ბულგარეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

ბულგარეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

ბულგარეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს. ბულგარეთის ტურიზმისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის შედეგად , გადაწყდა, რომ ბულგარეთი ტურისტული ვიზის გაცემისას სავიზო რეჟიმს გაამარტივებს საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ბელორუსისა და სომხეთის მოქალაქეებისთვის. BolgarskayaPravdas-ს ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით ბულგარეთის ტურიზმის სამინისტრო დსთ-ს ყოფილი ქვეყნებიდან რაც შეიძლება მეტი ტურისტის მიზიდვას გეგმავს.

არსებული ცნობებით, ცვლილებები ითვალისწინებს მოკლევადიანი ორჯერადი ან მრავალჯერადი ვიზების გაცემას "ორგანიზებული ტურიზმის" მიზნით ერთი წლის ვადით იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც წარსულში ბულგარეთის ვიზებს იყენებდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია