საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი - არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც გია სოსანაშვილის უდანაშაულობას დაამტკიცებს
ადვოკატი - არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც გია სოსანაშვილის უდანაშაულობას დაამტკიცებს

გია სო­სა­ნაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, სოსო ჯოგ­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი არ მო­უკ­ლავს. ამის შე­სა­ხებ ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბი­დან გა­მო­სულ­მა ად­ვო­კატ­მა "რუს­თა­ვი 2"-ს გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც ის სო­სა­ნაშ­ვილს შეხ­ვდა.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­სა­ნაშ­ვი­ლის­თვის ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამ დრომ­დე არ წა­რუდ­გე­ნი­ათ და მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს. "მის მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი არ არის ჩა­დე­ნი­ლი. ეს არის ყვე­ლა­ფე­რი თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი. არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას და­ამ­ტკი­ცებს. რო­დე­საც გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იყო ზა­რე­ბი, რა დროს სად იმ­ყო­ფე­ბო­და ამის მოწ­მე­ე­ბი არ­სე­ბო­ბენ", - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა დნმ-ის ანა­ლიზს, ჯოგ­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ხელ­ყუმ­ბა­რა­ზე აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად იმ­ხე­ლა სიმ­ხურ­ვა­ლე წარ­მო­იქ­მნე­ბო­და, რომ დნმ-ის ანა­ლი­ზის კვა­ლის აღ­მო­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და.

კი­თხვა­ზე, რა ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და გია სო­სა­ნაშ­ვილს ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას­თან, ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "ერ­თმა­ნეთს იც­ნობ­ნენ უბ­რა­ლოდ".

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ, კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლი იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნი პირი და­კა­ვე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა იუ­წყე­ბა.

კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლია პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი. "სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ 2015 წლის 20 იან­ვარს, ახ­ლობ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე, კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში ჩა­სუ­ლი იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი მი­ვი­და სა­კუ­თა­რი შვი­ლის ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საფ­ლავ­ზე, სა­დაც იგი სა­საფ­ლა­ო­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ამო­ღე­ბუ­ლი იქნა საფ­ლავ­ზე აფეთ­ქე­ბუ­ლი ხელ­ყუმ­ბა­რის ნა­წი­ლი ე.წ. "ფა­ლი­ის სა­ხე­ლუ­რი", რო­მელ­ზე­დაც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზით აღ­მო­ჩე­ნილ იქნა ადა­მი­ა­ნის დნმ-ის კვა­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბით გა­და­მოწ­მდა მო­ბი­ლუ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო ოპე­რა­ტო­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე ან­ძებ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი აბო­ნენ­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბა, და­ი­კი­თხა ათე­უ­ლო­ბით მოწ­მე, გა­ნი­სა­ზღვრა და­ნა­შა­უ­ლის შე­საძ­ლო ჩამ­დენ პირ­თა წრე, რო­მელ­თა მი­მართ სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ი­სა და კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტთან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, 2015 წლის 19-20 იან­ვარს იმ­ყო­ფე­ბო­და კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და რომ­ლის დნმ-ი გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, და­ემ­თხვა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან (ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საფ­ლა­ვი) ამო­ღე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ფა­ლი­ის სა­ხე­ლურ­ზე აღ­მო­ჩე­ნილ დნმ-ს. ამ­დე­ნად, უტყუ­ა­რად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი მოკ­ლუ­ლი იქნა გია სო­სა­ნაშ­ვი­ლის მიერ საფ­ლავ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ხელ­ყუმ­ბა­რის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლი­სი­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 11-დან 14 წლამ­დე ვა­დით", - აცხა­დე­ბენ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ადვოკატი - არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც გია სოსანაშვილის უდანაშაულობას დაამტკიცებს

ადვოკატი - არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც გია სოსანაშვილის უდანაშაულობას დაამტკიცებს

გია სოსანაშვილის ადვოკატის, სოსო ჯოგლიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს იური ვაზაგაშვილი არ მოუკლავს. ამის შესახებ ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსულმა ადვოკატმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, სადაც ის სოსანაშვილს შეხვდა.

ადვოკატის ინფორმაციით, სოსანაშვილისთვის ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წარუდგენიათ და მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. "მის მიერ აღნიშნული დანაშაული არ არის ჩადენილი. ეს არის ყველაფერი თითიდან გამოწოვილი. არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებს. როდესაც განხორციელებული იყო ზარები, რა დროს სად იმყოფებოდა ამის მოწმეები არსებობენ", - აღნიშნა ადვოკატმა.

რაც შეეხება დნმ-ის ანალიზს, ჯოგლიძის განცხადებით, ხელყუმბარაზე აფეთქების შედეგად იმხელა სიმხურვალე წარმოიქმნებოდა, რომ დნმ-ის ანალიზის კვალის აღმოჩენა შეუძლებელი გახდებოდა.

კითხვაზე, რა ურთიერთობა ჰქონდა გია სოსანაშვილს ირაკლი ფირცხალავასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ "ერთმანეთს იცნობნენ უბრალოდ".

საქართველოს პროკურატურის მიერ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია, - ამის შესახებ მთავარი პროკურატურა იუწყება.

კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი. "საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც იგი სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. "ფალიის სახელური", რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილ იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი.

გამოძიებით გადამოწმდა მობილური სატელეფონო ოპერატორების მომსახურე ანძებზე დაფიქსირებული აბონენტების ვინაობა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, განისაზღვრა დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთა წრე, რომელთა მიმართ საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, რომელიც როგორც გამოძიებით დადგინდა, 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და რომლის დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს. ამდენად, უტყუარად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ საფლავზე დამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქების შედეგად.

საქმეზე გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ