პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველა დეტალი 20 წლის ბიჭის მკვლელობაზე, რომელსაც ზურაბ ვაზაგაშვილს უკავშირებენ - რას წერდა პრესა 2006 წელს
ყველა დეტალი 20 წლის ბიჭის მკვლელობაზე, რომელსაც ზურაბ ვაზაგაშვილს უკავშირებენ - რას წერდა პრესა 2006 წელს

მო­ქა­ლა­ქე ლე­ვან გა­ბუ­ნია, ამ­ტკი­ცებს, რომ ე.წ. კორ­ტე­ბის სპე­ცოპ­რა­ცი­ი­სას მოკ­ლულ­მა ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვილ­მა 2002 წელს მოკ­ლა ბექა პა­პუ­აშ­ვი­ლი და რო­გორც თვითმხილ­ვე­ლი, მო­ი­შო­რა მისი შვი­ლი - გი­ორ­გი გა­ბუ­ნია. ამის შე­სა­ხებ ლე­ვან გა­ბუ­ნი­ამ გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვა­ნა­ში" გა­ნა­ცხა­და.

ბექა პა­პუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან ზუ­რაბ ვაზ­გაშ­ვი­ლის კავ­ში­რის ვა­რა­უ­დებ­ზე გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა" ჯერ კი­დევ 2006 წელს წერ­და, ამო­ნა­რი­დი სტა­ტი­ი­დან:

"ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვილ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი დო­სიე არ არ­სე­ბობს. იგი არც ნა­სა­მარ­თლე­ვი ყო­ფი­ლა, თუმ­ცა პა­პუ­აშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი მას შვი­ლის, ბექა პა­პუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ოჯა­ხის წევ­რე­ბის მტკი­ცე­ბით, ბექა პა­პუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა რეს­ტო­რან "ვილა-ძა­რა­ში" მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს უკავ­შირ­დე­ბა."

ბექა პა­პუ­აშ­ვი­ლი 2002 წლის 25 ნო­ემ­ბერს სა­ბურ­თა­ლო­ზე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს. ის აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტი იყო. სა­ვა­რა­უ­დოდ, მას სამი თავ­დამ­სხმე­ლი ჩა­უ­საფ­რდა და ერთ-ერ­თმა სა­დარ­ბა­ზო­ში ეს­რო­ლა. იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­სა წერ­და, რომ ბექა პა­პუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას სამი ახალ­გაზ­რდა გეგ­მავ­და, ხოლო კონ­ფლიქ­ტი 23 ნო­ემ­ბერს და­ი­წყო, კა­ფე­ში, სა­დაც ბექა პა­პუ­აშ­ვილ­მა შე­ნიშ­ვნა მის­ცა პირს, რო­მელ­მაც მათი მა­გი­დი­დან აღე­ბუ­ლი სან­თე­ბე­ლა მა­გი­და­ზე უხე­შად მო­ის­რო­ლა. ლე­ვან გა­ბუ­ნი­ას მტკი­ცე­ბით, მისი შვი­ლი სწო­რედ ამ მკვლე­ლო­ბის მოწ­მე იყო და ამი­ტო­მაც მო­ი­შო­რეს.

ასე­ვე გთა­ვა­ზობთ მოკ­ლუ­ლი ბექა პა­პუ­აშ­ვი­ლის ბი­ძის უშან­გი კე­ლენ­ჯე­რი­ძის ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც მან "კვი­რის პა­ლიტ­რას" 2006 მის­ცა:

"2002 წლის 23 ნო­ემ­ბერს ბე­ქას რეს­ტო­რან "ვილა-ძა­რა­ში" ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვილ­თან ჩხუ­ბი მო­უხ­და. ბე­ქას მოკ­ვლას ვა­ზა­გაშ­ვი­ლი იმ დღეს­ვე აპი­რებ­და, გულ­ში და­ნის ჩარ­ტყმა უნ­დო­და, მაგ­რამ ბე­ქამ დანა ხე­ლით და­ი­ჭი­რა და იმ დღეს სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა. პი­რი­ქით, ვა­ზა­გაშ­ვი­ლი დუნ­დულ­ში დაჭ­რეს. ორი დღის შემ­დეგ, 25 ნო­ემ­ბერს, ბექა თა­ვის სახ­ლთან მოკ­ლეს. მკვლე­ლი სა­დარ­ბა­ზოს­თან ელო­და. მკვლე­ლო­ბამ­დე შვი­დი წუ­თით ადრე, ბე­ქას სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან, ვა­ზა­გაშ­ვილს და­უ­რე­კეს და იცით, ვისი ტე­ლე­ფო­ნი­დან იყო ზარი? – იმ ქა­ლი­სა, რო­მე­ლიც 23 ნო­ემ­ბერს ვა­ზა­გაშ­ვილს რეს­ტო­რან "ვილა-ძა­რა­ში" ახ­ლდა. გარ­და ამი­სა, მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დარ­ჩა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნაც. ერთი სი­ტყვით, სამ­ხი­ლე­ბი საკ­მა­რის­ზე მეტი იყო. ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და­ა­პა­ტიმ­რეს კი­დეც, მაგ­რამ ელე­ნე თევ­დო­რა­ძის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს(!). ბე­ქას იმ დღეს ორმა ეს­რო­ლა. ერთს თთ ჰქონ­და, მე­ო­რეს – მა­კა­რო­ვი. ბექა ორი­ვე სის­ტე­მის ია­რა­ღი­დან ნას­რო­ლი ტყვი­ით არის მკვდა­რი. ბექა თა­ვი­სი ფე­ხით ავი­და სახ­ლში და დაჭ­რი­ლი ბე­ბი­ა­მისს ჩა­უ­ვარ­და ხე­ლებ­ში. გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის მა­შინ­დელ­მა უფ­როს­მა ლა­ერტ დუ­ღაშ­ვილ­მა საქ­მე ისეთ გა­მო­უც­დელ გა­მომ­ძი­ე­ბელს ჩა­ა­ბა­რა, რომ მან მომ­ხდარს ვერც თავი გა­უ­გო და ვერც ბოლო. მერე გა­მომ­ძი­ე­ბელ ფირ­ცხა­ლა­ვას გა­დას­ცეს, მაგ­რამ აზრი აღარ ჰქონ­და – გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ ფე­ლიქს ძი­მის­ტა­რაშ­ვილ­მა საქ­მე "ჩა­ფარ­ცხა". ის ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მე­ზო­ბე­ლი იყო – ძი­მის­ტა­რაშ­ვი­ლის შვი­ლი და ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ… ვა­ზა­გაშ­ვი­ლის დაჭ­რა რეს­ტო­რან "ვილა-ძა­რა­ში" სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ი­ფა­რა და სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­ტყო­ბი­ნე­ბაც გა­ა­ყალ­ბეს. ამის მე­რეც არ გა­მო­ი­ძი­ეს საქ­მე ობი­ექ­ტუ­რად. სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვის არ მივ­მარ­თეთ, მაგ­რამ ამა­ოდ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­სე­ბობ­და უტყუ­ა­რი ფაქ­ტე­ბი, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ვა­ზა­გაშ­ვი­ლი ორ-სამ დღე­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და რო­გორც სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლებ­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა თურ­მე ელე­ნე თევ­დო­რა­ძის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით "გა­მაგ­რე­ბუ­ლა". ეს აბ­სურ­დია, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და შსს-ს ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის ჩა­რე­ვის გა­რე­შე ამ საქ­მეს ელე­ნე თევ­დო­რა­ძის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ვერ უშ­ვე­ლი­და. მკვლე­ლო­ბა უამ­რა­ვი თვითმხილ­ვე­ლის თვალ­წინ მოხ­და და იმას, ვინც ასე აშ­კა­რად ის­ვრის, ცხა­დია, გავ­ლე­ნი­ა­ნი მფარ­ვე­ლიც ეგუ­ლე­ბა.

ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ით ჩვენს ოჯახს არა­ფე­რი მო­მა­ტე­ბია. პი­რი­ქით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს რომ მა­შინ თა­ვი­ან­თი მო­ვა­ლე­ო­ბა პირ­ნათ­ლად შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ, დღეს ის ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რას აკე­თებ­და გა­მო­ძი­ე­ბა?"

იხი­ლეთ სტა­ტია| რა უთხრა თევ­დო­რა­ძემ ადე­იშ­ვილს ვა­ზა­გაშ­ვი­ლის თა­ო­ბა­ზე და რას პა­სუ­ხობს გა­ბუ­ნი­ას ბრალ­დე­ბას

იახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია,მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი

ყველა დეტალი 20 წლის ბიჭის მკვლელობაზე, რომელსაც ზურაბ ვაზაგაშვილს უკავშირებენ - რას წერდა პრესა 2006 წელს

ყველა დეტალი 20 წლის ბიჭის მკვლელობაზე, რომელსაც ზურაბ ვაზაგაშვილს უკავშირებენ - რას წერდა პრესა 2006 წელს

მოქალაქე ლევან გაბუნია, ამტკიცებს, რომ ე.წ. კორტების სპეცოპრაციისას მოკლულმა ზურაბ ვაზაგაშვილმა 2002 წელს მოკლა ბექა პაპუაშვილი და როგორც თვითმხილველი, მოიშორა მისი შვილი - გიორგი გაბუნია. ამის შესახებ ლევან გაბუნიამ გადაცემა "არჩევანაში" განაცხადა.

ბექა პაპუაშვილის მკვლელობასთან ზურაბ ვაზგაშვილის კავშირის ვარაუდებზე გაზეთი "კვირის პალიტრა" ჯერ კიდევ 2006 წელს წერდა, ამონარიდი სტატიიდან:

"ზურაბ ვაზაგაშვილზე ოფიციალური კრიმინალური დოსიე არ არსებობს. იგი არც ნასამართლევი ყოფილა, თუმცა პაპუაშვილების ოჯახი მას შვილის, ბექა პაპუაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებს. ოჯახის წევრების მტკიცებით, ბექა პაპუაშვილის მკვლელობა რესტორან "ვილა-ძარაში" მომხდარ ინციდენტს უკავშირდება."

ბექა პაპუაშვილი 2002 წლის 25 ნოემბერს საბურთალოზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ის აგრარული უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო. სავარაუდოდ, მას სამი თავდამსხმელი ჩაუსაფრდა და ერთ-ერთმა სადარბაზოში ესროლა. იმჟამინდელი პრესა წერდა, რომ ბექა პაპუაშვილის მკვლელობას სამი ახალგაზრდა გეგმავდა, ხოლო კონფლიქტი 23 ნოემბერს დაიწყო, კაფეში, სადაც ბექა პაპუაშვილმა შენიშვნა მისცა პირს, რომელმაც მათი მაგიდიდან აღებული სანთებელა მაგიდაზე უხეშად მოისროლა. ლევან გაბუნიას მტკიცებით, მისი შვილი სწორედ ამ მკვლელობის მოწმე იყო და ამიტომაც მოიშორეს.

ასევე გთავაზობთ მოკლული ბექა პაპუაშვილის ბიძის უშანგი კელენჯერიძის ინტერვიუს, რომელიც მან "კვირის პალიტრას" 2006 მისცა:

"2002 წლის 23 ნოემბერს ბექას რესტორან "ვილა-ძარაში" ზურაბ ვაზაგაშვილთან ჩხუბი მოუხდა. ბექას მოკვლას ვაზაგაშვილი იმ დღესვე აპირებდა, გულში დანის ჩარტყმა უნდოდა, მაგრამ ბექამ დანა ხელით დაიჭირა და იმ დღეს სიკვდილს გადაურჩა. პირიქით, ვაზაგაშვილი დუნდულში დაჭრეს. ორი დღის შემდეგ, 25 ნოემბერს, ბექა თავის სახლთან მოკლეს. მკვლელი სადარბაზოსთან ელოდა. მკვლელობამდე შვიდი წუთით ადრე, ბექას სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, ვაზაგაშვილს დაურეკეს და იცით, ვისი ტელეფონიდან იყო ზარი? – იმ ქალისა, რომელიც 23 ნოემბერს ვაზაგაშვილს რესტორან "ვილა-ძარაში" ახლდა. გარდა ამისა, მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე დარჩა ვაზაგაშვილის ავტომანქანაც. ერთი სიტყვით, სამხილები საკმარისზე მეტი იყო. ვაზაგაშვილი დააპატიმრეს კიდეც, მაგრამ ელენე თევდორაძის შუამდგომლობით მალევე გაათავისუფლეს(!). ბექას იმ დღეს ორმა ესროლა. ერთს თთ ჰქონდა, მეორეს – მაკაროვი. ბექა ორივე სისტემის იარაღიდან ნასროლი ტყვიით არის მკვდარი. ბექა თავისი ფეხით ავიდა სახლში და დაჭრილი ბებიამისს ჩაუვარდა ხელებში. გამოძიება დაიწყო. ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო ნაწილის მაშინდელმა უფროსმა ლაერტ დუღაშვილმა საქმე ისეთ გამოუცდელ გამომძიებელს ჩააბარა, რომ მან მომხდარს ვერც თავი გაუგო და ვერც ბოლო. მერე გამომძიებელ ფირცხალავას გადასცეს, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა – გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ ფელიქს ძიმისტარაშვილმა საქმე "ჩაფარცხა". ის ვაზაგაშვილის მეზობელი იყო – ძიმისტარაშვილის შვილი და ზურაბ ვაზაგაშვილი მეგობრები იყვნენ… ვაზაგაშვილის დაჭრა რესტორან "ვილა-ძარაში" სპეციალურად დაიფარა და საავადმყოფოს შეტყობინებაც გააყალბეს. ამის მერეც არ გამოიძიეს საქმე ობიექტურად. სამი წლის განმავლობაში ვის არ მივმართეთ, მაგრამ ამაოდ.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა უტყუარი ფაქტები, ეჭვმიტანილი ვაზაგაშვილი ორ-სამ დღეში გაათავისუფლეს და როგორც საგამოძიებო მასალებშია მითითებული, მისი უდანაშაულობა თურმე ელენე თევდორაძის შუამდგომლობით "გამაგრებულა". ეს აბსურდია, სამართალდამცველებსა და შსს-ს ჩინოვნიკების ჩარევის გარეშე ამ საქმეს ელენე თევდორაძის შუამდგომლობა ვერ უშველიდა. მკვლელობა უამრავი თვითმხილველის თვალწინ მოხდა და იმას, ვინც ასე აშკარად ისვრის, ცხადია, გავლენიანი მფარველიც ეგულება.

ვაზაგაშვილის ლიკვიდაციით ჩვენს ოჯახს არაფერი მომატებია. პირიქით, სამართალდამცველებს რომ მაშინ თავიანთი მოვალეობა პირნათლად შეესრულებინათ, დღეს ის ცოცხალი იქნებოდა. ამ ხნის განმავლობაში რას აკეთებდა გამოძიება?"

იხილეთ სტატია| რა უთხრა თევდორაძემ ადეიშვილს ვაზაგაშვილის თაობაზე და რას პასუხობს გაბუნიას ბრალდებას

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავეს

ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს - რა განცხადებას ავრცელებს სუს-ი?

დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი, რომელმაც ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ისროლა - შსს-ს განცხადება