პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის სკანდალური მიმოწერა
მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის სკანდალური მიმოწერა

სკან­და­ლუ­რი საქ­მის კი­დევ უფრო სკან­და­ლუ­რი გაგ­რძე­ლე­ბა… პრო­კუ­რა­ტუ­რამ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და და ყა­რა­ფი­ლა­ში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბა­ში ბრა­ლი მოქ­მედ პო­ლი­ცი­ელს, გია სო­სა­ნაშ­ვილს წა­უ­ყე­ნა.

გა­ზე­თი Prime Time აქ­ვეყ­ნებს გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "თა­ვი­სუ­ფა­ლი თა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლის, გი­ორ­გი ყუ­ფა­რა­ძის მი­მო­წე­რას.

გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი ყუ­ფა­რა­ძეს "ფე­ის­ბუ­კის" მეშ­ვე­ო­ბით ჯერ კი­დევ 2014 წლის 19 ნო­ემ­ბერს და­უ­კავ­შირ­და. აი, რას წერ­და ის:

"გა­მარ­ჯო­ბა. მე მგო­ნი, ბო­დი­ში უნდა მოგ­ვი­ხა­დო მე და ჩემს მე­გობ­რებს, ყვე­ლა­ზე არ მაქვს ლა­პა­რა­კი. რა და­გი­შა­ვე შენ, ან ნე­ბის­მი­ერს, ესე­თი სტა­ტია, რომ და­წე­რე. მიც­ნობ სა­ერ­თოდ, ვინ ვარ, რა გა­მი­კე­თე­ბია ამ ქვეყ­ნის­თვის. რატო ქენი ეგ საქ­მე, შენ კი არა, სა­ერ­თოდ რა და­ვა­შა­ვე, მე ან ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა, რომ­ლებ­საც სა­ერ­თოდ არ იც­ნობ. მე რომ შენ­ზე გლა­ხა ვთქვა, მარ­თა­ლი ვიქ­ნე­ბი და სა­ერ­თოდ, ბო­დი­შის მოხ­და ცუდი არ არის. შენ ჩემს ად­გი­ლას სა­სა­მარ­თლო­ში მი­ჩივ­ლებ­დი. უბ­რა­ლოდ ჯო­ბია გა­მიც­ნო, დათო მე­ლა­პა­რა­კა შენ­ზე".

ამის შემ­დეგ სო­სა­ნაშ­ვი­ლი ყუ­ფა­რა­ძეს 21 ნო­ემ­ბერს ეხ­მი­ა­ნე­ბა და და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვს პა­სუხს, რა­ტომ ფი­გუ­რი­რებს მისი სა­ხე­ლი ზე­მოხ­სე­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

21 ნო­ემ­ბე­რი, 2014 წელი, გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი:

"პა­სუ­ხი გა­მე­ცი, რო­გორც ბრალ­დე­ბულს და მე თვი­თონ მო­ვიხ­დი ბო­დიშს მე­დი­ით. რა და­ვა­შა­ვეთ, ვინ შთა­გა­გო­ნა. შენ ხომ იც­ნობ პო­ლი­ცი­ე­ლებს, გიო".

"შენ პარ­ტი­ე­ლებ­თან შეგ­ხვდე­ბი, ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს. უბ­რა­ლოდ მი­თხა­რი, რა­ტომ და­წე­რე ჩემ­ზე და ჩემს მე­გობ­რებ­ზე აუგი. შენ თუ გგო­ნია, ვერ გი­ჩივ­ლებ, შემ­ცდარ­ხარ. არ მო­გას­ვე­ნებ კა­ნო­ნი­ე­რად. შენ არ მიც­ნობ, ვინ ვარ, მე კი გიც­ნობ, და­ნა­შა­უ­ლი გა­მო­იკ­ვე­თა. იცო­დე, გი­ჩივ­ლებ".

21 ნო­ემ­ბე­რი, 2014 წელი, გი­ორ­გი ყუ­ფა­რა­ძე:

"რა, მე­მუქ­რე­ბი? სა­დაც გინ­და, იქ მი­ჩივ­ლე. მე მე­გო­ნა, მარ­თლა შევ­ცდით თქვენს მი­მართ, მაგ­რამ შენი ქმე­დე­ბე­ბით მი­დას­ტუ­რებ, რომ პი­რი­ქი­თაა საქ­მე. სა­დაც გინ­და იქ მნა­ხე და იქ იჩივ­ლე. სტა­ტი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, რე­დაქ­ცი­ის გა­ბუ­ქე­ბუ­ლია".

მი­რი­ან ბო­ქო­ლიშ­ვი­ლი

სრუ­ლი ვერ­სია გა­ზეთ Prime Time-ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის სკანდალური მიმოწერა

მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის სკანდალური მიმოწერა

სკანდალური საქმის კიდევ უფრო სკანდალური გაგრძელება… პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა და ყარაფილაში მომხდარ აფეთქებაში ბრალი მოქმედ პოლიციელს, გია სოსანაშვილს წაუყენა.

გაზეთი Prime Time აქვეყნებს გია სოსანაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლის, გიორგი ყუფარაძის მიმოწერას.

გია სოსანაშვილი ყუფარაძეს „ფეისბუკის“ მეშვეობით ჯერ კიდევ 2014 წლის 19 ნოემბერს დაუკავშირდა. აი, რას წერდა ის:

„გამარჯობა. მე მგონი, ბოდიში უნდა მოგვიხადო მე და ჩემს მეგობრებს, ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი. რა დაგიშავე შენ, ან ნებისმიერს, ესეთი სტატია, რომ დაწერე. მიცნობ საერთოდ, ვინ ვარ, რა გამიკეთებია ამ ქვეყნისთვის. რატო ქენი ეგ საქმე, შენ კი არა, საერთოდ რა დავაშავე, მე ან ჩემმა მეგობრებმა, რომლებსაც საერთოდ არ იცნობ. მე რომ შენზე გლახა ვთქვა, მართალი ვიქნები და საერთოდ, ბოდიშის მოხდა ცუდი არ არის. შენ ჩემს ადგილას სასამართლოში მიჩივლებდი. უბრალოდ ჯობია გამიცნო, დათო მელაპარაკა შენზე“.

ამის შემდეგ სოსანაშვილი ყუფარაძეს 21 ნოემბერს ეხმიანება და დაჟინებით მოითხოვს პასუხს, რატომ ფიგურირებს მისი სახელი ზემოხსენებულ სტატიაში.

21 ნოემბერი, 2014 წელი, გია სოსანაშვილი:

„პასუხი გამეცი, როგორც ბრალდებულს და მე თვითონ მოვიხდი ბოდიშს მედიით. რა დავაშავეთ, ვინ შთაგაგონა. შენ ხომ იცნობ პოლიციელებს, გიო“.

„შენ პარტიელებთან შეგხვდები, ბევრი მეგობარი მყავს. უბრალოდ მითხარი, რატომ დაწერე ჩემზე და ჩემს მეგობრებზე აუგი. შენ თუ გგონია, ვერ გიჩივლებ, შემცდარხარ. არ მოგასვენებ კანონიერად. შენ არ მიცნობ, ვინ ვარ, მე კი გიცნობ, დანაშაული გამოიკვეთა. იცოდე, გიჩივლებ“.

21 ნოემბერი, 2014 წელი, გიორგი ყუფარაძე:

„რა, მემუქრები? სადაც გინდა, იქ მიჩივლე. მე მეგონა, მართლა შევცდით თქვენს მიმართ, მაგრამ შენი ქმედებებით მიდასტურებ, რომ პირიქითაა საქმე. სადაც გინდა იქ მნახე და იქ იჩივლე. სტატიას რაც შეეხება, რედაქციის გაბუქებულია“.

მირიან ბოქოლიშვილი

სრული ვერსია გაზეთ Prime Time-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ