Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურებოდნენ 80-იანი წლების ქართული კინოს ვარსკვლავები
როგორ გამოიყურებოდნენ 80-იანი წლების ქართული კინოს ვარსკვლავები

70-იანი წლე­ბის ბოლო და 80-ია­ნე­ბის და­სა­წყი­სი ქარ­თუ­ლი კი­ნოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან წლე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს.

სწო­რედ ამ პე­რი­ოდს მი­ე­კუთ­ვნე­ბა თენ­გიზ აბუ­ლა­ძის "ნატ­ვრის ხე", რო­მელ­მაც ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის შექ­მნი­ლი "მა­რი­ტას" პერ­სო­ნა­ჟი ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ და სა­თაყ­ვა­ნე­ბელ გმი­რად აქ­ცია... რო­ლის წყა­ლო­ბით, ლიკა ქა­ვჟა­რა­ძემ დიდი ხნით და­იმ­კვირ­და ად­გი­ლი ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის გულ­ში.

ქა­ლე­ბის გულ­თამ­პყრო­ბელ­მა ზურა ყიფ­ში­ძემ პო­პუ­ლა­რო­ბა ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის 1972 წლის ფილ­მით, "როცა აყ­ვავ­და ნუში" მო­ი­პო­ვა, სა­დაც იგი მე­ა­თეკ­ლა­სე­ლი მო­ზარ­დის როლს ას­რუ­ლებ­და.

მე­რაბ ნი­ნი­ძის დე­ბი­უ­ტი კი­ნო­ში 1984 წელს, თენ­გიზ აბუ­ლა­ძის ფილმში "მო­ნა­ნი­ე­ბა" შედ­გა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის პრი­ზი­ო­რი გახ­და. 2001 წელს ნი­ნი­ძემ მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა კა­რო­ლი­ნა ლინ­კის ფილმში "არ­სად აფ­რი­კა­ში", რო­მელ­მაც სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ნო­ვა­ნი ფილ­მის­თვის "ოს­კა­რი" მო­ი­პო­ვა.

ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვი­ლის პო­პუ­ლა­რო­ბას სა­ფუძ­ვე­ლი ქეთი და სიკო დო­ლი­ძე­ე­ბის ფილ­მით - "კუ­კარ­ა­ჩა" ჩა­ე­ყა­რა, სა­დაც მსა­ხი­ო­ბი პრინ­ცი­პე­ბი­სა და ზნე­ო­ბის დამ­ცველ მი­ლი­ცი­ე­ლად გვევ­ლი­ნე­ბა. 1990-იანი წლე­ბი­დან უჩა­ნე­იშ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბა­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბას ამე­რი­კა­ში აგ­რძე­ლებს, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ჰო­ლი­ვუ­დურ ფილმში ითა­მა­შა.

ია ფა­რუ­ლა­ვას დე­ბი­უ­ტი თენ­გიზ მა­ღა­ლაშ­ვი­ლის ფილმში, "ძნე­ლი და­სა­წყი­სი" შედ­გა, თუმ­ცა, პო­პუ­ლა­რო­ბა გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას ფილ­მით - "სიყ­ვა­რუ­ლი ვე­ნახ­ში" მო­ი­პო­ვა.

მსა­ხი­ო­ბი, რე­ჟი­სო­რი, სცე­ნა­რის­ტი, პრო­დი­უ­სე­რი, დამ­დგმე­ლი მხატ­ვა­რი ზაზა კო­ლე­ლიშ­ვი­ლი მა­ყუ­რე­ბელ­მა "ნატ­ვის ხეში", შე­თეს რო­ლით გა­იც­ნო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან უჩა­ნე­იშ­ვი­ლის მსგავ­სად, "კუ­კარ­ა­ჩა­ში" შე­ას­რუ­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი, რის გა­მოც, მა­ყუ­რე­ბელ­ში ცნო­ბი­ლი "მურ­ტა­ლოს" სა­ხე­ლით გახ­და.

ლე­ვან აბა­ში­ძის სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა, ფილმში "რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვიუ პი­რად სა­კი­თხებ­ზე" სან­დროს რო­ლით და­ი­წყო. მან ათზე მეტ ფილმში ითა­მა­შა. ახალ­გაზ­რდა და პერ­სპექ­ტი­უ­ლი მსა­ხი­ო­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, 1992 წელს ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის დროს და­ი­ღუ­პა.

სოსო ჯაჭვლი­ა­ნი ცნო­ბი­ლი თენ­გიზ აბუ­ლა­ძის "ნატ­ვრის ხეში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გე­დი­ას რო­ლით გახ­და. 2007 წელს მან გა­და­ი­ღო ფილ­მი "სვა­ნი", რო­მელ­მაც მინ­სკის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის პრი­ზი მი­ი­ღო. ჯაჭვლი­ა­ნი 2012 წლის მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რიც იყო.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ გამოიყურებოდნენ 80-იანი წლების ქართული კინოს ვარსკვლავები

როგორ გამოიყურებოდნენ 80-იანი წლების ქართული კინოს ვარსკვლავები

70-იანი წლების ბოლო და 80-იანების დასაწყისი ქართული კინოსთვის მნიშვნელოვან წლებად შეიძლება ჩაითვალოს.

სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხე", რომელმაც ლიკა ქავჟარაძის შექმნილი "მარიტას" პერსონაჟი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და სათაყვანებელ გმირად აქცია... როლის წყალობით, ლიკა ქავჟარაძემ დიდი ხნით დაიმკვირდა ადგილი ქართველი მაყურებლის გულში.

ქალების გულთამპყრობელმა ზურა ყიფშიძემ პოპულარობა ლანა ღოღობერიძის 1972 წლის ფილმით, "როცა აყვავდა ნუში" მოიპოვა, სადაც იგი მეათეკლასელი მოზარდის როლს ასრულებდა.

მერაბ ნინიძის დებიუტი კინოში 1984 წელს, თენგიზ აბულაძის ფილმში "მონანიება" შედგა, რომელიც მოგვიანებით კანის კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. 2001 წელს ნინიძემ მთავარი როლი შეასრულა კაროლინა ლინკის ფილმში "არსად აფრიკაში", რომელმაც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის "ოსკარი" მოიპოვა.

ლევან უჩანეიშვილის პოპულარობას საფუძველი ქეთი და სიკო დოლიძეების ფილმით - "კუკარაჩა" ჩაეყარა, სადაც მსახიობი პრინციპებისა და ზნეობის დამცველ მილიციელად გვევლინება. 1990-იანი წლებიდან უჩანეიშვილი ცხოვრებასა და მოღვაწეობას ამერიკაში აგრძელებს, სადაც რამდენიმე ცნობილ ჰოლივუდურ ფილმში ითამაშა.

ია ფარულავას დებიუტი თენგიზ მაღალაშვილის ფილმში, "ძნელი დასაწყისი" შედგა, თუმცა, პოპულარობა გიორგი შენგელაიას ფილმით - "სიყვარული ვენახში" მოიპოვა.

მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, დამდგმელი მხატვარი ზაზა კოლელიშვილი მაყურებელმა "ნატვის ხეში", შეთეს როლით გაიცნო. მოგვიანებით, მან უჩანეიშვილის მსგავსად, "კუკარაჩაში" შეასრულა მნიშვნელოვანი როლი, რის გამოც, მაყურებელში ცნობილი "მურტალოს" სახელით გახდა.

ლევან აბაშიძის სამსახიობო კარიერა, ფილმში "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" სანდროს როლით დაიწყო. მან ათზე მეტ ფილმში ითამაშა. ახალგაზრდა და პერსპექტიული მსახიობი, სამწუხაროდ, 1992 წელს ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაიღუპა.

სოსო ჯაჭვლიანი ცნობილი თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხეში" შესრულებული გედიას როლით გახდა. 2007 წელს მან გადაიღო ფილმი "სვანი", რომელმაც მინსკის კინოფესტივალის პრიზი მიიღო. ჯაჭვლიანი 2012 წლის მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.

დაათვალიერეთ გალერეა

"ადრე მეცინებოდა ეგეთ ცოლებზე და კაპასების ერთი გამოვდექი..." - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ბენთან ურთიერთობის შესახებ

"ოქროს თაობის" მოდელი, სტელა ტენანტი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი წყვილების "პანდემიური" ქორწილები - ვინ დაოჯახდა საქართველოში 2020 წელს