საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აკავშირებს გია უდესიანს იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთან?!
რა აკავშირებს გია უდესიანს იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთან?!

პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი, იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის ბრალ­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ 7 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვა. "მკვლელ­მა და­უშ­ვა შეც­დო­მა, ჩვენ გაგ­ვი­მარ­თლა და გავ­ხსე­ნით მკვლე­ლო­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ამო­ღე­ბულ იქნა საფ­ლავ­ზე აფეთ­ქე­ბუ­ლი ხელ­ყუმ­ბა­რის ნა­წი­ლი ე.წ. "ფა­ლი­ის სა­ხე­ლუ­რი", რო­მელ­ზე­დაც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზით აღ­მო­ჩე­ნილ იქნა ადა­მი­ა­ნის დნმ-ის კვა­ლი. ის სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა გია სო­სა­ნაშ­ვი­ლის დნმ-ს. უტყუ­ა­რად შეგ­ვიძ­ლია გან­ვა­ცხა­დოთ, რომ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი გია სო­სა­ნაშ­ვილ­მა მოკ­ლა", - გა­ნა­ცხა­და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ ირაკ­ლი შო­თა­ძემ.

გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­კო­რინ­თლო­და­ნაა. იგი სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა რი­გებ­ში 2005 წლი­დან ირი­ცხე­ბა. 2013 წლი­დან და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე მას წალ­კის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ავ­რა­ლოს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში დე­ტექ­ტი­ვის თა­ნა­შემ­წე გა­მომ­ძი­ებ­ლის პოს­ტი ეკა­ვა. რა იყო მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი და ვინ შე­უკ­ვე­თა იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა - ამ კი­თხვებ­ზე ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის ად­ვო­კა­ტე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან დრო­ულ პა­სუხს ელი­ან. დაც­ვის მხა­რე იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა კი, თა­ვის მხრივ, ყვე­ლა შე­საძ­ლო ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს. გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი ბრალს არ აღი­ა­რებს და დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. ბრალ­დე­ბულს აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და, მისი ად­ვო­კა­ტი სოსო ჯოგ­ლი­ძე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას მო­ი­თხოვს.

გია სო­სა­ნაშ­ვი­ლის გვა­რი პრე­სა­ში ყა­რა­ფი­ლას ტრა­გე­დი­ამ­დე სამი თვით ადრე, 2 ნო­ემ­ბერს გა­მოჩ­ნდა. "თა­ვი­სუ­ფა­ლი თა­ო­ბის" გამ­გე­ო­ბის წევ­რი გი­ორ­გი ყუ­ფა­რა­ძე სკან­და­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებ­და, კერ­ძოდ, იგი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და მისი სა­ტე­ლი­ტი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობ­და: "სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად ემ­ზა­დე­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ შექ­მნილ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა დაც­ვის ლიგა" (მას­თან მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ "პი­კა­სოს კლუ­ბი­სა" და "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" წევ­რე­ბიც), რო­მე­ლიც შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­თა და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბით არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა­სა და არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბას გეგ­მავს". ყუ­ფა­რა­ძემ ინ­ტერ­ვი­უ­ში რამ­დე­ნი­მე მოქ­მე­დი პო­ლი­ცი­ე­ლის გვა­რი, მათ შო­რის სო­სა­ნაშ­ვი­ლიც და­ა­სა­ხე­ლა, რო­მელ­თაც ყუ­ფა­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია უნდა მო­ე­წყოთ. "სან­დო წყა­რომ მო­მა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ე.წ. ჩარ­ჩე­ნი­ლი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მომ­ხრე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან იგეგ­მე­ბა არე­უ­ლო­ბა, ასე­ვე, გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მალე და­ი­წყებს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ტალ­ღის აგო­რე­ბას, რომ­ლის შემ­დე­გაც მო­ახ­დე­ნენ პო­ლი­ცი­ას­თან პრო­ვო­კა­ცი­ას და შე­ეც­დე­ბი­ან, მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბას. მი­ზა­ნი კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში დაბ­რუ­ნე­ბაა!" - ამ­ბობ­და ყუ­ფა­რა­ძე რო­გორც ჩანს, ყუ­ფა­რა­ძეს ეს ინ­ფორ­მა­ცია პო­ლი­ცი­ი­დან მი­ა­წო­დეს და არც თუ არა­სან­დოა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

რა აკავშირებს გია უდესიანს იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთან?!

რა აკავშირებს გია უდესიანს იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთან?!

პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, საქართველოს პროკურატურამ 7 თებერვალს დააკავა. "მკვლელმა დაუშვა შეცდომა, ჩვენ გაგვიმართლა და გავხსენით მკვლელობა.

გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. "ფალიის სახელური", რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილ იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი. ის სრულად შეესაბამება გია სოსანაშვილის დნმ-ს. უტყუარად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ იური ვაზაგაშვილი გია სოსანაშვილმა მოკლა", - განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ.

გია სოსანაშვილი კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოდანაა. იგი სამართალდამცველთა რიგებში 2005 წლიდან ირიცხება. 2013 წლიდან დაპატიმრებამდე მას წალკის რაიონის სოფელ ავრალოს პოლიციის განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის პოსტი ეკავა. რა იყო მკვლელობის მოტივი და ვინ შეუკვეთა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა - ამ კითხვებზე ვაზაგაშვილების ადვოკატები პროკურატურისგან დროულ პასუხს ელიან. დაცვის მხარე იმედს გამოთქვამს, რომ ბრალდებული გამოძიებასთან ითანამშრომლებს. პროკურატურა კი, თავის მხრივ, ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობს. გია სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ბრალდებულს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მისი ადვოკატი სოსო ჯოგლიძე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს.

გია სოსანაშვილის გვარი პრესაში ყარაფილას ტრაგედიამდე სამი თვით ადრე, 2 ნოემბერს გამოჩნდა. "თავისუფალი თაობის" გამგეობის წევრი გიორგი ყუფარაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებდა, კერძოდ, იგი "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტი ორგანიზაციების გააქტიურების მიზეზებზე საუბრობდა: "სააკაშვილის გუნდი ხელისუფლების სათავეში დასაბრუნებლად ემზადება. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" (მასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ "პიკასოს კლუბისა" და "თავისუფალი ზონის" წევრებიც), რომელიც შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნებითა და სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებით არის დაკომპლექტებული, სამართალდამცველებთან დაპირისპირების პროვოცირებასა და არეულობის მოწყობას გეგმავს". ყუფარაძემ ინტერვიუში რამდენიმე მოქმედი პოლიციელის გვარი, მათ შორის სოსანაშვილიც დაასახელა, რომელთაც ყუფარაძის ინფორმაციით, ქვეყანაში დესტაბილიზაცია უნდა მოეწყოთ. "სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ე.წ. ჩარჩენილი და "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე პოლიციელების მხრიდან იგეგმება არეულობა, ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მალე დაიწყებს საპროტესტო აქციების ტალღის აგორებას, რომლის შემდეგაც მოახდენენ პოლიციასთან პროვოკაციას და შეეცდებიან, მასობრივი არეულობის მოწყობას. მიზანი კი ხელისუფლების სათავეში დაბრუნებაა!" - ამბობდა ყუფარაძე როგორც ჩანს, ყუფარაძეს ეს ინფორმაცია პოლიციიდან მიაწოდეს და არც თუ არასანდოა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ