პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია სოსანაშვილი ვაზაგაშვილის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ყარაფილას მეზობელ სოფელში მშობლების სახლში იმყოფებოდა
გია სოსანაშვილი ვაზაგაშვილის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ყარაფილას მეზობელ სოფელში მშობლების სახლში იმყოფებოდა

სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­კო­რინ­თლოს მცხოვ­რე­ბია. სო­ფე­ლი სა­კო­რინ­თლო ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას ესა­ზღვრე­ბა ისე­ვე, რო­გორც სო­ფე­ლი ყა­რა­ფი­ლა და ამ სოფ­ლებს შო­რის და­შო­რე­ბა სულ 2-3 კი­ლო­მეტ­რია.

ყა­რა­ფი­ლა­სა და სა­კო­რინ­თლოს შო­რის სხვა და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი არ არ­სე­ბობს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ფე­ხით ნე­ბის­მი­ე­რი პირი და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუთ­ში გა­და­ვა ერთი სოფ­ლი­დან მე­ო­რე­ში.

წუ­ხელ მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩხრე­კა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სო­ფელ სა­კო­რინ­თლო­ში, გია სო­სა­ნაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წალ­კის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრო­მე­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი სო­ფელ­ში მშობ­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად თვე­ში და­ახ­ლო­ე­ბით ორ­ჯერ ჩა­დი­ო­და. და­კა­ვე­ბუ­ლის დედა და­რე­ჯან სო­სა­ნაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ შვი­ლი ბო­ლოს 18 და 19 იან­ვარს იმ­ყო­ფე­ბო­და სო­ფელ სა­კო­რინ­თლო­ში, იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბამ­დე ერთი დღით ადრე.

"ჩემი შვი­ლი 18-ში ჩა­მო­ვი­და და 19 იან­ვარს წა­ვი­და სახ­ლი­დან. მას შემ­დეგ აღარ მი­ნა­ხავს. წუ­ხან­დე­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, ჩვენს ეზო­ში მდე­ბა­რე სა­თავ­სოს სა­ხუ­რა­ვი­დან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სამი ცალი ხელ­ყუმ­ბა­რა ამო­ი­ღეს. სა­მი­ვე მათ­გა­ნი, რო­გორც ჩანს, ძვე­ლი მო­ტა­ნი­ლი იყო, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ცე­ლო­ფა­ნი, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­ყუმ­ბა­რე­ბი ეწყო, თაგ­ვე­ბის­გან იყო შეჭ­მუ­ლი", - აცხა­დებს და­კა­ვე­ბუ­ლის დედა და­რე­ჯან სო­სა­ნაშ­ვი­ლი.

გია სო­სა­ნაშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბი ვერც ადას­ტუ­რე­ბენ და ვერც უარ­ყო­ფენ იმ ფაქტს, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი მათ შვილს ჩა­ე­დი­ნა. გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი წლე­ბია პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობს. მშობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სახ­ლში იგი ხში­რად ინა­ხავ­და სხვა­დას­ხვა ტი­პის ცე­ცხლსას­როლ ია­რაღს. მათ შო­რის, რო­გორც მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, სახ­ლში სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში მი­ტა­ნი­ლი ჰქონ­და ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღიც, "კა­რა­ბი­ნის" სის­ტე­მის ია­რა­ღიც და ხელ­ყუმ­ბა­რე­ბიც. თუმ­ცა ოჯა­ხის წევ­რე­ბი იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ისე­ვე, რო­გორც ე. წ. სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლის სხვა მცხოვ­რებ­ლებს, ამ ოჯახ­შიც ია­რა­ღის შე­ნახ­ვა უცხო არ იყო.

რო­გორც გია სო­სა­ნაშ­ვი­ლის მამა აკა­კი სო­სა­ნაშ­ვი­ლი აცხა­დებს, თუ ნამ­დვი­ლად დად­გინ­დე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი მის­მა შვილ­მა ჩა­ი­დი­ნა, სა­ერ­თოდ არას­დროს აღარ ნა­ხავს.

გია სო­სა­ნაშ­ვი­ლის დედა და­რე­ჯან სო­სა­ნაშ­ვი­ლი კი ვა­რა­უ­დობს, რომ თუ არ­სე­ბობს უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ აფეთ­ქე­ბა მის­მა შვილ­მა მო­ა­წყო, ეს აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ჯგუფ­თან ერ­თად ჩა­დე­ნი­ლი ან კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის­გან დაკ­ვე­თით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. თუმ­ცა და­რე­ჯან სო­სა­ნაშ­ვი­ლი ვე­რა­ფერს ამ­ბობს, ვის­თან ერ­თად შე­იძ­ლე­ბო­და მის შვილს ეს და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ე­დი­ნა, ან ვისი დაკ­ვე­თით შე­იძ­ლე­ბო­და ჩა­ე­დი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა სო­ფელ ყა­რა­ფი­ლას, ყა­რა­ფი­ლა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ უკვე იცი­ან და იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი წალ­კის პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბამ­დე, და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ სწო­რედ ამ სო­ფელ­ში, ყა­რა­ფი­ლა­ში მუ­შა­ობ­და და პატ­რუ­ლი­რე­ბის ჯგუფ­თან ერ­თად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, სო­ფელ­ში ვე­რა­ფერს ამ­ბო­ბენ, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ აღ­ნიშ­ნულ პირს ჩა­ე­დი­ნა ეს და­ნა­შა­უ­ლი, თუმ­ცა იმას ადას­ტუ­რე­ბენ, რომ გია სო­სა­ნაშ­ვილ­მა ეს სო­ფე­ლი და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია საკ­მა­ოდ კარ­გად იცო­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გია სოსანაშვილი ვაზაგაშვილის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ყარაფილას მეზობელ სოფელში მშობლების სახლში იმყოფებოდა

გია სოსანაშვილი ვაზაგაშვილის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ყარაფილას მეზობელ სოფელში მშობლების სახლში იმყოფებოდა

სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტზე ბრალდებული გია სოსანაშვილი კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოს მცხოვრებია. სოფელი საკორინთლო ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება ისევე, როგორც სოფელი ყარაფილა და ამ სოფლებს შორის დაშორება სულ 2-3 კილომეტრია.

ყარაფილასა და საკორინთლოს შორის სხვა დასახლებული პუნქტი არ არსებობს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ფეხით ნებისმიერი პირი დაახლოებით 10 წუთში გადავა ერთი სოფლიდან მეორეში.

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ჩხრეკა მიმდინარეობდა სოფელ საკორინთლოში, გია სოსანაშვილის საცხოვრებელ სახლში. შინაგან საქმეთა სამინისტროს წალკის სამმართველოს თანამშრომელი გია სოსანაშვილი სოფელში მშობლების სანახავად თვეში დაახლოებით ორჯერ ჩადიოდა. დაკავებულის დედა დარეჯან სოსანაშვილი აცხადებს, რომ შვილი ბოლოს 18 და 19 იანვარს იმყოფებოდა სოფელ საკორინთლოში, იური ვაზაგაშვილის აფეთქებამდე ერთი დღით ადრე.

"ჩემი შვილი 18-ში ჩამოვიდა და 19 იანვარს წავიდა სახლიდან. მას შემდეგ აღარ მინახავს. წუხანდელი ჩხრეკის შედეგად, ჩვენს ეზოში მდებარე სათავსოს სახურავიდან სამართალდამცველებმა სამი ცალი ხელყუმბარა ამოიღეს. სამივე მათგანი, როგორც ჩანს, ძველი მოტანილი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ცელოფანი, რომელშიც აღნიშნული ხელყუმბარები ეწყო, თაგვებისგან იყო შეჭმული", - აცხადებს დაკავებულის დედა დარეჯან სოსანაშვილი.

გია სოსანაშვილის მშობლები ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ იმ ფაქტს, შესაძლებელი იყო თუ არა აღნიშნული დანაშაული მათ შვილს ჩაედინა. გია სოსანაშვილი წლებია პოლიციაში მუშაობს. მშობლების განცხადებით, სახლში იგი ხშირად ინახავდა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლ იარაღს. მათ შორის, როგორც მშობლები ამბობენ, სახლში სხვადასხვა პერიოდში მიტანილი ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიც, "კარაბინის" სისტემის იარაღიც და ხელყუმბარებიც. თუმცა ოჯახის წევრები იმასაც ამბობენ, რომ ისევე, როგორც ე. წ. საზღვრისპირა სოფლის სხვა მცხოვრებლებს, ამ ოჯახშიც იარაღის შენახვა უცხო არ იყო.

როგორც გია სოსანაშვილის მამა აკაკი სოსანაშვილი აცხადებს, თუ ნამდვილად დადგინდება, რომ აღნიშნული დანაშაული მისმა შვილმა ჩაიდინა, საერთოდ არასდროს აღარ ნახავს.

გია სოსანაშვილის დედა დარეჯან სოსანაშვილი კი ვარაუდობს, რომ თუ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ აფეთქება მისმა შვილმა მოაწყო, ეს აუცილებლად იქნება ჯგუფთან ერთად ჩადენილი ან კონკრეტული პირებისგან დაკვეთით ჩადენილი დანაშაული. თუმცა დარეჯან სოსანაშვილი ვერაფერს ამბობს, ვისთან ერთად შეიძლებოდა მის შვილს ეს დანაშაული ჩაედინა, ან ვისი დაკვეთით შეიძლებოდა ჩაედინა.

რაც შეეხება სოფელ ყარაფილას, ყარაფილაში ბრალდებულის დაკავების შესახებ უკვე იციან და იმასაც ამბობენ, რომ გია სოსანაშვილი წალკის პოლიციაში მუშაობის დაწყებამდე, დაახლოებით ორი წლის წინ სწორედ ამ სოფელში, ყარაფილაში მუშაობდა და პატრულირების ჯგუფთან ერთად გადაადგილდებოდა. შესაბამისად, სოფელში ვერაფერს ამბობენ, რამდენად შესაძლებელია, რომ აღნიშნულ პირს ჩაედინა ეს დანაშაული, თუმცა იმას ადასტურებენ, რომ გია სოსანაშვილმა ეს სოფელი და მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ კარგად იცოდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ