალს, რომელიც ოქტომბრიდან "პალიტრა TV"-ს ეთერში შაბათ-კვირას გადის. საქართველოში ბრაზილიური, ვენესუელური, მექსიკური და ბოლოს, თურქული სერიალების პოპულარობის პარალელურად, ალბათ, რთული იყო იმის განსაზღვრა, როგორ შეხვდებოდნენ კორეელ გმირებს ქართველები.
ჩანაფიქრმა გაამართლა და სერიალს ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ მალე მთავარი გმირების ფანკლუბები შეიქმნა და ქართველი დიასახლისების გული კორეელმა სექსუალურმა მსახიობებმა დაიპყრეს.
"იმპერატორის მეუღლე" 2014 წლის საუკეთესო სერიალად აღიარეს და დღეს მთავარი გმირები პოპულარობით არც ერთი ცნობილი სერიალის გმირებს არ ჩამორჩებიან.
სერიალი გადაღებულია ისტორიული ფაქტების მიხედვით, მე-14 საუკუნის მონღოლეთზე, ჩინეთსა და კორეაზე. გაცოცხლებულია შესანიშნავი დიზაინით შექმნილი უძვირფასესი და ულამაზესი ძველი კოსტიუმები. საინტერესოდ არის გადმოცემული სამეფო კარის ინტრიგები და საოცარი ნატურალიზმით არის გაცოცხლებული მიზანსცენები.
დაკავებულები არიან კორეის უნიჭიერესი და ყველაზე პოპულარული მსახიობები - ამ და სხვა ბევრი მიზეზის გამო მაყურებელმა ისე შეიყვარა სერიალი, რომ ტელევიზიამ უამრავი წერილი მიიღო თხოვნით, "იმპერატორის მეუღლე" ყოველდღიურად აჩვენონ.
ფილმის სამი მთავარი გმირი მამაკაცის სიყვარულში ქალბატონები ერთმანეთს ეჯიბრებიან. მონღოლეთის იმპერატორი – ტაგონი, კორეის მეფე – ვანიუ და ტალტალი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ ქართველ მაყურებელთა შორის.
საბედნიეროდ, "პალიტრა TV"-მ მაყურებლის თხოვნა გაითვალისწინა და 9 თებერვლიდან სექსუალური კორეელების ნახვა საღამოს საათებში ყოველდღე შეგიძლიათ.
კორეის მეფე ვანიუ - მსახიობი როლში და როლს მიღმა - ჟურნალის ყდებზე
მონღოლეთის იმპერატორი ტაგონი, მსახიობი როლში და როლს მიღმა - ჟურნალის ყდებზე