მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიახ, "ქართული ოცნების" კოორდინატორი ვიყავი" - ბაგა-ბაღის ახალი გამგე
"დიახ, "ქართული ოცნების" კოორდინატორი ვიყავი" - ბაგა-ბაღის ახალი გამგე

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დი­მის #2 ბაგა-ბა­ღის შე­ნო­ბის წინ, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა ბა­ღის გამ­გემ და მას­წავ­ლებ­ლებ­მა აქ­ცია გა­მარ­თეს. მათი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბის სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბაა.

"თუ შტა­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბაა, ახა­ლი კად­რე­ბი რა­ტომ მი­ი­ღეს? წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, რაც ამ ბაღ­ში ვმუ­შა­ობ­დი, მე გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს შტა­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბის მო­ტი­ვით, თუმ­ცა შემ­დეგ ჩემს ად­გილ­ზე ახა­ლი კად­რი მო­იყ­ვა­ნეს. რო­დე­საც გა­ერ­თი­ა­ნე­ბის უფ­როს­თან შე­ვე­დი, გან­მი­ცხა­და, შენი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის, ვის დავ­ნიშ­ნავ და ვის გა­ვუშ­ვე­ბო", - აცხა­დებს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ნანა ტა­ბე­შა­ძე.

ამა­ვე ბაგა-ბა­ღის ყო­ფი­ლი გამ­გე ია­მზე ახვლე­დი­ა­ნი კი ახა­ლი კად­რე­ბის არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბა­ზე სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ მათი და­ნიშ­ვნა პარ­ტი­უ­ლი ნიშ­ნით მოხ­და: "ის პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­სა­ხურ­ში აიყ­ვა­ნეს, არ არი­ან შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე­ნი. ისი­ნი სამ­სა­ხურ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით აიყ­ვა­ნეს", - აცხა­დებს ახვლე­დი­ა­ნი.

ბაგა-ბა­ღის ახა­ლი გამ­გე ნი­ნე­ლი მშვილ­და­ძე ადას­ტუ­რებს, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კო­ორ­დი­ნა­ტო­რი იყო და ასე­ვე, ბაღ­და­თის საკ­რე­ბუ­ლოს გავ­ლე­ნი­ა­ნი წევ­რის, თინა კე­ლენ­ჯე­რი­ძის მე­გო­ბა­რია.

"დიახ, ვი­ყა­ვი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კო­ორ­დი­ნა­ტო­რი და ამავდრო­უ­ლად ვარ თინა კე­ლენ­ჯე­რი­ძის მე­გო­ბა­რიც. უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად ნამ­დვი­ლად მაქვს ის დამ­სა­ხუ­რე­ბა, რომ მე დავ­საქ­მე­ბუ­ლი­ყა­ვი და მად­ლო­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას" ამის­თვის", - აცხა­დებს მშვილ­და­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

"ახა­ლი გა­ზე­თი"

"დიახ, "ქართული ოცნების" კოორდინატორი ვიყავი" - ბაგა-ბაღის ახალი გამგე

"დიახ, "ქართული ოცნების" კოორდინატორი ვიყავი" - ბაგა-ბაღის ახალი გამგე

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის #2 ბაგა-ბაღის შენობის წინ, გათავისუფლებულმა ბაღის გამგემ და მასწავლებლებმა აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა გათავისუფლებული პედაგოგების სამსახურში დაბრუნებაა.

"თუ შტატების შემცირებაა, ახალი კადრები რატომ მიიღეს? წელიწად-ნახევარია, რაც ამ ბაღში ვმუშაობდი, მე გამათავისუფლეს შტატების შემცირების მოტივით, თუმცა შემდეგ ჩემს ადგილზე ახალი კადრი მოიყვანეს. როდესაც გაერთიანების უფროსთან შევედი, განმიცხადა, შენი გადასაწყვეტი არ არის, ვის დავნიშნავ და ვის გავუშვებო", - აცხადებს ყოფილი თანამშრომელი ნანა ტაბეშაძე.

ამავე ბაგა-ბაღის ყოფილი გამგე იამზე ახვლედიანი კი ახალი კადრების არაკვალიფიციურობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი დანიშვნა პარტიული ნიშნით მოხდა: "ის პედაგოგები, რომლებიც სამსახურში აიყვანეს, არ არიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონენი. ისინი სამსახურში პოლიტიკური ნიშნით აიყვანეს", - აცხადებს ახვლედიანი.

ბაგა-ბაღის ახალი გამგე ნინელი მშვილდაძე ადასტურებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კოალიცია "ქართული ოცნების" კოორდინატორი იყო და ასევე, ბაღდათის საკრებულოს გავლენიანი წევრის, თინა კელენჯერიძის მეგობარია.

"დიახ, ვიყავი "ქართული ოცნების" კოორდინატორი და ამავდროულად ვარ თინა კელენჯერიძის მეგობარიც. უმაღლეს განათლებასთან ერთად ნამდვილად მაქვს ის დამსახურება, რომ მე დავსაქმებულიყავი და მადლობა "ქართული ოცნებას" ამისთვის", - აცხადებს მშვილდაძე.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა