მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დარტყმა "კეზერას" კარტელზე?! - მალე კორუფციული სქემა გაიშიფრება
დარტყმა "კეზერას" კარტელზე?! - მალე კორუფციული სქემა გაიშიფრება

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია "აუთ­დორ. ჯის" საქ­მი­ა­ნო­ბას სწავ­ლობს. გა­მო­ძი­ე­ბა კომ­პა­ნი­ის რო­გორც კონ­ტრაქ­ტორ, ისე შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­მო­ძი­ე­ბის დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია, თუმ­ცა, ცნო­ბი­ლია, რომ ეს კომ­პა­ნია, თა­ვის დრო­ზე, ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნი­ლი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბო­და, ისე­ვე რო­გორც კომ­პა­ნია "გალ­ფი" და მისი კონ­ტრაქ­ტო­რი "უნიგ­რუ­პი", რომ­ლებ­შიც ასე­ვე სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რია შე­სუ­ლი.

ის, თუ რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნა და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი გავ­ლე­ნა და ძა­ლა­უფ­ლე­ბა პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის, არა­ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის თემა იყო. თუმ­ცა, მისი ბიზ­ნე­სე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბი­თა და საქ­მი­ა­ნო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი აქამ­დე არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლან.

გარე რეკ­ლა­მა­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მო­ნო­პო­ლია ერთ-ერ­თია იმ სა­ეჭ­ვო სქე­მებს შო­რის, რო­მე­ლიც კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.

დღეს თბი­ლის­ში გარე რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის ექ­სკლუ­ზი­ურ უფ­ლე­ბას, 2021 წლამ­დე, შპს "აუთ­დორ. ჯი" ფლობს, რომ­ლის ერთ-ერთი მფლო­ბე­ლი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი იყო. ერთი კომ­პა­ნი­ის­თვის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბის გა­და­ცე­მი­თა და კონ­კუ­რენ­ტე­ბის ჩა­მო­შო­რე­ბით ვიწ­რო ჯგუ­ფის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა რო­გორც მას­შტა­ბუ­რი სა­რეკ­ლა­მო (მათ შო­რის - პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი­თაც) ბერ­კე­ტე­ბი, ასე­ვე მი­ლი­ო­ნე­ბის შოვ­ნის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

თუმ­ცა, ამას წინ უძღო­და ძალ­ზე სა­ეჭ­ვო მა­ნევ­რე­ბი, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო აუქ­ცი­ო­ნის სა­ხე­ლით "კარ­გად" შე­ი­ფუ­თა. 2009 წლის 6 თე­ბერ­ვალს მე­რი­ამ, რო­მელ­საც უგუ­ლა­ვა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, საკ­რე­ბუ­ლოს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩა­მო­არ­თვა გარე რეკ­ლა­მის რე­გუ­ლი­რე­ბის უფ­ლე­ბა. ამის შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში, თბი­ლი­სის მე­რი­ამ გა­მო­ა­ცხა­და აუქ­ცი­ო­ნი გარე რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა­ზე. აუქ­ცი­ო­ნი 2 აპ­რილს გა­ი­მარ­თა და 3 აპ­რილს მე­რი­ამ უკვე გა­დას­ცა ნე­ბარ­თვა დარ­ღვე­ვე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ აუქ­ცი­ონ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ "აუთ­დორ. ჯისა" და "მაგი სტი­ლი მე­დი­ას". შემ­დეგ კი "მაგი სტი­ლი მე­დი­ამ" გარე რეკ­ლა­მის თა­ვი­სი ნე­ბარ­თვა უსას­ყიდ­ლოდ და­უთ­მო "სმოდ ედ­ვერ­თა­ი­ზინგს", რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, ისევ "აუთ­დორ­თან" ასო­ცირ­დე­ბო­და და ერთი ჰოლ­დინ­გის წევ­რე­ბი იყ­ვნენ. ისე­ვე რო­გორც ბევრ სხვა სფე­რო­ში, მე­რი­ამ გარე რეკ­ლა­მის მო­ნო­პო­ლი­ზე­ბაც მო­ახ­დი­ნა.

გარე რეკ­ლა­მის მსგავ­სად, საკ­მა­ოდ მსუ­ყე ლუკ­მა იყო საწ­ვა­ვის ბა­ზა­რი და შე­სა­ბა­მი­სად, არც ეს გა­მორ­ჩე­ნი­ათ მხედ­ვე­ლო­ბი­დან ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რებს. 2006-2011 წლებ­ში საწ­ვა­ვის სა­ცა­ლო ბა­ზარ­ზე მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის ბრუნ­ვის წილი სა­ერ­თო ბრუნ­ვა­ში 20%-დან 7%-მდე შემ­ცირ­და, სა­მა­გი­ე­როდ, რამ­დე­ნი­მე მო­თა­მა­შე გამ­სხვილ­და. მა­გა­ლი­თად, თუ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე" საწ­ვა­ვით სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბის ბა­ზარ­ზე რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი აგენ­ტი მოქ­მე­დებ­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბი­სას ბა­ზარ­ზე ხუთი დო­მი­ნან­ტი კომ­პა­ნია დარ­ჩა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფა­რუ­ლი (კარ­ტე­ლუ­რი) შე­თან­ხმე­ბის ალ­ბა­თო­ბა მით უფრო დი­დია, რაც უფრო ცოტა ეკო­ნო­მი­კუ­რი აგენ­ტი მოქ­მე­დებს შე­სა­ბა­მის ბა­ზარ­ზე. ამა­ზე ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მა­ნამ­დე კი ის, თუ რო­გორ შე­მო­ვი­და ბა­ზარ­ზე კე­ზე­რაშ­ვი­ლის "გალ­ფი" და რა ფა­სად ჩა­იგ­დო ხელ­ში ბაზ­რის ყვე­ლა­ზე დიდი წილი.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დარტყმა "კეზერას" კარტელზე?! - მალე კორუფციული სქემა გაიშიფრება

დარტყმა "კეზერას" კარტელზე?! - მალე კორუფციული სქემა გაიშიფრება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სარეკლამო კომპანია "აუთდორ. ჯის" საქმიანობას სწავლობს. გამოძიება კომპანიის როგორც კონტრაქტორ, ისე შვილობილ კომპანიებშიც მიმდინარეობს. გამოძიების დეტალები უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ ეს კომპანია, თავის დროზე, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, წითელი ცირკულარით ძებნილი დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდებოდა, ისევე როგორც კომპანია "გალფი" და მისი კონტრაქტორი "უნიგრუპი", რომლებშიც ასევე საგამოძიებო სამსახურია შესული.

ის, თუ როგორ გამოიყენა დავით კეზერაშვილმა თანამდებობრივი გავლენა და ძალაუფლება პირადი კეთილდღეობისთვის, არაერთი ორგანიზაციის კვლევისა და ჟურნალისტური გამოძიების თემა იყო. თუმცა, მისი ბიზნესების წარმომავლობითა და საქმიანობით საგამოძიებო უწყებები აქამდე არ დაინტერესებულან.

გარე რეკლამაზე მოპოვებული მონოპოლია ერთ-ერთია იმ საეჭვო სქემებს შორის, რომელიც კეზერაშვილის სახელს უკავშირდება.

დღეს თბილისში გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას, 2021 წლამდე, შპს "აუთდორ. ჯი" ფლობს, რომლის ერთ-ერთი მფლობელი დავით კეზერაშვილი იყო. ერთი კომპანიისთვის ექსკლუზიური უფლებების გადაცემითა და კონკურენტების ჩამოშორებით ვიწრო ჯგუფის ხელში აღმოჩნდა როგორც მასშტაბური სარეკლამო (მათ შორის - პოლიტიკური მიზნებითაც) ბერკეტები, ასევე მილიონების შოვნის გარანტირებული შესაძლებლობა.

თუმცა, ამას წინ უძღოდა ძალზე საეჭვო მანევრები, რომელიც საჯარო აუქციონის სახელით "კარგად" შეიფუთა. 2009 წლის 6 თებერვალს მერიამ, რომელსაც უგულავა ხელმძღვანელობდა, საკრებულოს, ფაქტობრივად, ჩამოართვა გარე რეკლამის რეგულირების უფლება. ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, თბილისის მერიამ გამოაცხადა აუქციონი გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემაზე. აუქციონი 2 აპრილს გაიმართა და 3 აპრილს მერიამ უკვე გადასცა ნებართვა დარღვევებით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულ "აუთდორ. ჯისა" და "მაგი სტილი მედიას". შემდეგ კი "მაგი სტილი მედიამ" გარე რეკლამის თავისი ნებართვა უსასყიდლოდ დაუთმო "სმოდ ედვერთაიზინგს", რომელიც, თავის მხრივ, ისევ "აუთდორთან" ასოცირდებოდა და ერთი ჰოლდინგის წევრები იყვნენ. ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროში, მერიამ გარე რეკლამის მონოპოლიზებაც მოახდინა.

გარე რეკლამის მსგავსად, საკმაოდ მსუყე ლუკმა იყო საწვავის ბაზარი და შესაბამისად, არც ეს გამორჩენიათ მხედველობიდან ყოფილი ხელისუფლების წევრებს. 2006-2011 წლებში საწვავის საცალო ბაზარზე მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვის წილი საერთო ბრუნვაში 20%-დან 7%-მდე შემცირდა, სამაგიეროდ, რამდენიმე მოთამაშე გამსხვილდა. მაგალითად, თუ "ვარდების რევოლუციამდე" საწვავით საცალო ვაჭრობის ბაზარზე რამდენიმე ათეული ეკონომიკური აგენტი მოქმედებდა, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას ბაზარზე ხუთი დომინანტი კომპანია დარჩა. აღსანიშნავია, რომ ფარული (კარტელური) შეთანხმების ალბათობა მით უფრო დიდია, რაც უფრო ცოტა ეკონომიკური აგენტი მოქმედებს შესაბამის ბაზარზე. ამაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი ის, თუ როგორ შემოვიდა ბაზარზე კეზერაშვილის "გალფი" და რა ფასად ჩაიგდო ხელში ბაზრის ყველაზე დიდი წილი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა