ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ბათუმი-ქუთაისის ავტომაგისტრალის ჭყონაგორა-ნიგოეთის მონაკვეთზე ტვირთმზიდი ტრაილერი სავალი გზიდან გადავიდა. ტრაილერიდან, რომელსაც ათამდე ავტომობილი გადაჰყავდა, სამი მსუბუქი მანქანა მოწყდა და ერთ-ერთი მოსახლის ეზოში გადავარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ნიგოითის ტერიტორიული ორგანოს გამგებლის წარმომადგენელის, ზაზა წულაძის განცხადებით, მძღოლს, რომელიც სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქე არ არის, საჭესთან ან ჩაეძინა, ან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.
წყარო: guriismoambe.com