Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული გია სოსანაშვილი - პროკურატურა მკვლელობის მოტივის შესახებ
ვინ არის იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული გია სოსანაშვილი - პროკურატურა მკვლელობის მოტივის შესახებ

ბოლო გა­ნახ­ლე­ბა: "პი­რა­დი შუ­რის­ძი­ე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია" - ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ

ირაკ­ლი შო­თა­ძე - "იზო­ლენ­ტის" წე­ბო­ვან­მა გარსმა უზ­რუნ­ველ­ყო ის, რომ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლის დნმ-ის კვა­ლი დარ­ჩა

იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პირი მოქ­მე­დი პო­ლი­ცი­ე­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლია, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­გან­გე­ბოდ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლემ ირაკ­ლი შო­თა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­ტივს, შო­თა­ძემ გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა. ამ კონ­ტექ­სტში მან მხო­ლოდ ის გა­ნა­ცხა­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლია ამ­ფეთ­ქე­ბე­ლი, რო­მელ­მაც უშუ­ა­ლოდ დადო ხელ­ყუმ­ბა­რა, მაგ­რამ დამ­კვე­თებ­ზე ვერ ისა­უბ­რებს.

"გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. მო­ტივ­თან და ამ პი­როვ­ნე­ბის ქმე­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მთე­ლი რიგი ვერ­სი­ე­ბი არ­სე­ბობს, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთხოვთ, გა­მო­ი­ჩი­ნოს მოთ­მი­ნე­ბა, რათა გა­მო­ძი­ე­ბამ არ­სე­ბულ კი­თხვებს გას­ცეს პა­სუ­ხი", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ირაკ­ლი შო­თა­ძემ.

ამას­თან, გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი ბრალს არ აღი­ა­რებს. რო­გორც ირაკ­ლი შო­თა­ძემ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, დნმ-ის კვა­ლი იმ­დე­ნად მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა, რომ ის 100%-ით უტყუ­ა­რია და მეც­ნი­ე­რუ­ლად მისი სა­ეჭ­ვოდ გახ­დო­მა, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

გია სო­სა­ნაშ­ვილს გა­მო­ძი­ე­ბა ბრალს დღეს­ვე წა­რუდ­გეს და სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ სა­სა­მარ­თლოს მის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თავს.

შო­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი წალ­კის რა­ი­ონ­ში პო­ლი­ცი­ის ერთ-ერთი რი­გი­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო და ის გუ­შინ და­ა­კა­ვეს.

მი­სი­ვე ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა, მათ შო­რის ერთ-ერთი ვერ­სია ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ 2015 წლის 20 იან­ვარს, ახ­ლობ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე, კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში ჩა­სუ­ლი იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი მი­ვი­და სა­კუ­თა­რი შვი­ლის, ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საფ­ლავ­ზე, სა­დაც იგი სა­საფ­ლა­ო­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ამო­ღე­ბუ­ლი იქნა საფ­ლავ­ზე აფეთ­ქე­ბუ­ლი ხელ­ყუმ­ბა­რის ნა­წი­ლი ე.წ. "ფა­ლი­ის სა­ხე­ლუ­რი", რო­მელ­ზე­დაც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზით აღ­მო­ჩე­ნილ იქნა ადა­მი­ა­ნის დნმ-ის კვა­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბით გა­და­მოწ­მდა მო­ბი­ლუ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო ოპე­რა­ტო­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე ან­ძებ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი აბო­ნენ­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბა, და­ი­კი­თხა ათე­უ­ლო­ბით მოწ­მე, გა­ნი­სა­ზღვრა და­ნა­შა­უ­ლის შე­საძ­ლო ჩამ­დენ პირ­თა წრე, რო­მელ­თა მი­მართ სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ი­სა და კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტთან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, 2015 წლის 19-20 იან­ვარს იმ­ყო­ფე­ბო­და კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და რომ­ლის დნმ-ი გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, და­ემ­თხვა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან (ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საფ­ლა­ვი) ამო­ღე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ფა­ლი­ის სა­ხე­ლურ­ზე აღ­მო­ჩე­ნილ დნმ-ს. ამ­დე­ნად, უტყუ­ა­რად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი მოკ­ლუ­ლი იქნა გია სო­სა­ნაშ­ვი­ლის მიერ საფ­ლავ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ხელ­ყუმ­ბა­რის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზარხ მკვლე­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლი­სი­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 11-დან 14 წლამ­დე ვა­დით", - აცხა­დე­ბენ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ვი­დეო: მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლი და­ა­კა­ვა - ბრალ­დე­ბუ­ლი რი­გი­თი პო­ლი­ცი­ე­ლია

რა შეც­დო­მა და­უშ­ვა იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლელ­მა, რის მი­ხედ­ვი­თაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი კვალ­ზე გა­ვიდ­ნენ

ვინ არის იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული გია სოსანაშვილი - პროკურატურა მკვლელობის მოტივის შესახებ

ვინ არის იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული გია სოსანაშვილი - პროკურატურა მკვლელობის მოტივის შესახებ

ბოლო განახლება: "პირადი შურისძიება გამორიცხულია" - ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი გია სოსანაშვილის დაკავების შესახებ

ირაკლი შოთაძე - "იზოლენტის" წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელის დნმ-ის კვალი დარჩა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებული პირი მოქმედი პოლიციელი გია სოსანაშვილია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განუცხადა.

რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის მოტივს, შოთაძემ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, განმარტებების გაკეთებისგან თავი შეიკავა. ამ კონტექსტში მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ დაკავებულია ამფეთქებელი, რომელმაც უშუალოდ დადო ხელყუმბარა, მაგრამ დამკვეთებზე ვერ ისაუბრებს.

"გამოძიება გრძელდება. მოტივთან და ამ პიროვნების ქმედებასთან დაკავშირებით მთელი რიგი ვერსიები არსებობს, მაგრამ საზოგადოებას ვთხოვთ, გამოიჩინოს მოთმინება, რათა გამოძიებამ არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი შოთაძემ.

ამასთან, გია სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს. როგორც ირაკლი შოთაძემ ხაზგასმით აღნიშნა, დნმ-ის კვალი იმდენად მყარი მტკიცებულებაა, რომ ის 100%-ით უტყუარია და მეცნიერულად მისი საეჭვოდ გახდომა, შეუძლებელია.

გია სოსანაშვილს გამოძიება ბრალს დღესვე წარუდგეს და სავარაუდოდ, ხვალ სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.

შოთაძის განცხადებით, გია სოსანაშვილი წალკის რაიონში პოლიციის ერთ-ერთი რიგითი თანამშრომელი იყო და ის გუშინ დააკავეს.

მისივე ცნობით, მიმდინარეობს რამდენიმე ვერსიაზე მუშაობა, მათ შორის ერთ-ერთი ვერსია ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას უკავშირდება.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც იგი სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. "ფალიის სახელური", რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილ იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი.

გამოძიებით გადამოწმდა მობილური სატელეფონო ოპერატორების მომსახურე ანძებზე დაფიქსირებული აბონენტების ვინაობა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, განისაზღვრა დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთა წრე, რომელთა მიმართ საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, რომელიც როგორც გამოძიებით დადგინდა, 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და რომლის დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს. ამდენად, უტყუარად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ საფლავზე დამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქების შედეგად.

საქმეზე გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზარხ მკვლელობის კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო: მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელი დააკავა - ბრალდებული რიგითი პოლიციელია

რა შეცდომა დაუშვა იური ვაზაგაშვილის მკვლელმა, რის მიხედვითაც სამართალდამცველები კვალზე გავიდნენ

"რთული პაროლი ექნებოდა... საიდუმლო თუ ჰქონდა, კომპიუტერში არ შეინახავდა" - რას ამბობს კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი წაშლილ ფაილებზე

"ყველა ინფორმაცია, რომელიც სოციალური ქსელებიდანაა წაშლილი, აღდგება" - რაზე მიიღო პასუხი აშშ-დან ბაჩალიაშვილის ოჯახმა

"ყვიროდა, ყველანი მოვკვდებით, აქ ვერ გადავრჩებითო" - რას ჰყვება თვითმხილველი ბათუმის საკარანტინე სივრცეში მომხდარ ამბავზე