Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ დავუმტკიცეთ აფხაზებს და ოსებს, რომ მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრება გვინდა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ დავუმტკიცეთ აფხაზებს და ოსებს, რომ მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრება გვინდა

ჩვენ ვაჩ­ვე­ნეთ და და­ვუმ­ტკი­ცეთ აფხა­ზებს და ოსებს, რომ მათ­თან მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა გვინ­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ერ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე ისა­უბ­რა, რომ­ლის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

"გა­სუ­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ გა­მოვ­ხა­ტეთ ჩვე­ნი ნება, დაგ­ვე­რე­გუ­ლი­რე­ბი­ნა ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­თან და კარ­გი მე­გობ­რე­ბი გავმხდა­რი­ყა­ვით. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის პე­რი­ო­დი­დან ჩვენ რუ­სე­თის­თვის არა­ნა­ი­რი სა­ბა­ბი არ მიგ­ვი­ცია, სა­ქარ­თვე­ლო რა­ი­მე სა­ხის პრო­ვო­კა­ცი­ა­ში და­ე­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ნა. რუ­სე­თის მხრი­დან ჩვენს კონ­სტრუქ­ცი­ულ და მე­გობ­რულ პო­ლი­ტი­კას კი იმა­ვე სუ­ლის­კვე­თე­ბით არ უპა­სუ­ხეს. მათ აა­გეს 60 კმ-იანი მავ­თულხლარ­თე­ბის ღობე. ბერ­ლი­ნის კე­დე­ლი და­ინ­გრა 25 წლის წინ და ახლა, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვახ­დენთ რა­ღაც გამ­ყო­ფი ხა­ზე­ბის აღ­დგე­ნას. მრა­ვალ­მა ქარ­თულ­მა ოჯახ­მა და­ტო­ვა სახლ-კარი ამ ბა­რი­ე­რის მიღ­მა. ეს ჩვენს შო­რის ნდო­ბას ვერ აღად­გენს. ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ რუ­სე­თი მო­ახ­დენ­და ყი­რი­მის ანექ­სი­ას, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ყი­რი­მის ანექ­სი­ით რუ­სეთ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად უკ­რა­ი­ნა და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და­კარ­გა. რო­გორ უნდა აღად­გი­ნო ხალ­ხის და ქვეყ­ნის ნდო­ბა, როცა მათ ტე­რი­ტო­რი­ას ანექ­სი­ას უკე­თებ?!", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

სე­სი­ის მე­დი­ა­ტო­რის კი­თხვას, ფიქ­რობს თუ არა, რომ რუ­სე­თი რე­გი­ონ­ში წი­ნას­წარ ჩა­ფიქ­რე­ბულ პო­ლი­ტი­კას ახორ­ცი­ე­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა უპა­სუ­ხა, რომ რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი ამა­ზე მი­უ­თი­თებს.

ჩვენ ვთა­ვა­ზობთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს, წარ­მა­ტე­ბულ და გან­ვი­თა­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს, მარ­თლაც დე­მოკ­რა­ტი­ულ და ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფოს, - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

პრე­მი­ერს და­უს­ვეს კი­თხვა, რით არის სა­ქარ­თვე­ლო მიმ­ზიდ­ვე­ლი აფხა­ზე­ბი­სა და ოსე­ბის­თვის და რით სჯობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა ამ­ჟა­მინ­დელ სტა­ტუს-კვოს, რათა გან­ხორ­ცი­ელ­დეს მდგო­მა­რე­ო­ბის ნორ­მა­ლი­ზა­ცია.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ახა­ლი ე.წ შე­თან­ხმე­ბე­ბი მო­კავ­ში­რე­ო­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ ნიშ­ნავს აფხა­ზე­თი­სა და ე.წ სამ­ხრეთ ოსე­თის უფრო ინ­ტენ­სი­ურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო აფხაზ და ოს ძმებს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს სთა­ვა­ზობს.

"ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ი­სა და ევ­რო­პე­ი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა. ამ­ჟა­მად ჩვენ ვმუ­შა­ობთ ვი­ზე­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ზე. ვვა­რა­უ­დობთ, რომ მი­ვი­ღებთ ევ­რო­კო­მი­სი­ის და­დე­ბით შე­ფა­სე­ბას. ვემ­ზა­დე­ბით რი­გის სა­მი­ტის­თვის, რო­მე­ლიც და­გეგ­მი­ლია მა­ის­ში. მა­გა­ლი­თად, თუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ექ­ნე­ბათ ევ­რო­პა­ში უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ეს იქ­ნე­ბა კი­დევ ერთი მიმ­ზიდ­ვე­ლი ფაქ­ტო­რი აფხა­ზე­ბი­სა და ოსე­ბის­თვის. დღეს ისი­ნი, სამ­წუ­ხა­როდ, სრუ­ლი­ად იზო­ლი­რე­ბულ­ნი არი­ან ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს­გან. მე ძა­ლი­ან შემ­ტკი­ვა გული აფხა­ზე­ბი­სა და ოსე­ბის ხვა­ლინ­დელ დღე­ზე, რად­გა­ნაც ღრმად მწამს, რომ მათ არ აქვთ კარ­გი მო­მა­ვა­ლი ქარ­თვე­ლე­ბის გა­რე­შე, ჩვენ გა­რე­შე. ხსე­ნე­ბულ შე­თან­ხმე­ბებს კი ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ, რო­გორც ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ანექ­სი­ის­კენ გა­დად­გმულ კი­დევ ერთ ნა­ბიჯს", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რის თქმით, აფხა­ზე­ბი და ოსე­ბი მა­მა­ცი ხალ­ხია. "ჩვენ გვიყ­ვარს ეს ხალ­ხი, ეს ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი და ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, და­ვიც­ვათ ისი­ნი და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ მათი მო­მა­ვა­ლი. ჩემი აზ­რით, ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა არის ერთ-ერთი მომ­ხიბ­ვლე­ლი ფაქ­ტო­რი აფხა­ზე­ბი­სა და ოსე­ბის­თვის: უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბა, ჯან­დაც­ვა, სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი, ღია სა­ქარ­თვე­ლო, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო - აფხა­ზებ­სა და ოსებ­თან ერ­თად! ჩვენ მზად ვართ მყი­სი­ე­რი შე­რი­გე­ბის­თვის ჩვენს დებ­თან და ძმებ­თან, სწო­რედ ასე მო­ვიხ­სე­ნებ მე მათ - აფხა­ზებ­სა და ოსებს, რად­გა­ნაც ჩვენ ერ­თად ვცხოვ­რობთ. ეს ჩვე­ნი ის­ტო­რი­აა. ეს არის ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი თა­ნა­არ­სე­ბო­ბა. ჩვენ უნდა შევ­რიგ­დეთ. მშვი­დო­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ დად­გე­ბა დღე, რო­დე­საც მი­უნ­ხენ­ში შედ­გე­ბა შეკ­რე­ბა შე­რი­გე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ დავუმტკიცეთ აფხაზებს და ოსებს, რომ მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრება გვინდა

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ დავუმტკიცეთ აფხაზებს და ოსებს, რომ მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრება გვინდა

ჩვენ ვაჩვენეთ და დავუმტკიცეთ აფხაზებს და ოსებს, რომ მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრება გვინდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერმა პოლიტიკური ნების ნაკლებობაზე ისაუბრა, რომლის არსებობის შემთხვევაში, პრობლემების მოგვარება შესაძლებელია.

"გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი ნება, დაგვერეგულირებინა ურთიერთობა რუსეთთან და კარგი მეგობრები გავმხდარიყავით. ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდან ჩვენ რუსეთისთვის არანაირი საბაბი არ მიგვიცია, საქართველო რაიმე სახის პროვოკაციაში დაედანაშაულებინა. რუსეთის მხრიდან ჩვენს კონსტრუქციულ და მეგობრულ პოლიტიკას კი იმავე სულისკვეთებით არ უპასუხეს. მათ ააგეს 60 კმ-იანი მავთულხლართების ღობე. ბერლინის კედელი დაინგრა 25 წლის წინ და ახლა, 21-ე საუკუნეში, ჩვენს ტერიტორიაზე ვახდენთ რაღაც გამყოფი ხაზების აღდგენას. მრავალმა ქართულმა ოჯახმა დატოვა სახლ-კარი ამ ბარიერის მიღმა. ეს ჩვენს შორის ნდობას ვერ აღადგენს. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთი მოახდენდა ყირიმის ანექსიას, თუნდაც იმიტომ, რომ ყირიმის ანექსიით რუსეთმა ფაქტობრივად უკრაინა და უკრაინელები დაკარგა. როგორ უნდა აღადგინო ხალხის და ქვეყნის ნდობა, როცა მათ ტერიტორიას ანექსიას უკეთებ?!", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სესიის მედიატორის კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთი რეგიონში წინასწარ ჩაფიქრებულ პოლიტიკას ახორციელებს, საქართველოს მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ რუსეთის ქმედებები ამაზე მიუთითებს.

ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ევროპულ მომავალს, წარმატებულ და განვითარებულ საქართველოს, მართლაც დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერს დაუსვეს კითხვა, რით არის საქართველო მიმზიდველი აფხაზებისა და ოსებისთვის და რით სჯობს ხელისუფლების შეთავაზება ამჟამინდელ სტატუს-კვოს, რათა განხორციელდეს მდგომარეობის ნორმალიზაცია.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, ახალი ე.წ შეთანხმებები მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ნიშნავს აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის უფრო ინტენსიურ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში, მაშინ, როდესაც საქართველო აფხაზ და ოს ძმებს ევროპულ მომავალს სთავაზობს.

"ასოცირების ხელშეკრულება არის ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციისა და ევროპეიზაციის გენერალური გეგმა. ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე. ვვარაუდობთ, რომ მივიღებთ ევროკომისიის დადებით შეფასებას. ვემზადებით რიგის სამიტისთვის, რომელიც დაგეგმილია მაისში. მაგალითად, თუ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, ეს იქნება კიდევ ერთი მიმზიდველი ფაქტორი აფხაზებისა და ოსებისთვის. დღეს ისინი, სამწუხაროდ, სრულიად იზოლირებულნი არიან ცივილიზებული სამყაროსგან. მე ძალიან შემტკივა გული აფხაზებისა და ოსების ხვალინდელ დღეზე, რადგანაც ღრმად მწამს, რომ მათ არ აქვთ კარგი მომავალი ქართველების გარეშე, ჩვენ გარეშე. ხსენებულ შეთანხმებებს კი ჩვენ განვიხილავთ, როგორც ჩვენი ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, აფხაზები და ოსები მამაცი ხალხია. "ჩვენ გვიყვარს ეს ხალხი, ეს ეთნიკური ჯგუფები და ჩვენი სურვილია, დავიცვათ ისინი და გადავარჩინოთ მათი მომავალი. ჩემი აზრით, ევროპული პერსპექტივა არის ერთ-ერთი მომხიბვლელი ფაქტორი აფხაზებისა და ოსებისთვის: უკეთესი განათლება, ჯანდაცვა, სოციალური პირობები, ღია საქართველო, წარმატებული საქართველო - აფხაზებსა და ოსებთან ერთად! ჩვენ მზად ვართ მყისიერი შერიგებისთვის ჩვენს დებთან და ძმებთან, სწორედ ასე მოვიხსენებ მე მათ - აფხაზებსა და ოსებს, რადგანაც ჩვენ ერთად ვცხოვრობთ. ეს ჩვენი ისტორიაა. ეს არის ძალიან ბუნებრივი თანაარსებობა. ჩვენ უნდა შევრიგდეთ. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ დადგება დღე, როდესაც მიუნხენში შედგება შეკრება შერიგების აღსანიშნავად.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?