პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მომღერალი ხარ, ბგერად უნდა იქცე" - მანანა მენაბდის ლიტერატურული პალიტრა
"თუ მომღერალი ხარ, ბგერად უნდა იქცე" - მანანა მენაბდის ლიტერატურული პალიტრა

ზურ­გით მყუდ­რო კა­ფე­ში კა­რის­კენ მჯდომს, შე­კი­თხვით რომ მომ­მარ­თა, თქვენ ხართ თა­მა­რი? - მა­შინ­ვე გავ­თა­ვი­სუფ­ლდი მღელ­ვა­რე­ბის­გან. ასა­ღელ­ვებ­ლად კი ბევ­რი მი­ზე­ზი მქონ­და - ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად ისეთ მრა­ვალ­მხრივ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ან­თან მივ­დი­ო­დი, შე­საძ­ლო იყო, მცი­რე და­უ­დევ­რო­ბით, უყუ­რა­დღე­ბო­ბით ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლის არ­ცოდ­ნით რა­ღაც ღი­რე­ბუ­ლი გა­მე­ფუ­ჭე­ბი­ნა. მაგ­რამ რო­გორც კი სათ­ვა­ლე­ე­ბი­სა და მკაც­რი შუბ­ლის მიღ­მა მისი თავ­მდა­ბა­ლი და მე­გობ­რუ­ლი მზე­რა და­ვი­ჭი­რე, მივ­ხვდი, არ უნდა მე­ნერ­ვი­უ­ლა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის რამ­დე­ნი­მე სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს, იქ­ნე­ბა ეს მუ­სი­კა, ლი­ტე­რა­ტუ­რა, ხატ­ვა, ფო­ტოგ­რა­ფია თუ სხვა, მა­ინც ხაზს უს­ვამს თა­ვის თავ­მდაბ­ლო­ბას და კრი­ტი­კულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი ქმნი­ლე­ბე­ბის მი­მართ.

აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ჭი­როა მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა, მუდ­მი­ვი კი­თხვა, ინ­ტე­ლექ­ტის ამაღ­ლე­ბა, რათა ხე­ლო­ვან­მა ღი­რე­ბუ­ლი რამ შექ­მნას.

მა­ნა­ნა მე­ნაბ­დის პრო­ზა­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი: "ერთი მარ­კის ის­ტო­რია", "ცი­ცი­ნა­თე­ლა", "რა­ტომ ყი­ვი­ან ქა­ლაქ­ში მამ­ლე­ბი" და "ჭი­ა­მა­ია" "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პა­ლიტ­რის" თე­ბერ­ვლის ნო­მერ­ში და­ი­ბეჭ­და. მცი­რე­ტა­ნი­ა­ნი მო­თხრო­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო თე­მას ეხე­ბა და ავ­ტო­რის ში­ნა­გან სამ­ყა­როს წე­რის პო­ე­ტუ­რი მა­ნე­რით აც­ნობს მკი­თხველს. ამი­ტომ სა­უ­ბარს ხე­ლო­ვან­თან "ერთი მარ­კის ის­ტო­რი­ი­დან" ფრაგ­მენ­ტის ხაზ­გას­მით ვი­წყებ: "ახლა ორი თი­ლის­მა მაქვს, ერთი იმის­თვის, რომ სიყ­ვა­რუ­ლი შე­მახ­სე­ნოს, მე­ო­რე კი იმის­თვის, რომ წა­მი­ერ­ზე და მა­რა­დი­ულ­ზე და­მა­ფიქ­როს" და ვე­კი­თხე­ბი, აქვს თუ არა, მისი პერ­სო­ნა­ჟის მსგავ­სად, რა­ი­მე თი­ლის­მა.

"ზოგი მწე­რა­ლი, ალ­ბათ 50%-ით სა­კუ­თარ თავ­ზე წერს. ეს ჩემი ის­ტო­რი­აა თა­ვი­სე­ბუ­რად გად­მო­ტა­ნი­ლი. თუ იმას, რაც ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა, ზუს­ტად გად­მო­ი­ტან ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი სი­მარ­თლე და­კარ­გოს. პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ ხში­რად ასეც ხდე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს ის.

ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე მე­სა­უბ­რე­ბა: "ჩემ­თვის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა: პა­ტი­ოს­ნე­ბა. რო­დე­საც შენ მარ­ტო შენ თავ­ზე კი არა, შენს გვერ­დით მყოფ ადა­მი­ა­ნებ­ზე ფიქ­რობ. სულ ერ­თია ეს ვინ იქ­ნე­ბა, მე­გო­ბა­რი თუ ოჯა­ხის წევ­რი. პა­ტი­ოს­ნე­ბა თა­ვის თავ­ში ბევრ რამე შე­ი­ცავს და მისი და­ნა­წევ­რე­ბა რთუ­ლია. პა­ტი­ოს­ნე­ბა­ში მო­ი­აზ­რე­ბა, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი მო­ქა­ლა­ქე ხარ შენ, რო­გო­რი შვი­ლი, რო­გო­რი და, რო­გო­რი დედა, ბე­ბია, მე­გო­ბა­რი და ა.შ."

პა­ტი­ოს­ნე­ბა­სა და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას თა­ვი­სი ბავ­შვო­ბი­დან ერთ ეპი­ზოდს იხ­სე­ნებს: რო­დე­საც 5-6 წლის იყო, ძირს დაგ­დე­ბუ­ლი პური აიღო და სუფ­თა ად­გი­ლას გა­და­დო, რათა ჩი­ტებს მისი აკენკვა შეს­ძლე­ბო­დათ. ცხო­ვე­ლე­ბის, ფრინ­ვე­ლე­ბი­სა თუ მწე­რე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მისი მო­თხრო­ბე­ბი­და­ნაც ჩანს. "- არ გა­გექ­ცეს, ბაბუ, კარ­გად და­ი­ჭი! - შეჰ­კივ­ლა ბიჭ­მა და ცი­ცი­ნა­თე­ლას ქინ­ძის­თა­ვი შიგ გულ­ში, ხან­ჯა­ლი­ვით ატა­კა. ცი­ცი­ნა­თე­ლამ უღო­ნო ფე­ხე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე გა­ა­სავ­სა­ვა, შეკ­რთა და ჩაქ­რა." (ფრაგ­მენ­ტი მო­თხრო­ბი­დან "ცი­ცი­ნა­თე­ლა").

ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მის მი­მართ, რა­საც ხელს მო­კი­დებს. ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას "და­ა­ვა­დე­ბას" ეძა­ხის და აღ­ნიშ­ნავს: "მე, უბ­რა­ლოდ, ავად ვარ იმ ყვე­ლაფ­რით, რა­საც ვა­კე­თებ. სა­ნა­ხევ­როდ არა­ფე­რი შე­მიძ­ლია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, პერ­ფექ­ცი­ო­ნიზ­მით ვარ ავად. არ მიყ­ვარს ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. ვერ გა­ვერ­თო­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რით, რო­დე­საც ვიცი, რომ პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში არ­სე­ბო­ბენ დიდი პო­ე­ტე­ბი, დიდი პრო­ზა­ი­კო­სე­ბი, დიდი ადა­მი­ა­ნე­ბი. თუ მომ­ღე­რა­ლი ხარ, ბგე­რად უნდა იქცე, თუ ლი­ტე­რა­ტო­რი - სი­ტყვად და ამ სი­ტყვა­ში გამ­თლი­ან­დე".

თვი­თონ უკვე დიდი ხა­ნია ბგე­რა­დაც იქცა, სი­ტყვა­დაც და ხე­ლოვ­ნე­ბის რამ­დე­ნი­მე სფე­რო­თი "და­ა­ვა­დე­ბუ­ლი" აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობს მოღ­ვა­წე­ო­ბას. მალე მისი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი "ფრე­ნის დღე ოთხშა­ბა­თი" გა­მო­ვა. ამ წიგ­ნის გა­მო­ცე­მას წლის ბო­ლოს გეგ­მავს. ასე­ვე და­წყე­ბუ­ლი აქვს მუ­შა­ო­ბა რო­მან­ზე, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნის სულ­მოკ­ლე­ო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. "ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან სუს­ტი არ­სე­ბაა, დგე­ბა მო­მენ­ტი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­კუ­თარ ნამ­დვილ სა­ხეს ამ­ჟღავ­ნებს. პირ­ვან­დელ სა­ხეს - რა არის მას­ში ჩა­დე­ბუ­ლი და რაზე შე­უძ­ლია მას წას­ვლა". სხვა დე­ტა­ლებს რო­მან­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ი­დუმ­ლოდ ტო­ვებს და აქვე დას­ძენს, რომ ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავს ვე­რა­სო­დეს გა­ექ­ცე­ვა. "ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან სხვა ქა­ლაქ­ში გა­და­ვი­და"- იხ­სე­ნებს ფრაგ­მენტს სა­კუ­თა­რი იგავ-არა­კი­დან...

თვი­თო­ნაც ხში­რად გა­და­დის ქა­ლა­ქი­დან ქა­ლაქ­ში, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ბრუნ­დე­ბა უკან, სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­ში. რად­გან სურს, რომ სა­კუ­თა­რი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა ქარ­თვე­ლებს თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით გა­უ­ზი­ა­როს. თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით შე­ახ­სე­ნოს, რომ ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან მცი­რე, ერთი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვნე­ლო რამ გვეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნად ქცე­ვა­ში.

"ჰოდა, ვცხოვ­რობთ ასე, სულ არ ვფიქ­რობთ იმა­ზე, რომ სა­დღაც, რო­მე­ლი­ღა­ცა მო­სახ­ვევ­ში, ქუ­ჩის ბო­ლოს, ან კი­დევ ვინ იცის, სად, ერთი ევ­როს სა­ფა­სუ­რად სა­კუ­თა­რი თავი გვე­ლის, სა­კუ­თა­რი თავი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნად ქცე­ვა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­და..."

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"თუ მომღერალი ხარ, ბგერად უნდა იქცე" - მანანა მენაბდის ლიტერატურული პალიტრა

"თუ მომღერალი ხარ, ბგერად უნდა იქცე" - მანანა მენაბდის ლიტერატურული პალიტრა

ზურგით მყუდრო კაფეში კარისკენ მჯდომს, შეკითხვით რომ მომმართა, თქვენ ხართ თამარი? - მაშინვე გავთავისუფლდი მღელვარებისგან. ასაღელვებლად კი ბევრი მიზეზი მქონდა - ინტერვიუს ჩასაწერად ისეთ მრავალმხრივ საინტერესო ადამიანთან მივდიოდი, შესაძლო იყო, მცირე დაუდევრობით, უყურადღებობით ან მნიშვნელოვანი დეტალის არცოდნით რაღაც ღირებული გამეფუჭებინა. მაგრამ როგორც კი სათვალეებისა და მკაცრი შუბლის მიღმა მისი თავმდაბალი და  მეგობრული მზერა დავიჭირე, მივხვდი, არ უნდა მენერვიულა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების რამდენიმე სფეროში მოღვაწეობს, იქნება ეს მუსიკა, ლიტერატურა, ხატვა, ფოტოგრაფია თუ სხვა, მაინც ხაზს უსვამს თავის თავმდაბლობას და კრიტიკულ დამოკიდებულებას საკუთარი ქმნილებების მიმართ.

აღნიშნავს, რომ საჭიროა მუდმივი განვითარება, მუდმივი კითხვა, ინტელექტის ამაღლება, რათა ხელოვანმა ღირებული რამ შექმნას.

მანანა მენაბდის პროზაული ნაწარმოებები: "ერთი მარკის ისტორია", "ციცინათელა", "რატომ ყივიან ქალაქში მამლები" და "ჭიამაია" "ლიტერატურული პალიტრის" თებერვლის ნომერში დაიბეჭდა. მცირეტანიანი მოთხრობები რამდენიმე საინტერესო თემას ეხება და ავტორის შინაგან სამყაროს წერის პოეტური მანერით აცნობს მკითხველს. ამიტომ საუბარს ხელოვანთან "ერთი მარკის ისტორიიდან" ფრაგმენტის ხაზგასმით ვიწყებ: "ახლა ორი თილისმა მაქვს, ერთი იმისთვის, რომ სიყვარული შემახსენოს, მეორე კი იმისთვის, რომ წამიერზე და მარადიულზე დამაფიქროს" და ვეკითხები, აქვს თუ არა, მისი პერსონაჟის მსგავსად, რაიმე თილისმა.

"ზოგი მწერალი, ალბათ 50%-ით საკუთარ თავზე წერს. ეს ჩემი ისტორიაა თავისებურად გადმოტანილი. თუ იმას, რაც ცხოვრებაში ხდება, ზუსტად გადმოიტან ხელოვნებაში, შეიძლება თავისი სიმართლე დაკარგოს. პარადოქსია, მაგრამ ხშირად ასეც ხდება", - აღნიშნავს ის.

ღირებულებებზე მესაუბრება: "ჩემთვის მთავარი ღირებულებაა: პატიოსნება. როდესაც შენ მარტო შენ თავზე კი არა, შენს გვერდით მყოფ ადამიანებზე ფიქრობ. სულ ერთია ეს ვინ იქნება, მეგობარი თუ ოჯახის წევრი. პატიოსნება თავის თავში ბევრ რამე შეიცავს და მისი დანაწევრება რთულია. პატიოსნებაში მოიაზრება, მაგალითად, როგორი მოქალაქე ხარ შენ, როგორი შვილი, როგორი და, როგორი დედა, ბებია, მეგობარი და ა.შ."

პატიოსნებასა და მოქალაქეობრივ მოვალეობებზე საუბრისას თავისი ბავშვობიდან ერთ ეპიზოდს იხსენებს: როდესაც 5-6 წლის იყო, ძირს დაგდებული პური აიღო და სუფთა ადგილას გადადო, რათა ჩიტებს მისი აკენკვა შესძლებოდათ. ცხოველების, ფრინველებისა თუ მწერების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მისი მოთხრობებიდანაც ჩანს. "- არ გაგექცეს, ბაბუ, კარგად დაიჭი! - შეჰკივლა ბიჭმა და ციცინათელას ქინძისთავი შიგ გულში, ხანჯალივით ატაკა. ციცინათელამ უღონო ფეხები რამდენჯერმე გაასავსავა, შეკრთა და ჩაქრა." (ფრაგმენტი მოთხრობიდან "ციცინათელა").

ასევე განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ნებისმიერი საქმის მიმართ, რასაც ხელს მოკიდებს. ამ დამოკიდებულებას "დაავადებას" ეძახის და აღნიშნავს: "მე, უბრალოდ, ავად ვარ იმ ყველაფრით, რასაც ვაკეთებ. სანახევროდ არაფერი შემიძლია. შეიძლება ითქვას, პერფექციონიზმით ვარ ავად. არ მიყვარს ზერელე დამოკიდებულებები. ვერ გავერთობი ლიტერატურით, როდესაც ვიცი, რომ პარალელურ რეჟიმში არსებობენ დიდი პოეტები, დიდი პროზაიკოსები, დიდი ადამიანები. თუ მომღერალი ხარ, ბგერად უნდა იქცე, თუ ლიტერატორი - სიტყვად და ამ სიტყვაში გამთლიანდე".

თვითონ უკვე დიდი ხანია ბგერადაც იქცა, სიტყვადაც და ხელოვნების რამდენიმე სფეროთი "დაავადებული" აქტიურად განაგრძობს მოღვაწეობას. მალე მისი ავტობიოგრაფიული რომანი "ფრენის დღე ოთხშაბათი" გამოვა. ამ წიგნის გამოცემას წლის ბოლოს გეგმავს. ასევე დაწყებული აქვს მუშაობა რომანზე, რომელშიც ადამიანის სულმოკლეობაზე გაამახვილებს ყურადღებას. "ადამიანი ძალიან სუსტი არსებაა, დგება მომენტი, როდესაც ადამიანი სიტუაციიდან გამომდინარე, საკუთარ ნამდვილ სახეს ამჟღავნებს. პირვანდელ სახეს - რა არის მასში ჩადებული და რაზე შეუძლია მას წასვლა". სხვა დეტალებს რომანთან დაკავშირებით, საიდუმლოდ ტოვებს და აქვე დასძენს, რომ ადამიანი საკუთარ თავს ვერასოდეს გაექცევა. "ადამიანი საკუთარი თავისგან სხვა ქალაქში გადავიდა"- იხსენებს ფრაგმენტს საკუთარი იგავ-არაკიდან...

თვითონაც ხშირად გადადის ქალაქიდან ქალაქში, მაგრამ ყოველთვის ბრუნდება უკან, საქართველოში, თბილისში. რადგან სურს, რომ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ქართველებს თავისი შემოქმედებით გაუზიაროს. თავისი შემოქმედებით შეახსენოს, რომ ზოგჯერ ძალიან მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამ გვეხმარება ადამიანად ქცევაში.

"ჰოდა, ვცხოვრობთ ასე, სულ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ სადღაც, რომელიღაცა მოსახვევში, ქუჩის ბოლოს, ან კიდევ ვინ იცის, სად, ერთი ევროს საფასურად საკუთარი თავი გველის, საკუთარი თავი, რომელიც ადამიანად ქცევაში დაგვეხმარებოდა..."

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება