პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო ჯოგლიძე - გია სოსანაშვილმა ირაკლი ფირცხალავას 19 იანვარს დაურეკა
სოსო ჯოგლიძე - გია სოსანაშვილმა ირაკლი ფირცხალავას 19 იანვარს დაურეკა

ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლის მი­ლოც­ვა იყო გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, როცა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა პირ­მა მის ნაც­ნობს, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას გა­და­უ­რე­კა, - ამის შე­სა­ხებ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, სოსო ჯოგ­ლი­ძემ "ტე­ლე­ი­მე­დის" გა­და­ცე­მა "იმე­დის კვი­რა­ში" ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, გია სო­სა­ნაშ­ვილ­მა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას და­უ­რე­კა 19 იან­ვარს, მაგ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვამ მის ზარს არ უპა­სუ­ხა, მე­ო­რე დღეს კი, 20 იან­ვარს, დი­ლით, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ გა­და­რე­კა სო­სა­ნაშ­ვი­ლის ტე­ლე­ფონ­ზე და იკი­თხა თუ ვინ ურე­კავ­და მას.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფირ­მა­ცი­ით, იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში სო­სა­ნაშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად კას­პში, ერთ-ერთ სა­სა­დი­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"რო­დე­საც მოხ­და და­ნა­შა­უ­ლი, გი­ორ­გი სო­სა­ნაშ­ვი­ლი კას­პში, მე­გო­ბარ­თან ერ­თად, ერთ-ერთ სა­სა­დი­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რით მის­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი შვი­ლის საფ­ლავ­ზე აუ­ფეთ­ქე­ბი­ათ. მომ­ხდარ­ში ჩემი დაც­ვის მყოფს არა­ნა­ი­რი წვლი­ლი არ მი­უ­ძღვის. იგი სავ­სე­ბით უდა­ნა­შა­უ­ლოა. ჩემი ალი­ბი არის ის, რომ აღ­ნიშ­ნულ ად­გილ­ზე სო­ფელ­ში, სა­დაც და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და, ის ორი-სამი თვე ჩა­სუ­ლი არ ყო­ფი­ლა. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მისი ახ­ლობ­ლის დე­დის გას­ვე­ნე­ბა­ში ჩა­ვი­და, მას თან პატ­რუ­ლის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი ახ­ლდა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ის ორი პატ­რუ­ლიც და­ი­კი­თხე­ბა, რომ­ლე­ბიც და­ა­დას­ტუ­რე­ბენ იმ ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბას, რომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პირი მა­შინ სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და. ეს არის 19 იან­ვა­რი. ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლის მი­ლოც­ვა იყო სა­ფუძ­ვე­ლი გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­სა, როცა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა პირ­მა გა­და­უ­რე­კა მის ნაც­ნობს, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას, მაგ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვას არ უპა­სუ­ხია. 20-ში დი­ლით გან­ხორ­ცი­ელ­და ზარი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას­გან და მო­ი­კი­თხა, თუ ვინ კი­თხუ­ლობ­და მას. მის­გა­ნაც იყო მი­ლოც­ვის ტექ­სტი. სხვა სა­უ­ბა­რი არ იყო", - გა­ნა­ცხა­და ჯონ­გლი­ძემ "იმე­დის კვი­რა­ში".

იხი­ლეთ ვი­დეო

სოსო ჯოგლიძე - გია სოსანაშვილმა ირაკლი ფირცხალავას 19 იანვარს დაურეკა

სოსო ჯოგლიძე - გია სოსანაშვილმა ირაკლი ფირცხალავას 19 იანვარს დაურეკა

ნათლისღების დღესასწაულის მილოცვა იყო გამოძიების დაწყების საფუძველი, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა მის ნაცნობს, ირაკლი ფირცხალავას გადაურეკა, - ამის შესახებ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გია სოსანაშვილის ადვოკატმა, სოსო ჯოგლიძემ "ტელეიმედის" გადაცემა "იმედის კვირაში" ჩართვისას განაცხადა.

მისი განმარტებით, გია სოსანაშვილმა ირაკლი ფირცხალავას დაურეკა 19 იანვარს, მაგრამ ფირცხალავამ მის ზარს არ უპასუხა, მეორე დღეს კი, 20 იანვარს, დილით, ირაკლი ფირცხალავამ გადარეკა სოსანაშვილის ტელეფონზე და იკითხა თუ ვინ ურეკავდა მას.

ადვოკატის ინფირმაციით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მომენტში სოსანაშვილი პოლიციის თანამშრომელთან ერთად კასპში, ერთ-ერთ სასადილოში იმყოფებოდა.

"როდესაც მოხდა დანაშაული, გიორგი სოსანაშვილი კასპში, მეგობართან ერთად, ერთ-ერთ სასადილოში იმყოფებოდა, სადაც სატელეფონო ზარით მისთვის გახდა ცნობილი, რომ იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აუფეთქებიათ. მომხდარში ჩემი დაცვის მყოფს არანაირი წვლილი არ მიუძღვის. იგი სავსებით უდანაშაულოა. ჩემი ალიბი არის ის, რომ აღნიშნულ ადგილზე სოფელში, სადაც დანაშაული მოხდა, ის ორი-სამი თვე ჩასული არ ყოფილა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მისი ახლობლის დედის გასვენებაში ჩავიდა, მას თან პატრულის ორი თანამშრომელი ახლდა, აქედან გამომდინარე ის ორი პატრულიც დაიკითხება, რომლებიც დაადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მაშინ სახლში იმყოფებოდა. ეს არის 19 იანვარი. ნათლისღების დღესასწაულის მილოცვა იყო საფუძველი გამოძიების დაწყებისა, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა გადაურეკა მის ნაცნობს, ირაკლი ფირცხალავას, მაგრამ ფირცხალავას არ უპასუხია. 20-ში დილით განხორციელდა ზარი ირაკლი ფირცხალავასგან და მოიკითხა, თუ ვინ კითხულობდა მას. მისგანაც იყო მილოცვის ტექსტი. სხვა საუბარი არ იყო", - განაცხადა ჯონგლიძემ "იმედის კვირაში".

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ