"დარბის და ლანძღვის და გინების მეტს არაფერს აკეთებს" - ხაჩიძემ ასაკოვან კოლეგას "63 წლის ორგანიზმი" უწოდა

"დარბის და ლანძღვის და გინების მეტს არაფერს აკეთებს" - ხაჩიძემ ასაკოვან კოლეგას "63 წლის ორგანიზმი" უწოდა

საქართველოს პარლამენტში ოპონენტების მწვავე დაპირისპირება უკვე აღარავის უკვირს. ბოლო შემთხვევა, როდესაც პარტიულად და მსოფლმხედველობით განსხვავებული დეპუტატები შეურაცხმყოფელი სიტყვებით ჩაებნენ კამათში, 5 თებერვალს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოხდა, სადაც უმცირესობის წევრის, გოგა ხაჩიძის ინიციატივას "უფასო ფულის შესახებ" განიხილავდნენ.

სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება ნოდარ ებანოიძის რეპლიკას მოჰყვა. მან უმცირესობის დეპუტატს, გოგა ხაჩიძეს ტაკიმასხარა უწოდა. ებანოიძეს ხაჩიძემ უპასუხა - "რადგანაც ბუსუსებიან პრეზერვატივზე არ ვლაპარაკობ, ტაკიმასხარა მაგიტომ ვარ?"

დეპუტატებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებაში უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძეც ჩაერთო. "მაგ ბუსუსებიანი პრეზერვატივი თავზე უნდა წამოგაცვათ", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ [ვიდეო].

მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გოგა ხაჩიძე ომარ ნიშნიანიძის შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს:

"მეცნიერება აი ამ - 63 წლის ორგანიზმსაც homo sapiens-ს, ანუ გონიერ ადამიანს აკუთვნებს.

უბრალო ადამიანი არ გეგონოთ, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატია, (თანაც) დღეს იგი საქართველოს პარლამენტის დეპუტატია.

ვიცი არ გაგიკვირდებათ, ის პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის - ”ქართული ოცნების” სიით მოხვდა.

შეგახსენებთ, ეს ის დეპუტატია, ქუთაისის საპორტო ქალაქად ჩამოყალიბების იდეა რომ ”ჩამოაყალიბა”.

ჰოდა, აგერ უკვე მესამე წელია, ეს 63 წლის კაცი პარლამენტში დადის, დარბის, ზის და ბილწსიტყვაობის, ლანძღვის და გინების მეტს არაფერს აკეთებს.

უფრო ობიექტური რომ ვიყო შეფასებაში, არის ხოლმე გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ლანძღვა-თათხვის გარდა სისულელესაც ამბობს.

ასაკს ხაზი ორჯერ იმიტომ გავუსვი, რომ კითხვა მაქვს...

აი, რა უნდა გააკეთო ადამიანმა, როდესაც ამ ხნის კაცი, ვაგზლის აგრესიული ლოთივით დგას პარლამენტში და უზრდელად, სამარცხვინოდ, საჯაროდ, უკანასკნელი სიტყვებით გაგინებს...

დიდი ხნის წინ გონებაში მივუჩინე მისამართი: ცარიელი ადგილი, ვაკუუმი. - არ მესმის, ვერ ვხედავ, არ არსებობს...

მაგრამ რომ მეხება, რომ ჩამყვირის, რომ არ სრულდება?...

აი რა გავაკეთო?!...

მეც ვაგინო?!

მეც დავარტყა?!

მეც გადმოვაგდო პირიდან მკვდარი ბაყაყი?!

ბატონო ბიძინა ივანიშვილ!

ჩემთვის ესეც თქვენ ხართ, ამაზეც თქვენ მოგეთხოვებათ პასუხი!"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა