პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა შუაშია მომწონდა თუ - არა მიხეილ სააკაშვილი?!" - ვინ აიძულებს იტალიელ დირიჟორს წავიდეს საქართველოდან
"რა შუაშია მომწონდა თუ - არა მიხეილ სააკაშვილი?!" - ვინ აიძულებს იტალიელ დირიჟორს წავიდეს საქართველოდან

თბი­ლი­სის ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის მთა­ვარ­მა დი­რი­ჟორ­მა ჯან­ლუ­კა მარ­ჩა­ნომ თე­ატ­რის და­ტო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა. თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა და­ვით კინ­წუ­რაშ­ვილ­მა ბოლო ხანს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა და დი­რი­ჟორ ჯან­ლუ­კა მარ­ჩა­ნო­სა და თე­ატრს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხებ­ზეც ილა­პა­რა­კა. "ჯან­ლუ­კა მარ­ჩი­ა­ნოს­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბი, კერ­ძოდ ჰო­ნო­რა­რის რა­ო­დე­ნო­ბა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი. მან თე­ატ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მოს­თხო­ვა კონ­ტრაქ­ტში ისე­თი უფ­ლე­ბე­ბის ასახ­ვა, რაც თე­ატ­რე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის თა­ნახ­მად სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის პრე­რო­გა­ტი­ვაა". - აცხა­დებს და­ვით კინ­წუ­რაშ­ვი­ლი. ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჯან­ლუ­კა მარ­ჩი­ა­ნომ დე­ტა­ლუ­რად ილა­პა­რა­კა იმ მი­ზე­ზებ­ზე, თუ რა­ტომ ტო­ვებს თბი­ლი­სის ოპე­რის თე­ატრს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი, რად­გან მჯე­რო­და იმ პრო­ექტს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ო­პე­რო ცენ­ტრად აქ­ცევ­და. მი­იჩ­ნე­ვა, რომ ქარ­თუ­ლი სა­ო­პე­რო სკო­ლა წამ­ყვა­ნია მსოფ­ლი­ო­ში და მო­მი­ხა­რო­და აქ ჩა­მოს­ვლა. ჩა­მო­ვე­დი 2010 წელს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო პროგ­რე­სის მა­გა­ლი­თი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ახლა დიდი და ღრმა სტაგ­ნა­ცი­აა. დიდი შეც­დო­მაა ახა­ლი კა­ნო­ნი თე­ატ­რის შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლიც ხდე­ბა. თქვენ გქონ­დათ შე­სა­ნიშ­ნა­ვი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბით იყო შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­უძ­ლებ­ლია გეგ­მის წი­ნას­წარ და­წე­რა - ყვე­ლა­ფე­რი 1-2 თვით ადრე იგეგ­მე­ბა, ხოლო სე­რი­ო­ზუ­ლი მსოფ­ლიო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ყვე­ლა­ფერს მი­ნი­მუმ 1-2 წლით ადრე გეგ­მა­ვენ. დღემ­დე არ ვიცი, რო­დის იხ­სნე­ბა სე­ზო­ნი თე­ატ­რში. თე­ატ­რში ძალ­ზე დაკ­ნინ­და კონ­ცერ­ტმა­ის­ტე­რის უფ­ლე­ბე­ბი.

- კულ­ტუ­რის მი­ნისტრს არ შეხ­ვდით?

- ვცა­დე, თუმ­ცა ამის შან­სი არაფ­რით მო­მე­ცა. მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა უკი­დუ­რე­სად რთუ­ლია. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში ვე­რა­ვინ ვნა­ხე, რო­მელ­მაც ოპე­რის შე­სა­ხებ რა­ი­მე იცის. ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რო­გორ შეძ­ლე­ბენ ისი­ნი ოპე­რა­ზე ზრუნ­ვას. პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის კონ­ცერ­ტზე ვი­დი­რი­ჟო­რებ და ეს იქ­ნე­ბა ჩემი დამ­შვი­დო­ბე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან. სა­ქარ­თვე­ლო დარ­ჩე­ბა ჩემს გულ­სა და გო­ნე­ბა­ში, იმ ქარ­თვე­ლე­ბის მსგავ­სად, რომ­ლე­ბიც ახლა ქვე­ყა­ნა­ში არ არი­ან, მაგ­რამ უყ­ვართ სამ­შობ­ლო და ენატ­რე­ბათ.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

რუბრიკის სხვა სიახლეები

"რა შუაშია მომწონდა თუ - არა მიხეილ სააკაშვილი?!" - ვინ აიძულებს იტალიელ დირიჟორს წავიდეს საქართველოდან

"რა შუაშია მომწონდა თუ - არა მიხეილ სააკაშვილი?!" - ვინ აიძულებს იტალიელ დირიჟორს წავიდეს საქართველოდან

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარმა დირიჟორმა ჯანლუკა მარჩანომ თეატრის დატოვება გადაწყვიტა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების თაობაზე პრესკონფერენცია გამართა და დირიჟორ ჯანლუკა მარჩანოსა და თეატრს შორის თანამშრომლობის საკითხებზეც ილაპარაკა. "ჯანლუკა მარჩიანოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა კონტრაქტის პირობები, კერძოდ ჰონორარის რაოდენობა და უფლებამოსილებები. მან თეატრის ადმინისტრაციას მოსთხოვა კონტრაქტში ისეთი უფლებების ასახვა, რაც თეატრების შესახებ კანონის თანახმად სამხატვრო ხელმძღვანელის პრეროგატივაა". - აცხადებს დავით კინწურაშვილი. ჩვენთან ინტერვიუში ჯანლუკა მარჩიანომ დეტალურად ილაპარაკა იმ მიზეზებზე, თუ რატომ ტოვებს თბილისის ოპერის თეატრს.

- საქართველოში ჩამოვედი, რადგან მჯეროდა იმ პროექტს, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო საოპერო ცენტრად აქცევდა. მიიჩნევა, რომ ქართული საოპერო სკოლა წამყვანია მსოფლიოში და მომიხაროდა აქ ჩამოსვლა. ჩამოვედი 2010 წელს, როდესაც საქართველო პროგრესის მაგალითი იყო. სამწუხაროდ, ახლა დიდი და ღრმა სტაგნაციაა. დიდი შეცდომაა ახალი კანონი თეატრის შესახებ, რომლის მიხედვითაც სამხატვრო ხელმძღვანელი მუსიკალური ხელმძღვანელიც ხდება. თქვენ გქონდათ შესანიშნავი კანონი, რომელიც მსოფლიო გამოცდილებით იყო შემუშავებული. დღეს საქართველოში შეუძლებლია გეგმის წინასწარ დაწერა - ყველაფერი 1-2 თვით ადრე იგეგმება, ხოლო სერიოზული მსოფლიო დაწესებულებები ყველაფერს მინიმუმ 1-2 წლით ადრე გეგმავენ. დღემდე არ ვიცი, როდის იხსნება სეზონი თეატრში. თეატრში ძალზე დაკნინდა კონცერტმაისტერის უფლებები.

- კულტურის მინისტრს არ შეხვდით?

- ვცადე, თუმცა ამის შანსი არაფრით მომეცა. მინისტრთან შეხვედრა უკიდურესად რთულია. კულტურის სამინისტროში ვერავინ ვნახე, რომელმაც ოპერის შესახებ რაიმე იცის. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეძლებენ ისინი ოპერაზე ზრუნვას. პაატა ბურჭულაძის კონცერტზე ვიდირიჟორებ და ეს იქნება ჩემი დამშვიდობება საქართველოსთან. საქართველო დარჩება ჩემს გულსა და გონებაში, იმ ქართველების მსგავსად, რომლებიც ახლა ქვეყანაში არ არიან, მაგრამ უყვართ სამშობლო და ენატრებათ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება