პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2" ყოველთვის მტაცებელი იყო, რომელიც პატიოსნად არც ბიზნესში თამაშობდა და არც პოლიტიკაში"
"რუსთავი 2" ყოველთვის მტაცებელი იყო, რომელიც პატიოსნად არც ბიზნესში თამაშობდა და არც პოლიტიკაში"

"მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის იმ ნა­წი­ლის ირ­გვლივ, სა­დაც კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის სა­ა­თობ­რივ შე­ზღუდ­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი, ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გრძელ­დე­ბა. პარ­ლა­მენ­ტმა ცვლი­ლე­ბე­ბი მე­ო­რე მოს­მე­ნით უკვე მი­ი­ღო, მაგ­რამ მას სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რებს კონ­კრე­ტუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის, "რუს­თა­ვი 2"-ის შე­მო­სავ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის მცდე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის­თვის ამ­ჟა­მად და­წე­სე­ბუ­ლი 20%-იანი შე­ზღუდ­ვა მა­უ­წყებ­ლო­ბის მთლი­ა­ნი დრო­ის ნაც­ვლად ყო­ვე­ლი სა­ა­თის­თვის და­წეს­დე­ბა. კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის ახ­ლე­ბუ­რი სა­ა­თობ­რი­ვი ლი­მი­ტის მი­ხედ­ვით, რეკ­ლა­მა 2015 წელს სა­ათ­ში, მაქ­სი­მუმ, 15 წუთს უნდა შე­ად­გენ­დეს, 2016 წლი­დან 12 წუთს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს. ახა­ლი ამ­ბე­ბის შე­წყვე­ტა კი მხო­ლოდ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ერთხელ გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ასე­ვე, რეკ­ლა­მით ან ტე­ლე­შო­პინ­გით აიკ­რძა­ლე­ბა სა­ბავ­შვო პროგ­რა­მის შე­წყვე­ტაც, რო­მე­ლიც 30 წუთ­ზე ნაკ­ლე­ბია, ხოლო თუ სა­ბავ­შვო გა­და­ცე­მა 30 წუთ­ზე მე­ტია, რეკ­ლა­მით შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ 30 წუთ­ში ერთხელ "გა­იჭ­რას". კა­ნო­ნი იმა­ვე რე­გუ­ლა­ცი­ას აწე­სებს მხატ­ვრუ­ლი ფილ­მე­ბის­თვი­საც. პარ­ლა­მენ­ტსა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ეროვ­ნულ კო­მი­სი­ა­ში ამ ცვლი­ლე­ბებს ევ­რო­პუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ი­თა და ევ­რო­დი­რექ­ტი­ვით ხსნი­ან.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა ერთი დე­ტა­ლი: 2011 წლამ­დე "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში არ­სე­ბობ­და ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლი­თაც კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მა სა­ათ­ში 15 წუთ­ზე მეტი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს კი კა­ნონ­ში შეს­წო­რე­ბა შე­ვი­და და მა­უ­წყებ­ლებს რეკ­ლა­მის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი 20%-ის სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ ანუ დრო­ში გა­და­ნა­წი­ლე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ. შე­დე­გად, სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა ყვე­ლა­ზე ყუ­რე­ბად, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში ე.წ. პრა­იმ-თა­იმ­ში მო­ი­ყა­რა თავი.

მა­ყუ­რე­ბელ­მა კი მო­მა­ბეზ­რებ­ლად ხან­გრძლი­ვი სა­რეკ­ლა­მო "ჭრე­ბი" მი­ი­ღო, რო­მელ­თა ხან­გრძლი­ვო­ბა სა­ერ­თო ჯამ­ში, ხში­რად თა­ვად გა­და­ცე­მის ან ფილ­მის დრო­საც კი აჭარ­ბებს. ამი­ტო­მა­ცაა, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი დღეს ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს მო­მა­ბეზ­რე­ბელ რეკ­ლა­მას თავი აა­რი­დოს - გა­და­ახ­ვი­ოს, და­ა­პა­უ­ზოს ან სხვა არხზე გა­დარ­თოს. შე­დე­გად, რო­გორც პირ­და­პი­რი, ისე გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მამ ფასი და­კარ­გა. სა­მა­გი­ე­როდ, იხე­ი­რა ორმა მა­უ­წყე­ბელ­მა, რად­გან კა­ნონ­ში სა­ხელ­და­ხე­ლოდ შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ ტე­ლე­ვი­ზი­ებს ნე­ბის­მი­ე­რი დამ­კვე­თის­თვის ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი სა­რეკ­ლა­მო დრო­ის შე­თა­ვა­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მის ფასი შემ­ცირ­და, მო­ცუ­ლო­ბა - გა­ი­ზარ­და, სა­რეკ­ლა­მო ბი­უ­ჯე­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი კი ვიწ­რო ჯგუ­ფის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა. ამ ფონ­ზე შე­და­რე­ბით მცი­რე­ბი­უ­ჯე­ტი­ან ტე­ლე­ვი­ზი­ებს შე­მო­სავ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უმ­ცირ­დათ, რა­მაც, თა­ვის მხრივ, ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა იქო­ნია გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზეც. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით კი კა­ნო­ნი თა­ვის პირ­ვან­დელ სა­ხეს და­უბ­რუნ­დე­ბა, რომ­ლი­თაც ბა­ზარ­ზე ყვე­ლა მო­თა­მა­შის­თვის კონ­კუ­რენ­ცი­ის მეტ-ნაკ­ლე­ბად თა­ნა­ბა­რი პი­რო­ბე­ბი შე­იქ­მნე­ბა.

მა­მუ­კა ან­დღუ­ლა­ძე, "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს მე­დია" ანა­ლი­ტი­კო­სი: "და­ვი­წყოთ იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს მთე­ლი რიგი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, მო­ახ­დი­ნოს ევ­რო­პუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის იმპლე­მენ­ტა­ცია, მას­თან ჰარ­მო­ნი­ზა­ცია და მათ შო­რის ერთ-ერთი არის აუ­დიო-ვი­დე­ო­მე­დი­ის დი­რექ­ტი­ვა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ათ­ში 20%-იან შე­ზღუდ­ვას კო­მერ­ცი­ულ რეკ­ლა­მა­ზე. ჩვენ ჯერ კი­დევ 2011 წელს ვამ­ბობ­დით, რომ სა­ჭი­რო იყო ამ კვო­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა და ევ­რო­დი­რექ­ტი­ვებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა. ეს მო­თხოვ­ნა გვაქვს დღე­საც - ცვლი­ლე­ბა კა­ნონ­ში უნდა შე­ვი­დეს, მაგ­რამ ისე, რომ ამან ბა­ზარ­ზე ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა არ მო­ახ­დი­ნოს. პრინ­ციპ­ში, მე­დი­ა­ბაზ­რის ყვე­ლა მო­თა­მა­შე თან­ხმდე­ბა იმა­ზე, რომ კვო­ტე­ბი უნდა და­წეს­დეს, რო­გორც ეს ევ­რო­პუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით არის გან­სა­ზღვრუ­ლი, მაგ­რამ შე­თან­ხმე­ბის სა­კი­თხია დრო - თუ რო­დის უნდა შე­ვი­დეს ძა­ლა­ში ეს ცვლი­ლე­ბე­ბი.

კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მა ისე და იმ რა­ო­დე­ნო­ბით უნდა გან­თავ­სდეს ტე­ლე­ე­თერ­ში, რომ და­ცუ­ლი იყოს მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბი, არც გა­და­ცე­მის ინ­ტეგ­რა­ცია და­ირ­ღვეს და დამ­კვეთ­მაც მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გი მი­ი­ღოს".

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია მი­იჩ­ნევს, რომ "მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა უნდა გა­და­ი­დოს და ამ სა­კი­თხზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან, პრე­ზი­დენ­ტსა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რას ითხოვს: "ამ ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად ვი­ღებთ მდგო­მა­რე­ო­ბას, როცა რეკ­ლა­მის ფა­სე­ბი 50%-ით უნდა გა­ი­ზარ­დოს, არა­და, ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა მხო­ლოდ 5%-ს შე­ად­გენს. ამ ცვლი­ლე­ბე­ბის გამო ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის სა­კი­თხიც დად­გე­ბა. მი­ნი­მუმ 100 თა­ნამ­შრომ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოგ­ვი­წევს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი­დევ ერთ ნა­ბიჯს დგამს უმუ­შევ­რო­ბის­კენ. არ მეს­მის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს მთავ­რო­ბას აწყობ­დეს".

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბას და­დე­ბი­თად აფა­სებს ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­მუ­კა ღლონ­ტი: "თა­ვის დრო­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" კონ­კრე­ტუ­ლად "რუს­თა­ვი 2"-ის­თვის სა­სარ­გებ­ლო კა­ნო­ნი მი­ი­ღო. ცვლი­ლე­ბე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი ფულს კი არ და­კარ­გა­ვენ, ის დიდ და შე­და­რე­ბით პა­ტა­რა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში თა­ნაბ­რად გა­და­ნა­წილ­დე­ბა, სა­რეკ­ლა­მო ბა­ზა­რი კი უფრო გა­ჯან­საღ­დე­ბა. "რუს­თა­ვი 2" ამ­ბობს, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ის ორ მი­ლი­ონს და­კარ­გავს, თუმ­ცა, მის­მა ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა სა­ხელ­მწი­ფოს 24 მი­ლი­ო­ნი უნდა და­უბ­რუ­ნონ, რო­მე­ლიც ბი­უ­ჯეტ­ში არ გა­და­უხ­დი­ათ. ეს ტე­ლე­კომ­პა­ნია ყო­ველ­თვის მტა­ცე­ბე­ლი იყო, რო­მე­ლიც პა­ტი­ოს­ნად არც ბიზ­ნეს­ში და არც პო­ლი­ტი­კა­ში არ თა­მა­შობ­და. რა­ტომ არის "რუს­თა­ვი 2" ლი­დე­რი ტე­ლე­კომ­პა­ნია? ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "დო­პინგს" იღებ­და, სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბებ­ში იყო და პო­ლი­ტი­კურ მხა­რეს წარ­მო­ად­გენ­და. თუნ­დაც ეს 24 მი­ლი­ო­ნი ნე­ბის­მი­ერ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას რომ მის­ცეთ და მის ხელ­მძღვა­ნე­ლად სა­შუ­ა­ლო დო­ნის მე­ნე­ჯე­რი და­ნიშ­ნოთ, მცი­რე ვა­დებ­ში ის ლი­დე­რი ტე­ლე­ვი­ზია გახ­დე­ბა".

რო­გორც ჩანს, ახა­ლი კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბა მხო­ლოდ "რუს­თა­ვი 2"-სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" არ აძ­ლევს ხელს, რად­გან ახალ პი­რო­ბებ­ში "რუს­თა­ვი 2", იმი­სათ­ვის, რომ შე­მო­სავ­ლე­ბის კლე­ბა არ და­უშ­ვას, იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, გა­ზარ­დოს ტა­რი­ფე­ბი, შე­დე­გად, რეკ­ლა­მის სა­შუ­ა­ლო და მცი­რე დამ­კვე­თე­ბი სხვა მე­დი­აპ­ლათ­ფორ­მებ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ, სა­რეკ­ლა­მო ბი­ჯე­ტე­ბი კი სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე: ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ზე, ინ­ტერ­ნეტ­ზე, პრე­სა­სა თუ რა­დი­ო­ზე გა­და­ნა­წილ­დე­ბა. შე­დე­გად, მი­ვი­ღებთ მეტ კონ­კუ­რენ­ცი­ას მე­დი­ა­ში, მეტ შე­მო­სა­ვალ­სა და მეტ ხა­რისხს.

მა­ყუ­რე­ბე­ლი ნაკ­ლე­ბად გა­ღი­ზი­ან­დე­ბა და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ტე­ლე­რეკ­ლა­მე­ბით და ნაკ­ლე­ბად გა­დარ­თავს სხვა­გან, შე­სა­ბა­მი­სად, რეკ­ლა­მა მი­აღ­წევს მომ­ხმა­რებ­ლამ­დე, რაც ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ე­ბის პირ­და­პი­რი ინ­ტე­რე­სია, ვი­ნა­ი­დან მათი ფული აღარ გა­იბ­ნე­ვა "ჰა­ერ­ში" და რე­ა­ლუ­რად იმუ­შა­ვებს.

P.S. თა­ვის დრო­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პირ­და­პი­რი მი­თი­თე­ბა ჰქონ­და მი­ცე­მუ­ლი მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის­თვის, პირ­ველ რიგ­ში კი "რუს­თა­ვი 2"-სა და "იმე­დის­თვის", მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ე­ი­ა­ფე­ბი­ნათ რეკ­ლა­მის ფა­სე­ბი, მი­ე­ზი­დათ ყვე­ლა დამ­კვე­თი ნე­ბის­მი­ერ ფა­სად, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ე­ზღუ­დათ ფუ­ლის შე­დი­ნე­ბა "მა­ესტრო­ზე", "კავ­კა­სი­ა­სა" თუ სხვა არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბად მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა სხვა ქვეყ­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა, რომ ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის პრა­იმ-თა­იმ­ში ლა­მის უბ­რა­ლო სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბის რეკ­ლა­მაც კი გა­დის ჩვე­უ­ლებ­რივ. მთელ მსოფ­ლი­ო­ში ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რეკ­ლა­მი­რე­ბას მხო­ლოდ მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ახერ­ხე­ბენ, სწო­რედ იმი­ტომ, რომ ტე­ლე­რეკ­ლა­მა ყვე­ლა­ზე ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა.

რუ­სუ­დან შე­ლია

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"რუსთავი 2" ყოველთვის მტაცებელი იყო, რომელიც პატიოსნად არც ბიზნესში თამაშობდა და არც პოლიტიკაში"

"რუსთავი 2" ყოველთვის მტაცებელი იყო, რომელიც პატიოსნად არც ბიზნესში თამაშობდა და არც პოლიტიკაში"

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების იმ ნაწილის ირგვლივ, სადაც კომერციული რეკლამის საათობრივ შეზღუდვაზეა საუბარი, ვნებათაღელვა გრძელდება. პარლამენტმა ცვლილებები მეორე მოსმენით უკვე მიიღო, მაგრამ მას საპარლამენტო უმცირესობის წევრები აპროტესტებენ და კანონპროექტის ავტორებს კონკრეტული ტელეკომპანიის, "რუსთავი 2"-ის შემოსავლების შემცირების მცდელობაში ადანაშაულებენ.

ცვლილებების თანახმად, კომერციული რეკლამისთვის ამჟამად დაწესებული 20%-იანი შეზღუდვა მაუწყებლობის მთლიანი დროის ნაცვლად ყოველი საათისთვის დაწესდება. კომერციული რეკლამის განთავსების ახლებური საათობრივი ლიმიტის მიხედვით, რეკლამა 2015 წელს საათში, მაქსიმუმ, 15 წუთს უნდა შეადგენდეს, 2016 წლიდან 12 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. ახალი ამბების შეწყვეტა კი მხოლოდ ნახევარ საათში ერთხელ გახდება შესაძლებელი. ასევე, რეკლამით ან ტელეშოპინგით აიკრძალება საბავშვო პროგრამის შეწყვეტაც, რომელიც 30 წუთზე ნაკლებია, ხოლო თუ საბავშვო გადაცემა 30 წუთზე მეტია, რეკლამით შეიძლება მხოლოდ 30 წუთში ერთხელ "გაიჭრას". კანონი იმავე რეგულაციას აწესებს მხატვრული ფილმებისთვისაც. პარლამენტსა და კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ამ ცვლილებებს ევროპული კანონმდებლობის იმპლემენტაციითა და ევროდირექტივით ხსნიან.

საყურადღებოა ერთი დეტალი: 2011 წლამდე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში არსებობდა ჩანაწერი, რომლითაც კომერციული რეკლამა საათში 15 წუთზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. "ნაციონალური" ხელისუფლების დროს კი კანონში შესწორება შევიდა და მაუწყებლებს რეკლამისთვის გამოყოფილი 20%-ის საკუთარი შეხედულებისამებრ ანუ დროში გადანაწილების უფლება მიეცათ. შედეგად, სატელევიზიო რეკლამების დიდმა ნაწილმა ყველაზე ყურებად, საღამოს საათებში ე.წ. პრაიმ-თაიმში მოიყარა თავი.

მაყურებელმა კი მომაბეზრებლად ხანგრძლივი სარეკლამო "ჭრები" მიიღო, რომელთა ხანგრძლივობა საერთო ჯამში, ხშირად თავად გადაცემის ან ფილმის დროსაც კი აჭარბებს. ამიტომაცაა, რომ მაყურებელი დღეს ყველანაირად ცდილობს მომაბეზრებელ რეკლამას თავი აარიდოს - გადაახვიოს, დააპაუზოს ან სხვა არხზე გადართოს. შედეგად, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით სატელევიზიო რეკლამამ ფასი დაკარგა. სამაგიეროდ, იხეირა ორმა მაუწყებელმა, რადგან კანონში სახელდახელოდ შეტანილი ცვლილებებით პრივილეგირებულ ტელევიზიებს ნებისმიერი დამკვეთისთვის ყველაზე რეიტინგული სარეკლამო დროის შეთავაზების შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისად, სატელევიზიო რეკლამის ფასი შემცირდა, მოცულობა - გაიზარდა, სარეკლამო ბიუჯეტების დიდი ნაწილი კი ვიწრო ჯგუფის ხელში აღმოჩნდა. ამ ფონზე შედარებით მცირებიუჯეტიან ტელევიზიებს შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, რამაც, თავის მხრივ, ნეგატიური გავლენა იქონია განვითარების პერსპექტივებზეც. ახალი რეგულაციებით კი კანონი თავის პირვანდელ სახეს დაუბრუნდება, რომლითაც ბაზარზე ყველა მოთამაშისთვის კონკურენციის მეტ-ნაკლებად თანაბარი პირობები შეიქმნება.

მამუკა ანდღულაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მედია" ანალიტიკოსი: "დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს აქვს მთელი რიგი ვალდებულებები, მოახდინოს ევროპული კანონმდებლობის იმპლემენტაცია, მასთან ჰარმონიზაცია და მათ შორის ერთ-ერთი არის აუდიო-ვიდეომედიის დირექტივა, რომელიც ითვალისწინებს საათში 20%-იან შეზღუდვას კომერციულ რეკლამაზე. ჩვენ ჯერ კიდევ 2011 წელს ვამბობდით, რომ საჭირო იყო ამ კვოტების შემცირება და ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა. ეს მოთხოვნა გვაქვს დღესაც - ცვლილება კანონში უნდა შევიდეს, მაგრამ ისე, რომ ამან ბაზარზე ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს. პრინციპში, მედიაბაზრის ყველა მოთამაშე თანხმდება იმაზე, რომ კვოტები უნდა დაწესდეს, როგორც ეს ევროპული რეგულაციებით არის განსაზღვრული, მაგრამ შეთანხმების საკითხია დრო - თუ როდის უნდა შევიდეს ძალაში ეს ცვლილებები.

კომერციული რეკლამა ისე და იმ რაოდენობით უნდა განთავსდეს ტელეეთერში, რომ დაცული იყოს მომხმარებლის უფლებები, არც გადაცემის ინტეგრაცია დაირღვეს და დამკვეთმაც მაქსიმალური შედეგი მიიღოს".

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ "მაუწყებლის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა უნდა გადაიდოს და ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს: "ამ ცვლილების შედეგად ვიღებთ მდგომარეობას, როცა რეკლამის ფასები 50%-ით უნდა გაიზარდოს, არადა, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 5%-ს შეადგენს. ამ ცვლილებების გამო ტელევიზიაში თანამშრომლების შემცირების საკითხიც დადგება. მინიმუმ 100 თანამშრომლის გათავისუფლება მოგვიწევს. ხელისუფლება კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს უმუშევრობისკენ. არ მესმის, როგორ შეიძლება ეს მთავრობას აწყობდეს".

კანონპროექტის მიღებას დადებითად აფასებს ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი: "თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" კონკრეტულად "რუსთავი 2"-ისთვის სასარგებლო კანონი მიიღო. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ტელეკომპანიები ფულს კი არ დაკარგავენ, ის დიდ და შედარებით პატარა ტელევიზიებში თანაბრად გადანაწილდება, სარეკლამო ბაზარი კი უფრო გაჯანსაღდება. "რუსთავი 2" ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ის ორ მილიონს დაკარგავს, თუმცა, მისმა ხელმძღვანელებმა სახელმწიფოს 24 მილიონი უნდა დაუბრუნონ, რომელიც ბიუჯეტში არ გადაუხდიათ. ეს ტელეკომპანია ყოველთვის მტაცებელი იყო, რომელიც პატიოსნად არც ბიზნესში და არც პოლიტიკაში არ თამაშობდა. რატომ არის "რუსთავი 2" ლიდერი ტელეკომპანია? ის წლების განმავლობაში "დოპინგს" იღებდა, სასათბურე პირობებში იყო და პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენდა. თუნდაც ეს 24 მილიონი ნებისმიერ ტელეკომპანიას რომ მისცეთ და მის ხელმძღვანელად საშუალო დონის მენეჯერი დანიშნოთ, მცირე ვადებში ის ლიდერი ტელევიზია გახდება".

როგორც ჩანს, ახალი კანონის ამოქმედება მხოლოდ "რუსთავი 2"-სა და "ნაციონალურ მოძრაობას" არ აძლევს ხელს, რადგან ახალ პირობებში "რუსთავი 2", იმისათვის, რომ შემოსავლების კლება არ დაუშვას, იძულებული იქნება, გაზარდოს ტარიფები, შედეგად, რეკლამის საშუალო და მცირე დამკვეთები სხვა მედიაპლათფორმებზე გადაინაცვლებენ, სარეკლამო ბიჯეტები კი სხვა მედიასაშუალებებზე: ტელევიზიებზე, ინტერნეტზე, პრესასა თუ რადიოზე გადანაწილდება. შედეგად, მივიღებთ მეტ კონკურენციას მედიაში, მეტ შემოსავალსა და მეტ ხარისხს.

მაყურებელი ნაკლებად გაღიზიანდება დაუსრულებელი ტელერეკლამებით და ნაკლებად გადართავს სხვაგან, შესაბამისად, რეკლამა მიაღწევს მომხმარებლამდე, რაც ბიზნესკომპანიების პირდაპირი ინტერესია, ვინაიდან მათი ფული აღარ გაიბნევა "ჰაერში" და რეალურად იმუშავებს.

P.S. თავის დროზე "ნაციონალურ" ხელისუფლებას პირდაპირი მითითება ჰქონდა მიცემული მის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიებისთვის, პირველ რიგში კი "რუსთავი 2"-სა და "იმედისთვის", მაქსიმალურად გაეიაფებინათ რეკლამის ფასები, მიეზიდათ ყველა დამკვეთი ნებისმიერ ფასად, რათა მაქსიმალურად შეეზღუდათ ფულის შედინება "მაესტროზე", "კავკასიასა" თუ სხვა არაკონტროლირებად მედიასაშუალებებში. სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია საქართველოში ყველა სხვა ქვეყნისგან განსხვავებული რეალობა, რომ ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის პრაიმ-თაიმში ლამის უბრალო სილამაზის სალონების რეკლამაც კი გადის ჩვეულებრივ. მთელ მსოფლიოში ტელევიზიაში რეკლამირებას მხოლოდ მსხვილი კომპანიები ახერხებენ, სწორედ იმიტომ, რომ ტელერეკლამა ყველაზე ძვირი სიამოვნებაა.

რუსუდან შელია

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია