მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი შოთაძე - არიან თვითმხილველები, თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოდან
ირაკლი შოთაძე - არიან თვითმხილველები, თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოდან

არის რამ­დე­ნი­მე თვითმხილ­ვე­ლი იმი­სა, თუ რო­გორ მო­ე­მარ­თე­ბო­და გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი რამ­დენ­ჯერ­მე ყა­რა­ფი­ლას სა­საფ­ლა­ოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან, გა­უკ­ვა­ლავ გზა­ზე, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ ირაკ­ლი შო­თა­ძემ "ტე­ლე­ი­მე­დის" გა­და­ცე­მა "იმე­დის კვი­რა­ში" გა­ა­კე­თა.

შო­თა­ძე სო­სა­ნაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ ალიბს "თი­თი­დან გა­მო­წო­ვილს" უწო­დებს. "იმის მტკი­ცე­ბა, რომ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბის დროს ვი­ღაც სა­სა­დი­ლო­ში იჯდა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ამ ადა­მი­ან­მა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა არ დადო სა­დღაც. სა­ჭი­რო არ არის ამ­ფეთ­ქე­ბე­ლი აფეთ­ქე­ბის მო­მენ­ტში შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­დეს. ეს ალი­ბი თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლია და მას­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად სა­უ­ბა­რი არ შე­იძ­ლე­ბა", - აცხა­დებს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე.

მი­სი­ვე თქმით, არი­ან მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც სო­სა­ნაშ­ვი­ლი ყა­რა­ფი­ლას სა­საფ­ლა­ოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ი­ნა­ხეს.

"ანა­ლი­ზი გა­უ­კეთ­და ან­ძებ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბულ 30-ათა­სამ­დე ზარს. პა­რა­ლე­ლუ­რად ათე­უ­ლო­ბით მოწ­მე და­ი­კი­თხა. რამ­დე­ნი­მე თვითმხილ­ვე­ლია, თუ რო­გორ მო­ე­მარ­თე­ბო­და რამ­დენ­ჯერ­მე გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი ყა­რა­ფი­ლას სა­საფ­ლა­ოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­უკ­ვა­ლავ გზა­ზე. არი­ან თვითმხილ­ვე­ლი მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ადა­მი­ანს იც­ნობ­დნენ. გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი და­ი­ნა­ხეს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 19 იან­ვრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 20 იან­ვრის ჩათ­ვლით. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობ­და შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აც", - აცხა­დებს შო­თა­ძე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამ ეტაპ­ზე ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბის პრო­ცეს­ში სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვა­ზე. შო­თა­ძე იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე სა­უბ­რის­გან კვლავ თავს იკა­ვებს და აცხა­დებს, რომ ერთ-ერთი ვერ­სია არის ის, რომ მომ­ხდა­რი შე­იძ­ლე­ბა ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ირაკლი შოთაძე - არიან თვითმხილველები, თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოდან

ირაკლი შოთაძე - არიან თვითმხილველები, თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოდან

არის რამდენიმე თვითმხილველი იმისა, თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან, გაუკვალავ გზაზე, - აღნიშნული განცხადება მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ "ტელეიმედის" გადაცემა "იმედის კვირაში" გააკეთა.

შოთაძე სოსანაშვილის ადვოკატის მიერ დასახელებულ ალიბს "თითიდან გამოწოვილს" უწოდებს. "იმის მტკიცება, რომ იური ვაზაგაშვილის აფეთქების დროს ვიღაც სასადილოში იჯდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა რამდენიმე საათით ადრე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ დადო სადღაც. საჭირო არ არის ამფეთქებელი აფეთქების მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდეს. ეს ალიბი თითიდან გამოწოვილია და მასზე სერიოზულად საუბარი არ შეიძლება", - აცხადებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე.

მისივე თქმით, არიან მოწმეები, რომლებმაც სოსანაშვილი ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახეს.

"ანალიზი გაუკეთდა ანძებზე დაფიქსირებულ 30-ათასამდე ზარს. პარალელურად ათეულობით მოწმე დაიკითხა. რამდენიმე თვითმხილველია, თუ როგორ მოემართებოდა რამდენჯერმე გია სოსანაშვილი ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაუკვალავ გზაზე. არიან თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც ამ ადამიანს იცნობდნენ. გია სოსანაშვილი დაინახეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე 19 იანვრიდან მოყოლებული 20 იანვრის ჩათვლით. გარდა ამისა, არსებობდა შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციაც", - აცხადებს შოთაძე.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ბრალის წაყენების პროცესში საუბარია მხოლოდ მკვლელობის განზრახვაზე. შოთაძე იური ვაზაგაშვილის აფეთქების მოტივაციაზე საუბრისგან კვლავ თავს იკავებს და აცხადებს, რომ ერთ-ერთი ვერსია არის ის, რომ მომხდარი შეიძლება ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეს უკავშირდებოდეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ