საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოვრებისეული რჩევები მილიონერი დედისგან – თქვენ არ ხართ თქვენი შვილის ბანკომატი
ცხოვრებისეული რჩევები მილიონერი დედისგან – თქვენ არ ხართ თქვენი შვილის ბანკომატი

დენი ჯონ­სო­ნი ღა­რიბ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და, 17 წლი­სამ გა­ა­ჩი­ნა შვი­ლი, 21 წლი­სა უსახ­ლკა­როდ დარ­ჩა, 23 წლი­სამ კი თა­ვი­სი პირ­ვე­ლი მი­ლი­ო­ნი იშო­ვა. წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი, ხუთი შვი­ლის დედა და რამ­დე­ნი­მე შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბია თა­ვის აღ­ზრდის პრინ­ცი­პებ­ზე სა­უბ­რობს.

ამ ქა­ლის ცხოვ­რე­ბას არა­ერ­თი გა­და­ცე­მა მი­უ­ძღვნეს, წერ­დნენ სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მა­ში. დენი ჯონ­სო­ნი იმის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია, რომ ყვე­ლა­ზე უი­მე­დო სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც კი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა. მთა­ვა­რია, არ და­ნებ­დე.

დენი ჯონ­სო­ნის სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი მა­შინ და­ი­წყო, როცა ის 21 წლის გახ­ლდათ. მა­ნამ­დე მის ცხოვ­რე­ბა­ში კარ­გი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა – ძა­ლა­დო­ბა ბავ­შვო­ბა­ში, სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა, ალ­კოჰო­ლი, ოფი­ცი­ან­ტად მუ­შა­ო­ბა კა­პი­კებ­ზე... ბო­ლოს, ერთი შვი­ლით ხელ­ში მარ­ტო აღ­მოჩ­ნდა, 2 დო­ლა­რით და 3 ცენ­ტით, უსახ­ლკა­როდ. მისი ვა­ლე­ბი 37 ათას დო­ლარს შე­ად­გენ­და, მან­ქა­ნა­ში ცხოვ­რობ­და, ქა­ლიშ­ვი­ლი კი სხვას­თან ჰყავ­და მი­ბა­რე­ბუ­ლი. ცხოვ­რე­ბა ჩიხ­ში შე­ვი­და.

1990 წლის შო­ბის წინა ღამე იყო... ამ­ბო­ბენ, როცა მთლად ფსკერ­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბი, შე­იძ­ლე­ბა, სწო­რედ მა­შინ გა­მოჩ­ნდეს ნა­თე­ლი სხი­ვიო. დე­ნიმ შემ­თხვე­ვით მოჰ­კრა თვა­ლი გა­სახ­დო­მი პრე­პა­რა­ტის რეკ­ლა­მას. ერთ დროს, "სხვა" ცხოვ­რე­ბა­ში თურ­მე გა­მო­უ­ყე­ნე­ბია კი­დეც და რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რა­მიც და­უკ­ლია. თავ­ში აზრი მო­უ­ვი­და: რა იქ­ნე­ბა, რომ სცა­დოს და ეს პრე­პა­რა­ტი ფოს­ტით გა­ყი­დოს, წი­ნას­წა­რი გა­დახ­დით? მა­შინ არ მო­უ­წევს ფუ­ლის ძი­ე­ბა სა­კუ­თა­რი საქ­მის გა­სახ­სნე­ლად და შე­იძ­ლე­ბა, მყიდ­ვე­ლე­ბიც გა­მო­უჩ­ნდნენ.

რეკ­ლა­მა გა­ამ­რავ­ლა, თუმ­ცა პრობ­ლე­მას შე­ე­ჩე­ხა: ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, ისე­ვე რო­გორც სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ფო­ნი, არ ჰქონ­და. სა­ტე­ლე­ფო­ნო კომ­პა­ნი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ბიჭს სთხო­ვა დახ­მა­რე­ბა და წი­ლიც მი­ღე­ბუ­ლი ფუ­ლი­დან. დენი პირ­ველ შე­საძ­ლო კლი­ენ­ტებს რეკ­ლა­მას აწ­ვდი­და და სთა­ვა­ზობ­და პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნას. კლი­ენ­ტე­ბი მალე გა­მო­უჩ­ნდა და კომ­პა­ნი­ა­შიც სწრა­ფად და­უკ­ვე­თა პრო­დუქ­ტი – რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ად­გილ­ზე მი­ტა­ნა­ში პრო­ცენ­ტი რჩე­ბო­და.

დე­ნის სა­ო­ცა­რი მა­რი­ფა­თი აღ­მო­აჩ­ნდა და სულ მალე ამო­ვი­და ჭა­ო­ბი­დან.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ცხოვრებისეული რჩევები მილიონერი დედისგან – თქვენ არ ხართ თქვენი შვილის ბანკომატი

ცხოვრებისეული რჩევები მილიონერი დედისგან – თქვენ არ ხართ თქვენი შვილის ბანკომატი

დენი ჯონსონი ღარიბ ოჯახში გაიზარდა, 17 წლისამ გააჩინა შვილი, 21 წლისა უსახლკაროდ დარჩა, 23 წლისამ კი თავისი პირველი მილიონი იშოვა. წარმატებული ბიზნესვუმენი, ხუთი შვილის დედა და რამდენიმე შვილიშვილის ბებია თავის აღზრდის პრინციპებზე საუბრობს.

ამ ქალის ცხოვრებას არაერთი გადაცემა მიუძღვნეს, წერდნენ სხვადასხვა გამოცემაში. დენი ჯონსონი იმის ნათელი მაგალითია, რომ ყველაზე უიმედო სიტუაციაშიც კი შეიძლება გამოსავლის პოვნა. მთავარია, არ დანებდე.

დენი ჯონსონის საოცარი ამბავი მაშინ დაიწყო, როცა ის 21 წლის გახლდათ. მანამდე მის ცხოვრებაში კარგი არაფერი მომხდარა – ძალადობა ბავშვობაში, სუიციდის მცდელობა, ალკოჰოლი, ოფიციანტად მუშაობა კაპიკებზე... ბოლოს, ერთი შვილით ხელში მარტო აღმოჩნდა, 2 დოლარით და 3 ცენტით, უსახლკაროდ. მისი ვალები 37 ათას დოლარს შეადგენდა, მანქანაში ცხოვრობდა, ქალიშვილი კი სხვასთან ჰყავდა მიბარებული. ცხოვრება ჩიხში შევიდა.

1990 წლის შობის წინა ღამე იყო... ამბობენ, როცა მთლად ფსკერზე აღმოჩნდები, შეიძლება, სწორედ მაშინ გამოჩნდეს ნათელი სხივიო. დენიმ შემთხვევით მოჰკრა თვალი გასახდომი პრეპარატის რეკლამას. ერთ დროს, "სხვა" ცხოვრებაში თურმე გამოუყენებია კიდეც და რამდენიმე კილოგრამიც დაუკლია. თავში აზრი მოუვიდა: რა იქნება, რომ სცადოს და ეს პრეპარატი ფოსტით გაყიდოს, წინასწარი გადახდით? მაშინ არ მოუწევს ფულის ძიება საკუთარი საქმის გასახსნელად და შეიძლება, მყიდველებიც გამოუჩნდნენ.

რეკლამა გაამრავლა, თუმცა პრობლემას შეეჩეხა: ტელეფონის ნომერი, ისევე როგორც საკუთარი ტელეფონი, არ ჰქონდა. სატელეფონო კომპანიაში მომუშავე ბიჭს სთხოვა დახმარება და წილიც მიღებული ფულიდან. დენი პირველ შესაძლო კლიენტებს რეკლამას აწვდიდა და სთავაზობდა პროდუქტის შეძენას. კლიენტები მალე გამოუჩნდა და კომპანიაშიც სწრაფად დაუკვეთა პროდუქტი – რასაკვირველია, ადგილზე მიტანაში პროცენტი რჩებოდა.

დენის საოცარი მარიფათი აღმოაჩნდა და სულ მალე ამოვიდა ჭაობიდან.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს