საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საატესტაციო და ეროვნული გამოცდები შესაძლოა, გაერთიანდეს - რამდენი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს
საატესტაციო და ეროვნული გამოცდები შესაძლოა, გაერთიანდეს - რამდენი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს

სა­მო­მავ­ლოდ შე­საძ­ლოა სა­ა­ტეს­ტა­ციო და ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცია მოხ­დეს. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა თა­მარ სა­ნი­კი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია. მი­სი­ვე თქმით, სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის დო­კუ­მენ­ტში, რო­მე­ლიც შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია, სა­უ­ბა­რია გა­მოც­დე­ბის გარ­კვე­ულ ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ა­ზე.

თა­მარ სა­ნი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეს არის საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი სა­მუ­შაო, რო­მე­ლიც იდე­ის დო­ნე­ზე მუ­შავ­დე­ბა, მაგ­რამ წელს ამ კუ­თხით სი­ახ­ლე­ე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის და ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­რი­ცხუ­ლია.

"ეს არის ის იდეა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია სას­კო­ლო გა­მოც­დე­ბის და ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სინ­თე­ზი და სკო­ლის დო­ნე­ზე ჩა­ტა­რე­ბა, მაგ­რამ ეს არის ძა­ლი­ან რთუ­ლი და მო­ი­თხოვს დიდ ლო­ჯის­ტი­კას, ამი­ტომ ეს თემა ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შავ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას არ გა­ვა­კე­თებ, რად­გან თემა მომ­ზა­დე­ბუ­ლი არ არის. ვფიქ­რობ, რომ 2015-2016 წლის­თვის ძი­რი­თა­დი მო­ნა­ხა­ზი გვექ­ნე­ბა და თუ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებთ, შემ­დეგ და­ვი­წყებთ ნელ-ნელა აპ­რო­ბა­ცი­ას", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ სა­ნი­კი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­მუ­შაო ჯგუ­ფის მიერ და­დე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რო­მე­ლიც სტრა­ტე­გი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტის შედ­გე­ნა­ზე მუ­შა­ობ­და. დღე­ი­სათ­ვის, მე­თერ­თმე­ტე და მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი ოთხ-ოთხ სა­ა­ტეს­ტა­ციო გა­მოც­დას აბა­რე­ბენ. ოთხი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა უწევთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ნა­წილ­შიც.

რო­გორც მი­ნის­ტრმა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, შე­საძ­ლოა მოხ­დეს მათი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ 12 გა­მოც­და იქ­ნე­ბა ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი. თა­მარ სა­ნი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გან­სა­ზღვრუ­ლი არ არის რამ­დე­ნი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წევთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს.

თა­მარ სა­ნი­კი­ძე ამ­ბობს, რომ ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის იდეა მუ­შავ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია,მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

საატესტაციო და ეროვნული გამოცდები შესაძლოა, გაერთიანდეს - რამდენი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს

საატესტაციო და ეროვნული გამოცდები შესაძლოა, გაერთიანდეს - რამდენი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს

სამომავლოდ შესაძლოა საატესტაციო და ეროვნული გამოცდების ოპტიმიზაცია მოხდეს. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული გამოცდების გაუქმებაზე საუბარი ზედმეტია. მისივე თქმით, სტრატეგიული მიმართულების დოკუმენტში, რომელიც შემუშავებულია, საუბარია გამოცდების გარკვეულ ოპტიმიზაციაზე.

თამარ სანიკიძის განცხადებით, ეს არის საკმაოდ შრომატევადი სამუშაო, რომელიც იდეის დონეზე მუშავდება, მაგრამ წელს ამ კუთხით სიახლეები მოსალოდნელი არ არის და ცვლილებები გამორიცხულია.

"ეს არის ის იდეა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია სასკოლო გამოცდების და ეროვნული გამოცდების სინთეზი და სკოლის დონეზე ჩატარება, მაგრამ ეს არის ძალიან რთული და მოითხოვს დიდ ლოჯისტიკას, ამიტომ ეს თემა ძალიან კარგად მუშავდება. ჯერჯერობით ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას არ გავაკეთებ, რადგან თემა მომზადებული არ არის. ვფიქრობ, რომ 2015-2016 წლისთვის ძირითადი მონახაზი გვექნება და თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, შემდეგ დავიწყებთ ნელ-ნელა აპრობაციას", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა სამუშაო ჯგუფის მიერ დადებული რეკომენდაციაა, რომელიც სტრატეგიული დოკუმენტის შედგენაზე მუშაობდა. დღეისათვის, მეთერთმეტე და მე-12 კლასის მოსწავლეები ოთხ-ოთხ საატესტაციო გამოცდას აბარებენ. ოთხი გამოცდის ჩაბარება უწევთ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაწილშიც.

როგორც მინისტრმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, შესაძლოა მოხდეს მათი გაერთიანება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 12 გამოცდა იქნება ჩასაბარებელი. თამარ სანიკიძის განცხადებით, განსაზღვრული არ არის რამდენი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს.

თამარ სანიკიძე ამბობს, რომ ოპტიმიზაციის იდეა მუშავდება.

"ინტერპრესნიუსი"

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია