საქართველოს კულტურის პალატა, ქართველი ახალგაზრდების თხოვნით, იწყებს გრანდიოზული მუსიკალური პროექტის განხორციელებას. პროექტის მიზანია, ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაცია საქართველოში და ამ ჟანრის მსმენელებისთვის ხარისხიანი მუსიკის შეთავაზება. სწორედ, ახალი მუსიკალური მიმდინარეობის დანერგვას ემსახურება საქართველოს კულტურის პალატის გრძელვადიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მსოფლიოში აღიარებული Top DJ-ების ჩამოყვანა საქართველოში.
ქართველ მსმენელებისთვის "Club Underwheel"-ში 27 თებერვალს TV Noise, 14 მარტს - Chris Lake, 3 აპრილს კი Oliver Nelson დაუკრავენ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები, მათ შორის თბილისი მოლში (Martin Garrix – Animals) მოეწყობა ფლეშმობი. ასევე, ჩატარდება წამახალისებელი ვიდეო კონკურსი, რომლის გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს iphone 6-ს. ორიგინალური ვიდეოს ავტორს კი სპეციალური პრიზი გადაეცემა.
მონაწილეებისათვის კონკურსის პირობების გაცნობა საქართველოს კულტურის პალატის ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე" იქნება შესაძლებელი 16 თებერვლიდან. გამარჯვებულებს ორგანიზატორები 27 თებერვალს, Club Underwheel-ში დააჯილდოვებენ. პროექტში ჩართულები არიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს უმაღლესი და კერძო უნივერსიტეტების თვითმმართველობები.