რუსეთში მუსიკალური პროექტი Главная сцена დაიწყო, რომელიც X Factor-ის ანალოგია. შოუს წამყვანები მომღერალი გრეგორი ლეპსი და შოუმენი გარიკ მარტიროსიანი არიან. სცენაზე გამოსულ მონაწილეებს ჟიური აფასებს, რომლის შემადგენლობაში შედიან სახალხო არტისტი იური ანტონოვი, კომპოზიტორი ჟანა როჟდესვეტნსკაია, ლეგენდარული როკ მუსიკოსი სერგეი ჩიგრაკოვი, გრემის ორგზის მფლობელი, მერაია ქერის და სელინ დიონის ჰიტების ავტორი უოლტერ აფანასევი. კონკურსანტების ჟიურის წევრების სამი დადებითი ხმა მაინც სჭირდებათ, რომ მომდევნო ტურში გავიდნენ. ამის შემდეგ კი ყველაფერს პროდიუსერები - იგორ მატვიენკო, ვიქტორ დრობიში, კონსტანტინ მელაძე და მაქსიმ ფადეევი წყვეტენ. სწორედ ისინი აარჩევენ თუ ვინ დარჩება შოუში.
Главная сцена-ს მეორე ეპიზოდში სცენაზე 22 წლის ბათუმელი გოგონა, ალისა დანელია გამოვიდა, რომელმაც ჟიური, პროდიუსერები და წამყვანები თავიდანვე მოხიბლა და ოთხი "კი"-თ უყოყმანოდ გადაიყვანეს მორიგ ტურში.