ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი და გადაცემა "ვის უნდა 20 000?"-ის წამყვანი მამუკა გამყრელიძე ქართველ პოლიტიკოსებს სამხედრო სამსახურის გავლას ურჩევს.
"პატრიოტიზმი, შენი ქვეყნის სიყვარული და მისთვის თავის გაწირვის ინსტინქტი სისხლში უნდა გქონდეს გამჯდარი. დედის რძიდან უნდა ხდებოდეს მისი შესისხლხორცება. ბიჭებისათვის კი უმთავრესი სამხედრო აღზრდაა. სანამ ჩვენ ჩვენს შვილებს ჯარს არ გამოვატარებთ, მათში ვერც პატრიოტიზმს ვერ გავაღვივებთ. გადახედეთ მსოფლიოს ყველაზე გამორჩეულ პოლიტიკოსებს, უმრავლესობა ჯარშია ნამსახურები. მონარქები კი უკლებლივ ყველა. ჰოდა თუ ადამიანს პოლიტიკოსობა უნდა ჯერ კეთილი ინებოს და სამშობლოს წინაშე ვალი მოიხადოს!
P.S. სურათზე იორდანიის მეფე აბდალა გახლავთ, სამხედრო მფრინავი ჩემი ახალგაზრდობის დროს საბჭოთა ჯარი გახლდათ, სადაც ზოგიერთ უცხო ენათა ინსტიტუტის კურსდამთავრებულს KGB-ში უკეთებდნენ "ვერბოვკას". მეც ამიტომ თავი ავარიდე საბჭოთა ჯარსაც და KGB-საც".