პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოიპოვეს სოსანაშვილის დნმ და ის ჩადეს შემთხვევის ადგილზე" - შოთა უტიაშვილი პროკურატურის დასკვნაზე
"მოიპოვეს სოსანაშვილის დნმ და ის ჩადეს შემთხვევის ადგილზე" - შოთა უტიაშვილი პროკურატურის დასკვნაზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, შოთა უტი­აშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ, ზურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვერ­სია, უფრო და­მა­ჯე­რე­ბელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს სა­ჭი­რო­ებს:

"პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ბობს, რომ სო­სა­ნაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ორი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა აქვს, ან­ძა­ზე გა­სუ­ლი ზარი და დნმ-ის ანა­ლი­ზი. სა­ქარ­თვე­ლო­ში დნმ-ის ანა­ლი­ზი კეთ­დე­ბა, თუმ­ცა დნმ-პრო­ფი­ლე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბაზა არ არ­სე­ბობს. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან აღე­ბუ­ლი დნმ რომც გქონ­დეს, თუ სა­ვა­რა­უ­დო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი არა გყავს, მას ბევ­რი ვე­რა­ფერ­ში გა­მო­ი­ყე­ნებ. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან ჩანს, რომ მათ შემ­თხვე­ვის ად­გილ­თან ახ­ლოს მყოფ ან­ძებ­ზე გა­სუ­ლი ზა­რე­ბი ამო­ი­ღეს და ამის მი­ხედ­ვით და­ად­გი­ნეს სა­ვა­რა­უ­დო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ზა­რე­ბით თუ შე­ა­ფა­სებ, ოც­ნე­ბი­სათ­ვის სო­სა­ნაშ­ვი­ლი იდე­ა­ლუ­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია, რად­გან ძვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია, სა­საფ­ლა­ო­ზე იყო და რაც მთა­ვა­რია, "თვით ფირ­ცხა­ლა­ვას­თან" ფიქ­სირ­დე­ბა მისი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი. მას შემ­დეგ, რაც იდე­ა­ლუ­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო ორი­დან ერთი რამ: მო­ი­პო­ვეს მისი დნმ, შე­ა­და­რეს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბულს, და­ემ­თხვა და საქ­მე რე­ა­ლუ­რად გა­იხ­სნა, ან მო­ი­პო­ვეს სო­სა­ნაშ­ვი­ლის დნმ და ის ჩა­დეს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე (ესეც უმარ­ტი­ვე­სი გა­სა­კე­თე­ბე­ლია). თუ ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ ოც­ნე­ბა სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ანს ასეთ მძი­მე და რე­ზო­ნან­სულ და­ნა­შა­ულს ვერ და­აბ­რა­ლებ­და, შე­უძ­ლია ჩო­კუ­ტა­ე­ვი გა­იხ­სე­ნოს. ასე რომ, ჯერ­ჯე­რო­ბით შან­სე­ბი 50/50-ზეა. გა­მო­ძი­ე­ბას კი ბევ­რად მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის წარ­მოდ­გე­ნა მო­უ­წევს, რომ თა­ვის ვერ­სი­ა­ში და­მა­ჯე­როს", - წერს უტი­აშ­ვი­ლი სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუქ­ზე." 

"მოიპოვეს სოსანაშვილის დნმ და ის ჩადეს შემთხვევის ადგილზე" - შოთა უტიაშვილი პროკურატურის დასკვნაზე

"მოიპოვეს სოსანაშვილის დნმ და ის ჩადეს შემთხვევის ადგილზე" - შოთა უტიაშვილი პროკურატურის დასკვნაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, შოთა უტიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ, ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ვერსია,  უფრო დამაჯერებელ მტკიცებულებებს საჭიროებს:

"პროკურატურა ამბობს, რომ სოსანაშვილის წინააღმდეგ ორი მტკიცებულება აქვს, ანძაზე გასული ზარი და დნმ-ის ანალიზი. საქართველოში დნმ-ის ანალიზი კეთდება, თუმცა დნმ-პროფილების მონაცემთა ბაზა არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ დანაშაულის ადგილიდან აღებული დნმ რომც გქონდეს, თუ სავარაუდო ეჭვმიტანილი არა გყავს, მას ბევრი ვერაფერში გამოიყენებ. პროკურატურის განცხადებებიდან ჩანს, რომ მათ შემთხვევის ადგილთან ახლოს მყოფ ანძებზე გასული ზარები ამოიღეს და ამის მიხედვით დაადგინეს სავარაუდო ეჭვმიტანილი. საგულისხმოა, რომ ზარებით თუ შეაფასებ, ოცნებისათვის სოსანაშვილი იდეალური ეჭვმიტანილია, რადგან ძველი პოლიციელია, სასაფლაოზე იყო და რაც მთავარია, "თვით ფირცხალავასთან" ფიქსირდება მისი სატელეფონო ზარი. მას შემდეგ, რაც იდეალური ეჭვმიტანილი აღმოაჩინეს, შეიძლება მომხდარიყო ორიდან ერთი რამ: მოიპოვეს მისი დნმ, შეადარეს შემთხვევის ადგილიდან ამოღებულს, დაემთხვა და საქმე რეალურად გაიხსნა, ან მოიპოვეს სოსანაშვილის დნმ და ის ჩადეს შემთხვევის ადგილზე (ესეც უმარტივესი გასაკეთებელია). თუ ვინმეს ჰგონია, რომ ოცნება სრულიად უდანაშაულო ადამიანს ასეთ მძიმე და რეზონანსულ დანაშაულს ვერ დააბრალებდა, შეუძლია ჩოკუტაევი გაიხსენოს. ასე რომ, ჯერჯერობით შანსები 50/50-ზეა. გამოძიებას კი ბევრად მეტი მტკიცებულების წარმოდგენა მოუწევს, რომ თავის ვერსიაში დამაჯეროს", - წერს უტიაშვილი საკუთარ "ფეისბუქზე." 

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა