პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომც მეყვირა, ეს საქმე მაინც არ გაიხსნებოდა, "ნაციონალებს" ფული ჰქონდათ იური ვაზაგაშვილისგან აღებული"
"რომც მეყვირა, ეს საქმე მაინც არ გაიხსნებოდა, "ნაციონალებს" ფული ჰქონდათ იური ვაზაგაშვილისგან აღებული"

შვილმკვდარ­მა მა­მამ, ლე­ვან გა­ბუ­ნი­ამ, სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა - კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი თა­ვი­სი შვი­ლის, გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ა­სა და შვი­ლის მე­გობ­რის, ბექა პა­პუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­პუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და მისი მე­გობ­რე­ბი და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა, ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას იური ვა­ზა­გაშ­ვილ­მა 70.000 აშშ დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და და ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

- ეთერ­ში გა­მოს­ვლის შემ­დეგ მარ­თლა და­გი­ბა­რეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში?

- ამ კვი­რა­ში ვარ გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან და­ბა­რე­ბუ­ლი... შვი­ლი 2003 წლის დე­კემ­ბერ­ში მო­მიკ­ლეს, რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში ახა­ლი მო­სუ­ლი იყო. ამ საქ­მე­ში მათი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, პრო­კუ­რო­რე­ბი და გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ფი­გუ­რი­რებ­დნენ. რო­დე­საც ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა, ერთ კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, რომ­ლის ოფი­სიც კორ­ტებ­თან იყო. სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­დან 15 წუთ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი კო­მენ­ტარს მთხოვ­დნენ. "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" უნ­დო­დათ, მეყ­ვი­რა, რა კარ­გი ქნეს, რომ ბან­დი­ტი და ჩემი შვი­ლის მკვლე­ლი მოკ­ლეს-მეთ­ქი. რომც მეყ­ვი­რა, ეს საქ­მე მა­ინც არ გა­იხ­სნე­ბო­და. ფული ჰქონ­დათ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის­გან აღე­ბუ­ლი და ხომ არ იტყოდ­ნენ ამას. ხმა­უ­რი მას შემ­დეგ ავ­ტე­ხე, რაც "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" წა­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"რომც მეყვირა, ეს საქმე მაინც არ გაიხსნებოდა, "ნაციონალებს" ფული ჰქონდათ იური ვაზაგაშვილისგან აღებული"

"რომც მეყვირა, ეს საქმე მაინც არ გაიხსნებოდა, "ნაციონალებს" ფული ჰქონდათ იური ვაზაგაშვილისგან აღებული"

შვილმკვდარმა მამამ, ლევან გაბუნიამ, სკანდალური განცხადება გააკეთა - კორტების სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილი თავისი შვილის, გიორგი გაბუნიასა და შვილის მეგობრის, ბექა პაპუაშვილის მკვლელობაში დაადანაშაულა. მისი ინფორმაციით, პაპუაშვილის მკვლელობის საქმეზე ზურაბ ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები დააკავეს, თუმცა, ვაკე-საბურთალოს პროკურატურას იური ვაზაგაშვილმა 70.000 აშშ დოლარი გადაუხადა და ზურაბ ვაზაგაშვილი გაათავისუფლეს.

- ეთერში გამოსვლის შემდეგ მართლა დაგიბარეს პროკურატურაში?

- ამ კვირაში ვარ გამომძიებელთან დაბარებული... შვილი 2003 წლის დეკემბერში მომიკლეს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების სათავეში ახალი მოსული იყო. ამ საქმეში მათი ჩინოვნიკები, პროკურორები და გამომძიებლები ფიგურირებდნენ. როდესაც ზურაბ ვაზაგაშვილი დაიღუპა, ერთ კომპანიაში ვმუშაობდი, რომლის ოფისიც კორტებთან იყო. სპეცოპერაციიდან 15 წუთში ჟურნალისტები კომენტარს მთხოვდნენ. "ნაციონალებს" უნდოდათ, მეყვირა, რა კარგი ქნეს, რომ ბანდიტი და ჩემი შვილის მკვლელი მოკლეს-მეთქი. რომც მეყვირა, ეს საქმე მაინც არ გაიხსნებოდა. ფული ჰქონდათ იური ვაზაგაშვილისგან აღებული და ხომ არ იტყოდნენ ამას. ხმაური მას შემდეგ ავტეხე, რაც "ნაცმოძრაობა" წავიდა ხელისუფლებიდან.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ