პარტნიორები:

    მასობრივი სუიციდის ყველაზე ცნობილი ფაქტები

    მასობრივი სუიციდის ყველაზე ცნობილი ფაქტები

    სამწუხაროდ, არც ისე იშვიათად, ცხოვრებისეული პრობლემების გამო, ადამიანები თვითმკვლელობამდე მიდიან. ყველაზე ხშირად, ამის მიზეზი გარემოებებია, რომლებიც მათ უიმედოდ მიაჩნიათ. გთავაზობთ მასობრივი სუიციდის მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ისტორიებს.

    1978 წელს მომხდარმა მასობრივი სუიციდის ფაქტმა 909 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომლებიც ე.წ. "ხალხების ტაძრის" სექტაში იყვნენ გაწევრიანებულები. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილთაგან 276 ბავშვი იყო. სექტის სულიერი ლიდერი ჯიმ ჯონსი იყო. მიიჩნევენ, რომ სწორედ მან გასცა თავიდან ბავშვების მოწამვლის, ხოლო შემდეგ სუიციდის ჩადენის ბრძანება. საინტერესოა, რომ სექტის ლიდერი საკუთარ მიმდევრებთან ერთად იპოვეს გარდაცვლილი, თუმცა, მას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. მომხდარმა მთელ მსოფლიოში ჰპოვა გამოხმაურება.

    კიდევ ერთი მასობრივი სუიციდის ფაქტი იაპონიაში, მეორე მსოფლიო ომის დროს დაფიქსირდა. მაშინ გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ამერიკელი მეომრები ტყვეებს საშინლად აწამებდნენ. შედეგად, გადაწყვიტეს, რომ თუკი მეომარს სურდა იმპერატორისთვის ერთგულების დამტკიცება, მას თავი უნდა მოეკლა. თავი დაახლოებით, 22 ათასმა ადამიანმა მოიკლა, რომლებიც კლდიდან ხტებოდნენ. მთელი ოჯახები იკლავდნენ თავს. იაპონიაში მომხდარი საზარელი ისტორია, მსოფლიოში ყველაზე მასობრივ სუიციდის ფაქტად არის აღიარებული.

    "დილა რომ თენდება, ვიცი, საჭირო ვარ" - ქართველი დიზაინერი, რომელიც "ფეშენ" პირბადეებს კერავს და მსურველებისთვის სახლში თვითონვე მიაქვს

    კარმის პლანეტა ნიშანს იცვლის - მსოფლიოს და ზოდიაქოს ნიშნებს რადიკალური ცვლილებები ელით, რომელიც მინიმუმ 3 წელს გასტანს

    Youtube ხარისხს შეამცირებს - ექსპერტები შიშობენ, რომ ინტერნეტის სერვერები რეკორდულ მოხმარებას ვეღარ გაუძლებს