მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოქმედებდა ამფეთქებელი და რა შეცდომა დაუშვა - სოსანაშვილის მოქმედების სავარაუდო სქემა
როგორ მოქმედებდა ამფეთქებელი და რა შეცდომა დაუშვა - სოსანაშვილის მოქმედების სავარაუდო სქემა

უახ­ლე­სი| სა­სა­მარ­თლომ გია სო­სა­ნაშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და

8 თე­ბერ­ვალს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. უწყე­ბის ცნო­ბით, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი წალ­კის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლია. მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლის ირაკ­ლი შო­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, საფ­ლავ­ზე, სა­დაც ვა­ზა­გაშ­ვი­ლი აა­ფეთ­ქეს, გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა იპო­ვეს აფეთ­ქე­ბუ­ლი ხელ­ყუმ­ბა­რის ნა­წი­ლი, ე.წ. "ფა­ლი­ის სა­ხე­ლუ­რი", ექ­სპერ­ტი­ზით კი მას­ზე ადა­მი­ა­ნის დნმ-ის კვა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

შო­თა­ძემ ასე­ვე გან­მარ­ტა, რა შეც­დო­მა და­უშ­ვა იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა.

"ზოგი "ფა­ლი­ას" რე­ზი­ნით აბამს, ზოგი ძა­ფით, ზოგი "იზო­ლენ­ტით", რომ თა­ვი­დან აი­რი­დონ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი აფეთ­ქე­ბე­ბი. ამ შემ­თხვე­ვა­ში მკვლელ­მა გა­მო­ი­ყე­ნა "იზო­ლენ­ტი". სწო­რედ "მის­მა წე­ბო­ვან­მა გარსმა უზ­რუნ­ველ­ყო ის, რომ ამ სა­ხე­ლურ­ზე დარ­ჩა დნმ-ის კვა­ლი. ეს არის მკვლე­ლის შეც­დო­მა. და­სა­მა­ლი არ არის, ჩვენ გაგ­ვი­მარ­თლა. ასე­თი გა­მარ­თლე­ბა ბევრ საქ­მე­ზე არ ხდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და შო­თა­ძემ.

ბრალ­დე­ბუ­ლის მოქ­მე­დე­ბის სა­ვა­რა­უ­დო სქე­მა ასე­თია:

1) ხელ­ყუმ­ბა­რას და­ახ­ვია წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტი.

2) გა­მო­აძ­რო დამ­ცა­ვი რგო­ლი.

3) და­ა­ფიქ­სი­რა ხელ­ყუმ­ბა­რა და მისი სა­ხე­ლუ­რი სიმ­ძი­მის (ქვის ფი­ლის) ქვეშ.

4) ფრთხი­ლად ჩაჭ­რა წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტი.

ამის შემ­დეგ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი მი­დის საფ­ლავ­ზე და ცდი­ლობს გა­ას­წო­როს ად­გილ­შე­ნაც­ვლე­ბუ­ლი ფილა, რა­საც მოქ­მე­დე­ბა­ში მოჰ­ყავს ხელ­ყუმ­ბა­რა.

თა­ვად სო­სა­ნაშ­ვი­ლი ბრალს არ აღი­ა­რებს. თუმ­ცა სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­დუ­რე­ბი გრძელ­დე­ბა და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მან გა­მო­ძი­ე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩვე­ნე­ბე­ბი მის­ცეს და და­ა­სა­ხე­ლოს სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლის დამ­კვე­თე­ბი. პრო­კუ­რა­ტუ­რის ერთ-ერთი ვერ­სი­ით, იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბა, მისი შვი­ლის, ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ამ საქ­მე­ზე კი 11 ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| ფოტო: იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სო­სა­ნაშ­ვი­ლი ყა­რა­ფი­ლას სა­საფ­ლა­ო­ზე პო­ზი­რებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

როგორ მოქმედებდა ამფეთქებელი და რა შეცდომა დაუშვა - სოსანაშვილის მოქმედების სავარაუდო სქემა

როგორ მოქმედებდა ამფეთქებელი და რა შეცდომა დაუშვა - სოსანაშვილის მოქმედების სავარაუდო სქემა

უახლესი| სასამართლომ გია სოსანაშვილს პატიმრობა შეუფარდა

8 თებერვალს პროკურატურამ განაცხადა, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. უწყების ცნობით, ეჭვმიტანილი წალკის პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილია. მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საფლავზე, სადაც ვაზაგაშვილი ააფეთქეს, გამომძიებლებმა იპოვეს აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი, ე.წ. "ფალიის სახელური", ექსპერტიზით კი მასზე ადამიანის დნმ-ის კვალი აღმოაჩინეს.

შოთაძემ ასევე განმარტა, რა შეცდომა დაუშვა იური ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებულმა.

"ზოგი "ფალიას" რეზინით აბამს, ზოგი ძაფით, ზოგი "იზოლენტით", რომ თავიდან აირიდონ გაუთვალისწინებელი აფეთქებები. ამ შემთხვევაში მკვლელმა გამოიყენა "იზოლენტი". სწორედ "მისმა წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ ამ სახელურზე დარჩა დნმ-ის კვალი. ეს არის მკვლელის შეცდომა. დასამალი არ არის, ჩვენ გაგვიმართლა. ასეთი გამართლება ბევრ საქმეზე არ ხდება", - განაცხადა შოთაძემ.

ბრალდებულის მოქმედების სავარაუდო სქემა ასეთია:

1) ხელყუმბარას დაახვია წებოვანი ლენტი.

2) გამოაძრო დამცავი რგოლი.

3) დააფიქსირა ხელყუმბარა და მისი სახელური სიმძიმის (ქვის ფილის) ქვეშ.

4) ფრთხილად ჩაჭრა წებოვანი ლენტი.

ამის შემდეგ იური ვაზაგაშვილი მიდის საფლავზე და ცდილობს გაასწოროს ადგილშენაცვლებული ფილა, რასაც მოქმედებაში მოჰყავს ხელყუმბარა.

თავად სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს. თუმცა საგამოძიებო პროცედურები გრძელდება და არ არის გამორიცხული, მან გამოძიებას მნიშვნელოვანი ჩვენებები მისცეს და დაასახელოს საზარელი დანაშაულის დამკვეთები. პროკურატურის ერთ-ერთი ვერსიით, იური ვაზაგაშვილის აფეთქება, მისი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობას უკავშირდება. ამ საქმეზე კი 11 ყოფილი პოლიციელია დაკავებული, მათ შორის კრიმინალური პოლიცის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ფირცხალავა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ასევე დაგაინტერესებთ| ფოტო: იური ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებული სოსანაშვილი ყარაფილას სასაფლაოზე პოზირებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ