ირმა ჭკადუა - გია სოსანაშვილი ირაკლი ფირცხალავას გარემოცვას წარმოადგენს

ირმა ჭკადუა - გია სოსანაშვილი ირაკლი ფირცხალავას გარემოცვას წარმოადგენს

ადვოკატ ირმა ჭკადუას ინფორმაციით, გია სოსანაშვილის დაკავება მტკიცებულებთა ერთობლიობის საფუძველზე მოხდა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, გია სოსანაშვილის დაკავების საქმეში მტკიცებულებათა ჯაჭვი არსებობს. ადვოკატის განცხადებით, ერთ-ერთი მტკიცებულება, დნმ-ის ანალიზის გარდა, სატელეფონო ზარია, რომელიც დაკავებულმა აფეთქებიდან რამდენიმე წუთში ყარაფილას სასაფლაოდან განახორციელა.

ამასთან, ირმა ჭკადუას ინფორმაციით, გია სოსანაშვილი ირაკლი ფირცხალავას გარემოცვას წარმოადგენს. "უტყუარად არის დადასტურებელი, რომ ეს პიროვნება შემთხვევის ადგილზე იყო. საერთოდ ასე ხდება – ჯერ მკვლელს აკავებენ და შემდეგ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის შემკვეთს დაასახელებს. გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს", - აცხადებს ჭუადუა.

სააგენტოსთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ იდეალური მკვლელობები არ არსებობს და ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა მკვლელი კვალს არ ტოვებს.

"ეს ადამიანი ბოლო წლების განმავლობაში ყველა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდა, მან კარგად იცის იარაღის ხელოვნება. აფეთქების შედეგად, როგორც წესი, შესაძლებელია კვალი წაშლილიყო, მაგრამ ის აბსოლუტურად საღად გადარჩა ე.წ. "სკოჩზე", სადაც იყო დნმ-ი და რამაც პროკურატურა ამ შედეგამდე მიიყვნა", - აცხადებს ირმა ჭკადუა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ