სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირადი შურისძიება გამორიცხულია" - ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი გია სოსანაშვილის დაკავების შესახებ
"პირადი შურისძიება გამორიცხულია" - ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი გია სოსანაშვილის დაკავების შესახებ

იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი, გაგი მო­სი­აშ­ვი­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლის მხრი­დან იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მი­მართ პი­რად შუ­რის­ძი­ე­ბას გა­მო­რი­ცხავს. ამის შე­სა­ხებ გაგი მო­სი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­ნუ­ცხა­და.

"პი­რა­დი შუ­რის­ძი­ე­ბა ამ პი­როვ­ნე­ბის მხრი­დან იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მი­მართ ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლია. სხვა და­ნარ­ჩენ კი­თხვა­ზე პა­სუხს ალ­ბათ გა­მო­ძი­ე­ბა გას­ცემს. დამ­კვე­თიც, შემ­სრუ­ლე­ბე­ლიც, აღმსრუ­ლე­ბე­ლიც და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც არის და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო გუნ­დმა შეძ­ლო ის, რომ აღმსრუ­ლე­ბე­ლი და­ა­კა­ვა, ხოლო სხვა და­ნარ­ჩენ პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა თქმა უნდა გა­მო­ძი­ე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის იმე­დი მაქვს", -აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ, კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლი იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნი პირი და­კა­ვე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა იუ­წყე­ბა.

კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლია პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი. "სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ 2015 წლის 20 იან­ვარს, ახ­ლობ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე, კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში ჩა­სუ­ლი იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი მი­ვი­და სა­კუ­თა­რი შვი­ლის ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საფ­ლავ­ზე, სა­დაც იგი სა­საფ­ლა­ო­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ამო­ღე­ბუ­ლი იქნა საფ­ლავ­ზე აფეთ­ქე­ბუ­ლი ხელ­ყუმ­ბა­რის ნა­წი­ლი ე.წ. "ფა­ლი­ის სა­ხე­ლუ­რი", რო­მელ­ზე­დაც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზით აღ­მო­ჩე­ნილ იქნა ადა­მი­ა­ნის დნმ-ის კვა­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბით გა­და­მოწ­მდა მო­ბი­ლუ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო ოპე­რა­ტო­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე ან­ძებ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი აბო­ნენ­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბა, და­ი­კი­თხა ათე­უ­ლო­ბით მოწ­მე, გა­ნი­სა­ზღვრა და­ნა­შა­უ­ლის შე­საძ­ლო ჩამ­დენ პირ­თა წრე, რო­მელ­თა მი­მართ სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ი­სა და კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტთან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, 2015 წლის 19-20 იან­ვარს იმ­ყო­ფე­ბო­და კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და რომ­ლის დნმ-ი გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, და­ემ­თხვა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან (ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საფ­ლა­ვი) ამო­ღე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ფა­ლი­ის სა­ხე­ლურ­ზე აღ­მო­ჩე­ნილ დნმ-ს. ამ­დე­ნად, უტყუ­ა­რად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი მოკ­ლუ­ლი იქნა გია სო­სა­ნაშ­ვი­ლის მიერ საფ­ლავ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ხელ­ყუმ­ბა­რის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლი­სი­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 11-დან 14 წლამ­დე ვა­დით", - აცხა­დე­ბენ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ასე­ვე: ვინ არის იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი - პრო­კუ­რა­ტუ­რა მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვის შე­სა­ხებ

ირაკ­ლი შო­თა­ძე - "იზო­ლენ­ტის" წე­ბო­ვან­მა გარსმა უზ­რუნ­ველ­ყო ის, რომ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლის დნმ-ის კვა­ლი დარ­ჩა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"პირადი შურისძიება გამორიცხულია" - ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი გია სოსანაშვილის დაკავების შესახებ

"პირადი შურისძიება გამორიცხულია" - ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი გია სოსანაშვილის დაკავების შესახებ

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი გია სოსანაშვილის მხრიდან იური ვაზაგაშვილის მიმართ პირად შურისძიებას გამორიცხავს. ამის შესახებ გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს პროკურატურასთან განუცხადა.

"პირადი შურისძიება ამ პიროვნების მხრიდან იური ვაზაგაშვილის მიმართ ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გამორიცხულია. სხვა დანარჩენ კითხვაზე პასუხს ალბათ გამოძიება გასცემს. დამკვეთიც, შემსრულებელიც, აღმსრულებელიც და ორგანიზატორიც არის დანაშაულის ჩამდენი პირები. დღეის მდგომარეობით, საგამოძიებო გუნდმა შეძლო ის, რომ აღმსრულებელი დააკავა, ხოლო სხვა დანარჩენ პირებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა გამოძიების ეფექტურობის იმედი მაქვს", -აღნიშნა ადვოკატმა.

საქართველოს პროკურატურის მიერ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია, - ამის შესახებ მთავარი პროკურატურა იუწყება.

კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი. "საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც იგი სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. "ფალიის სახელური", რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილ იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი.

გამოძიებით გადამოწმდა მობილური სატელეფონო ოპერატორების მომსახურე ანძებზე დაფიქსირებული აბონენტების ვინაობა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, განისაზღვრა დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთა წრე, რომელთა მიმართ საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, რომელიც როგორც გამოძიებით დადგინდა, 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და რომლის დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს. ამდენად, უტყუარად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ საფლავზე დამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქების შედეგად.

საქმეზე გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: ვინ არის იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული გია სოსანაშვილი - პროკურატურა მკვლელობის მოტივის შესახებ

ირაკლი შოთაძე - "იზოლენტის" წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელის დნმ-ის კვალი დარჩა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ