ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოება "ბაფტა" დღეს, 9 თებერვალს გაიმართა. დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა ფილმი ”ყრმობა”, რომელმაც წლის საუკეთესო ფილმის წოდება მოიპოვა. ყველაზე მეტი ჯილდო მიიღო ”სასტუმრო ბუდაპეშტმა”, მას ჯამში ხუთი "ბაფტა" გადაეცა.
”ყრმობამ” სამ ნომინაციაში გაიმარჯვა: "წლის საუკეთესო ფილმი", "საუკეთესო რეჟისურისთვის" ნომინაციის ლაურეატი გახდა რიჩარდ ლინკლეიტერი და "საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალი მსახიობი" - პატრისია არკეტი. მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შერსულებისთვის ჯილდო გადაეცა ედი რედმეინს, რამაც შესაძლოა, გაზარდოს მისი შანსები ”ოსკარისთვის”.
არ ყოფილა მოულოდნელი ჯულიანა მურის გამარჯვება ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში ”ისევ ელისი”. ყველა ნომინანტს შორის, ყველაზე ცუდ დღეში ”ბერდმენი” აღმოჩნდა, რომელიც 10 ნომინაციაში იყო წარდგენილი, მაგრამ მხოლოდ ერთი "ბაფტა" მიიღო ოპერატორული ნამუშევრისთვის. მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულების ნუსხა ასე გამოიყურება:
წლის საუკეთესო ფილმი: ”ყრმობა”
წლის საუკეთესო კაცი მსახიობი: ედი რედმეინი ("ყველაფრის თეორია")
წლის საუკეთესო ქალი მსახიობი: ჯულიანა მური ("ისევ ელისი")
წლის საუკეთესო კაცი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში: ჯეი ქეი სიმონსი ("ვიფლეში")
წლის საუკეთესო ქალი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში: პატრისია არკეტი ("ყრმობა")
წლის საუკეთესო რეჟისორი: რიჩარდ ლინკლეიტერი ("ყრმობა")
წლის საუკეთესო ბრიტანული ფილმი: ”ყველაფრის თეორია”
მომზადებულია gamesradar.com-ს მიხედვით.