პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ქალი, რომელმაც რუსეთში მილიონები და დიდება მოიპოვა - რუსული გლამურის თბილისელი ლამაზმანი
ქართველი ქალი, რომელმაც რუსეთში მილიონები და დიდება მოიპოვა - რუსული გლამურის თბილისელი ლამაზმანი

ეკა­ტე­რი­ნე მწი­თუ­რი­ძეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბად იც­ნო­ბენ, ის 1972 წლის 10 იან­ვარს თბი­ლის­ში ფარ­მა­ცევ­ტის და გე­ო­ლო­გის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ბავ­შვო­ბა­ში ვე­რა­ვინ იფიქ­რებ­და, რომ სა­კუ­თარ კა­რი­ე­რას რუ­სეთ­ში გა­აგ­რძე­ლებ­და. პა­ტა­რა გო­გო­ნას ჯერ ექი­მო­ბა უნ­დო­და, რად­გან სულ ავად იყო, შემ­დეგ კი სტი­ლის­ტო­ბა იტა­ცებ­და... დღემ­დე ოც­ნე­ბობს იყოს მფრი­ნა­ვი, რად­გან მისი ცხოვ­რე­ბის დიდ ნა­წილს თვითმფრი­ნავ­ში ატა­რებს.

ეკა­ტე­რი­ნემ გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ი­ღო, 1994 წელს ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­ტო­რი­ის და კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. ის ის­ტო­რი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა მა­გის­ტრია. 1991-94 წლებ­ში მუ­შა­ობ­და ჟურ­ნალ­ში "სი­ნე­მა" და "ეკ­რა­ნის სი­ახ­ლე­ე­ბი". მისი სა­ტე­ლე­ვი­ზიო კა­რი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში, "მე­ო­რე არხზე" და­ი­წყო.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სა­ცხოვ­რებ­ლად რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და. ჯერ მოს­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წედ მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ კი რუ­სე­თის "პირ­ველ არხზე" დი­ლის გა­და­ცე­მა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, სა­დაც ნაც­ნო­ბო­ბით მოხ­ვდა. თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი წარ­მა­ტე­ბაც სწო­რედ მა­შინ და­ი­წყო.

მწი­თუ­რი­ძე რუ­სეთ­ში ერთ-ერთ გლა­მუ­რულ და შეძ­ლე­ბულ მან­დი­ლოს­ნად ით­ვლე­ბა, ყო­ველ­თვის გე­მოვ­ნე­ბით აც­ვია, ელი­ტა­რუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რია, გა­ნათ­ლე­ბუ­ლია და კარ­გი მე­ნე­ჯე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბიც გა­აჩ­ნია. ის რუ­სეთ­ში საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლის სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლობს.

რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ცნე­ბა - თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, მის­თვის არ არ­სე­ბობს, რად­გან სულ მუ­შა­ობს. ამის გამო იშ­ვი­ა­თად ხვდე­ბა მე­გობ­რებს. ძა­ლი­ან უყ­ვარს კი­თხვა. ეკა­ტე­რი­ნე უკვე ხუთი წე­ლია, კან­ში რუ­სულ პა­ვი­ლი­ონს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რო­მე­ლიც თვი­თონ­ვე და­ა­არ­სა და წელ­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­არ­თვა თავი. 2006 წელს კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ჟი­უ­რის წევ­რიც იყო, პროგ­რა­მა­ში "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხედ­ვა".

ეკა­ტე­რი­ნე მწი­თუ­რი­ძე 2011 წელს "როს­კი­ნოს" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა. მისი გავ­ლე­ნა რუ­სულ კი­ნო­სამ­ყა­რო­ში ძა­ლი­ან დი­დია, უფრო მე­ტიც, მას ამე­რი­კუ­ლი კი­ნო­კომ­პა­ნი­ე­ბიც იწ­ვე­ვენ სა­თა­ნამ­შრომ­ლოდ. რამ­დე­ნი­მე ფილ­მი თა­ვა­დაც აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. ცოტა ხნის წინ ია­პო­ნელ­მა რე­ჟი­სორ­მა კიმ კი დუკ­მაც მი­იწ­ვია ფილმზე სა­მუ­შა­ოდ, თუმ­ცა ეკა­ტე­რი­ნემ ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი თქვა.

კი­დევ ერთი სფე­რო, სა­დაც ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი მო­სინ­ჯა, ჟურ­ნა­ლია. 2012 წლი­დან ჟურ­ნალ Varierty-ს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. კი­ნო­ბიზ­ნეს­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი და­სავ­ლუ­რი ჟურ­ნა­ლის რუ­სულ ვერ­სი­ას მწი­თუ­რი­ძე თავს წარ­მა­ტე­ბუ­ლად არ­თმევს.

ზუს­ტად რა ქო­ნე­ბას ფლობს ეკა­ტე­რი­ნე მწი­თუ­რი­ძე, უც­ნო­ბია, თუმ­ცა მას ემ­სა­ხუ­რე­ბა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, აც­ვია მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­მო­სი.

"როს­კი­ნოც" და "ვა­რი­ე­ტიც" არის პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­თა გან­ვი­თა­რე­ბაც ამ მო­მენ­ტში ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა. დღეს ჩვენს კი­ნო­ში რა­ღაც ფორ­მირ­დე­ბა, რო­მე­ლიც შო­რე­უ­ლად ინ­დუსტრი­ას გვა­გო­ნებს. ვფიქ­რობ, დღეს შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ჟურ­ნა­ლის გა­მოშ­ვე­ბაც, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ამ პრო­ცე­სე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, ორი­ენ­ტი­რე­ბის მი­ცე­მა, კი­ნო­სა და ახა­ლი მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­დე­ლე­ბის მი­მო­ხილ­ვა", -აცხა­დებს ეკა­ტე­რი­ნე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

ეკა­ტე­რი­ნე მწი­თუ­რი­ძე ბო­ლოს თბი­ლის­ში 7 წლის წინ იყო. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ბავ­შვო­ბის ქა­ლაქთან დიდი ხნით გან­შო­რე­ბას ძა­ლი­ან ნა­ნობს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ბედი აღელ­ვებს.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ჰო­ლი­ვუ­დის ცნო­ბი­ლი პრო­დი­უ­სე­რის მიერ სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის მსხვერ­პლი ქარ­თვე­ლი ქა­ლიც გახ­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ქართველი ქალი, რომელმაც რუსეთში მილიონები და დიდება მოიპოვა - რუსული გლამურის თბილისელი ლამაზმანი

ქართველი ქალი, რომელმაც რუსეთში მილიონები და დიდება მოიპოვა - რუსული გლამურის თბილისელი ლამაზმანი

ეკატერინე მწითურიძეს საქართველოში ნაკლებად იცნობენ, ის 1972 წლის 10 იანვარს თბილისში ფარმაცევტის და გეოლოგის ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში ვერავინ იფიქრებდა, რომ საკუთარ კარიერას რუსეთში გააგრძელებდა. პატარა გოგონას ჯერ ექიმობა უნდოდა, რადგან სულ ავად იყო, შემდეგ კი სტილისტობა იტაცებდა... დღემდე ოცნებობს იყოს მფრინავი, რადგან მისი ცხოვრების დიდ ნაწილს თვითმფრინავში ატარებს.

ეკატერინემ განათლება საქართველოში მიიღო, 1994 წელს ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის და კინოხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა. ის ისტორიულ მეცნიერებათა მაგისტრია. 1991-94 წლებში მუშაობდა ჟურნალში "სინემა" და "ეკრანის სიახლეები". მისი სატელევიზიო კარიერა საქართველოში, "მეორე არხზე" დაიწყო.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. ჯერ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობდა, შემდეგ კი რუსეთის "პირველ არხზე" დილის გადაცემაში დაიწყო მუშაობა, სადაც ნაცნობობით მოხვდა. თავბრუდამხვევი წარმატებაც სწორედ მაშინ დაიწყო.

მწითურიძე რუსეთში ერთ-ერთ გლამურულ და შეძლებულ მანდილოსნად ითვლება, ყოველთვის გემოვნებით აცვია, ელიტარული საღამოების სასურველი სტუმარია, განათლებულია და კარგი მენეჯერული თვისებებიც გააჩნია. ის რუსეთში საკმაოდ შეძლებული და გავლენიანი ქალის სტატუსით სარგებლობს.

როგორც თავად ამბობს, ცნება - თავისუფალი დრო, მისთვის არ არსებობს, რადგან სულ მუშაობს. ამის გამო იშვიათად ხვდება მეგობრებს. ძალიან უყვარს კითხვა. ეკატერინე უკვე ხუთი წელია, კანში რუსულ პავილიონს ხელმძღვანელობს, რომელიც თვითონვე დააარსა და წელსაც წარმატებულად გაართვა თავი. 2006 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრიც იყო, პროგრამაში "განსაკუთრებული ხედვა".

ეკატერინე მწითურიძე 2011 წელს "როსკინოს" გენერალურ დირექტორად დაინიშნა. მისი გავლენა რუსულ კინოსამყაროში ძალიან დიდია, უფრო მეტიც, მას ამერიკული კინოკომპანიებიც იწვევენ სათანამშრომლოდ. რამდენიმე ფილმი თავადაც აქვს გადაღებული. ცოტა ხნის წინ იაპონელმა რეჟისორმა კიმ კი დუკმაც მიიწვია ფილმზე სამუშაოდ, თუმცა ეკატერინემ ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა.

კიდევ ერთი სფერო, სადაც ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა საკუთარი ძალები მოსინჯა, ჟურნალია. 2012 წლიდან ჟურნალ Varierty-ს ხელმძღვანელობს. კინობიზნესში ყველაზე გავლენიანი დასავლური ჟურნალის რუსულ ვერსიას მწითურიძე თავს წარმატებულად ართმევს.

ზუსტად რა ქონებას ფლობს ეკატერინე მწითურიძე, უცნობია, თუმცა მას ემსახურება ძვირადღირებული ავტომობილები, აცვია მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების სამოსი.

"როსკინოც" და "ვარიეტიც" არის პროექტები, რომელთა განვითარებაც ამ მომენტში ჩემთვის საინტერესოა. დღეს ჩვენს კინოში რაღაც ფორმირდება, რომელიც შორეულად ინდუსტრიას გვაგონებს. ვფიქრობ, დღეს შეიძლება ისეთი ჟურნალის გამოშვებაც, რომელსაც შეუძლია ამ პროცესების გაანალიზება, ორიენტირების მიცემა, კინოსა და ახალი მედიის განვითარების ალტერნატიული მოდელების მიმოხილვა", -აცხადებს ეკატერინე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ეკატერინე მწითურიძე ბოლოს თბილისში 7 წლის წინ იყო. როგორც თავად ამბობს, ბავშვობის ქალაქთან დიდი ხნით განშორებას ძალიან ნანობს და ქართველი ხალხის ბედი აღელვებს.

ასევე წაიკითხეთ: ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის მიერ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქართველი ქალიც გახდა

მამუკა ბახტაძე ტყუპის მამა გახდა

3 დიდი გამზირის რეაბილიტაცია, უბნების დამაკავშირებელი ხიდები და  "მარშრუტკების" ჩანაცვლება - რა პროექტები იგეგმება თბილისში

"მთავარ არხზე" თათია თოფურია და თამრიკო ჭოხონელიძე გამოჩნდებიან - რას ყვება თაკო მესხი დილის გადაცემის კულუარებზე