სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინი მეოცე საუკუნის ტირანია" - მსოფლიო ლიდერების მწვავე შეფასებები რუსეთ-უკრაინის გამოუცხადებელ ომზე
"პუტინი მეოცე საუკუნის ტირანია" - მსოფლიო ლიდერების მწვავე შეფასებები რუსეთ-უკრაინის გამოუცხადებელ ომზე

ეგ­ვიპ­ტურ გა­ზეთ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ იგი აუ­ცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნევს "მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბის ახა­ლი ფორ­მუ­ლის" აღ­მო­ჩე­ნას.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კონ­სო­ლი­დი­რე­ბა უნდა მო­ახ­დი­ნოს უკ­რა­ი­ნის პო­ზი­ტი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ჭეშ­მა­რი­ტი ინ­ტე­რე­სე­ბის გარ­შე­მო. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა, რომ კი­ე­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­უს­მი­ნოს სა­კუ­თარ ხალ­ხს, იპო­ვოს სა­ერ­თო ენა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი აწარ­მო­ოს ქვეყ­ნის ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან და რე­გი­ო­ნებ­თან. მათ უნდა გა­მო­ი­მუ­შა­ვონ სა­ხელ­მწი­ფოს მო­წყო­ბის ისე­თი ფორ­მუ­ლა, რომ­ლის დრო­საც უსაფრ­თხოდ და კომ­ფორ­ტუ­ლად იცხოვ­რებს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე და და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი,"- ამ­ბობს პუ­ტი­ნი. 

გარ­და ამი­სა, რუ­სე­თის ლი­დერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთს არ ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­წყე­ბულ კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბით. პუ­ტი­ნი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ბრა­ლი აშშ-სა მის და­სავ­ლელ მო­კავ­ში­რე­ებს ეკის­რე­ბათ, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ "ყვე­ლას სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბი მო­ახ­ვი­ონ თავს". პუ­ტინ­მა ასე­ვე მო­უ­წო­და უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, და­ი­წყონ პირ­და­პი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თი მზად არის ამ საქ­მე­ში დახ­მა­რე­ბის გა­სა­წე­ვად.

პა­რა­ლე­ლუ­რად, და­სავ­ლე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შექ­მნი­ლი კრი­ზი­სის მოგ­ვა­რე­ბის გზებ­ზე ფიქ­რობს. 11 თე­ბერ­ვალს, მინ­სკში, პეტ­რო პო­რო­შენ­კოს, ან­გე­ლა მერ­კე­ლის, ფრან­სუა ოლან­დი­სა და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა. გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის სამ­შვი­დო­ბო გეგ­მის ბედი 2-3 დღე­ში გა­ირ­კვე­ვა. მისი თქმით, მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბა თა­ვად მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რე­ებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. "ჩვენ ახლა ნამ­დვი­ლად გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე ვდგა­ვართ", - აღ­ნიშ­ნა შტა­ინ­მა­ი­ერ­მა.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, ჯონ კე­რის თქმით: "ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი არა მხო­ლოდ მსოფ­ლიო წეს­რიგს არ­ღვევს, არა­მედ დიდ ზი­ანს აყე­ნებს თა­ვად რუ­სეთ­საც, ის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნოს­ტალ­გი­ით არის შე­პყრო­ბი­ლი. მას სწამს, რომ მა­ი­და­ნი აშშ-ის მიერ არის მო­წყო­ბი­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლებს ამა­ში წვლი­ლი არ მი­უ­ძღვით".

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი გა­აკ­რი­ტი­კა დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ფი­ლიპ ჰე­მონდმა, რო­მელ­მაც გან­ცხა­და, რომ რუ­სე­თის ლი­დე­რი "მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ტი­რა­ნი­ვით მოქ­მე­დებს". "ვერ ვხე­დავთ მი­ზეზს, რა­ტომ უნდა შე­ვე­გუ­ოთ რუ­სე­თის ამ ზღვარ­გა­და­სულ მოქ­მე­დე­ბას", - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

მი­უ­ხე­და­ვად მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის მიერ და­წყე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სა, უკ­რა­ი­ნა­ში ვი­თა­რე­ბა კვლავ და­ძა­ბუ­ლია. დონ­ბას­ში გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 9 ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა, 26 კი და­შავ­და. უკ­რა­ი­ნელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 200 "ბო­ე­ვი­კი­სა" და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის გა­ნად­გუ­რე­ბა შეძ­ლეს. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იფორ­მა­ცი­ით, პრო­რუს­მა მებ­რძო­ლებ­მა უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის პო­ზი­ცი­ებ­ზე გუ­შინ 100-ჯერ მი­ი­ტა­ნეს იე­რი­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

"პუტინი მეოცე საუკუნის ტირანია" - მსოფლიო ლიდერების მწვავე შეფასებები რუსეთ-უკრაინის გამოუცხადებელ ომზე

"პუტინი მეოცე საუკუნის ტირანია" - მსოფლიო ლიდერების მწვავე შეფასებები რუსეთ-უკრაინის გამოუცხადებელ ომზე

ეგვიპტურ გაზეთთან ინტერვიუში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იგი აუცილებლად მიიჩნევს "მეზობელი სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობის ახალი ფორმულის" აღმოჩენას.

"საზოგადოებამ კონსოლიდირება უნდა მოახდინოს უკრაინის პოზიტიური ღირებულებებისა და ჭეშმარიტი ინტერესების გარშემო. ამისათვის საჭიროა, რომ კიევის ხელისუფლებამ მოუსმინოს საკუთარ ხალხს, იპოვოს საერთო ენა და მოლაპარაკებები აწარმოოს ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ძალასთან და რეგიონებთან. მათ უნდა გამოიმუშავონ სახელმწიფოს მოწყობის ისეთი ფორმულა, რომლის დროსაც უსაფრთხოდ და კომფორტულად იცხოვრებს ყველა მოქალაქე და დაცული იქნება ადამიანის უფლებები,"- ამბობს პუტინი. 

გარდა ამისა, რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთს არ ეკისრება პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებულ კონფლიქტთან დაკავშირებით. პუტინი ირწმუნება, რომ ბრალი აშშ-სა მის დასავლელ მოკავშირეებს ეკისრებათ, რომლებიც ცდილობენ "ყველას საკუთარი სურვილები მოახვიონ თავს". პუტინმა ასევე მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, დაიწყონ პირდაპირი მოლაპარაკებები სეპარატისტების წარმომადგენლებთან და აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის ამ საქმეში დახმარების გასაწევად.

პარალელურად, დასავლეთი უკრაინაში შექმნილი კრიზისის მოგვარების გზებზე ფიქრობს. 11 თებერვალს, მინსკში, პეტრო პოროშენკოს, ანგელა მერკელის, ფრანსუა ოლანდისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ უკრაინის სამშვიდობო გეგმის ბედი 2-3 დღეში გაირკვევა. მისი თქმით, მოვლენათა განვითარება თავად მოწინააღმდეგე მხარეებზეა დამოკიდებული. "ჩვენ ახლა ნამდვილად გზაჯვარედინზე ვდგავართ", - აღნიშნა შტაინმაიერმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის თქმით: "ვლადიმერ პუტინი არა მხოლოდ მსოფლიო წესრიგს არღვევს, არამედ დიდ ზიანს აყენებს თავად რუსეთსაც, ის საბჭოთა კავშირის ნოსტალგიით არის შეპყრობილი. მას სწამს, რომ მაიდანი აშშ-ის მიერ არის მოწყობილი და უკრაინელებს ამაში წვლილი არ მიუძღვით".

ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ ჰემონდმა, რომელმაც განცხადა, რომ რუსეთის ლიდერი "მეოცე საუკუნის ტირანივით მოქმედებს". "ვერ ვხედავთ მიზეზს, რატომ უნდა შევეგუოთ რუსეთის ამ ზღვარგადასულ მოქმედებას", - განაცხადა მინისტრმა.

მიუხედავად მსოფლიო ლიდერების მიერ დაწყებული მოლაპარაკებებისა, უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია. დონბასში გასული დღე-ღამის განმავლობაში 9 ჯარისკაცი დაიღუპა, 26 კი დაშავდა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 200 "ბოევიკისა" და სამხედრო ტექნიკის განადგურება შეძლეს. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული იფორმაციით, პრორუსმა მებრძოლებმა უკრაინის არმიის პოზიციებზე გუშინ 100-ჯერ მიიტანეს იერიში.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა