ვარკეთილში, მშენებარე კორპუსში, სატვირთო ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად, მუშები გარდაიცვალნენ. დაღუპულია ორი და დაშავებულია ასევე ორი მუშა, რომლებიც მშენებლობაზე მუშაობდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.