მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ არ უსმენს ოლანდი პუტინს?" - სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა
"რატომ არ უსმენს ოლანდი პუტინს?" - სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

კრემლში უკვე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის, ან­გე­ლა მერ­კე­ლი­სა და ფრან­სუა ოლან­დის პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა გრძელ­დე­ბა, რო­მელ­ზეც უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სის მოგ­ვა­რე­ბის გზებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, შეხ­ვედ­რის და­წყე­ბი­დან სა­ათ­ნა­ხევ­რის შემ­დეგ მათ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი შე­წყვი­ტეს და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პრო­ტო­კო­ლუ­რი ფო­ტო­გა­და­ღე­ბის­თვის გა­ვიდ­ნენ. თუმ­ცა, მათ არა­ვი­თა­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი მრგვალ მა­გი­დას მი­უს­ხდნენ, რათა ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტებ­სა და ოპე­რა­ტო­რებს მათი გა­და­ღე­ბა მო­ეს­წროთ. ამ დროს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი კო­ლე­გებს გერ­მა­ნუ­ლად ესა­უბ­რე­ბო­და. ამის შემ­დეგ მათ კვლავ მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­ნაგ­რძეს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო ვრცელ­დე­ბა. სა­დაც სამი ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი მა­გი­დას­თან სხე­დან. ფო­ტომ ყუ­რა­დღე­ბა ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტით მი­ი­პყრო: როცა ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ან­გე­ლა მერ­კელს ესა­უბ­რე­ბა, ფრან­სუა ოლან­დი "სა­დღაც შორს" იცქი­რე­ბა.

"На каком языке говорят Путин и Меркель?:) Олланд смотрит вдаль.:)" - ასა­თა­უ­რებს ფო­ტოს ავ­ტო­რი.

აქ­ვეა კო­მენ­ტა­რე­ბი: "-А я говорю: - у меня нагрузки по-немецки и по-русски! А он говорит: - иди сюда, я тебе донбасса дам!"

"-они должны разговаривать на языке доверия и понимание с голосом правды!"

"-Олланд - преподаватель нем.языка."

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი მოს­კოვ­ში კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მით არი­ან ჩა­სუ­ლი. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა.

მოს­კოვ­ში ჩას­ვლამ­დე ან­გე­ლა მერ­კელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არ იცის, დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მი­იღ­წე­ვა, თუ არა და­ზა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, საფ­რან­გე­თის ლი­დე­რი­სა და გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მოს­კო­ვის დრო­ით 19:30 სა­ა­თი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"რატომ არ უსმენს ოლანდი პუტინს?" - სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

"რატომ არ უსმენს ოლანდი პუტინს?" - სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

კრემლში უკვე რამდენიმე საათია ვლადიმერ პუტინის, ანგელა მერკელისა და ფრანსუა ოლანდის პირისპირ შეხვედრა გრძელდება, რომელზეც უკრაინის კრიზისის მოგვარების გზებს განიხილავენ.

რუსული მედიის ცნობით, შეხვედრის დაწყებიდან საათნახევრის შემდეგ მათ მოლაპარაკებები შეწყვიტეს და ჟურნალისტებთან პროტოკოლური ფოტოგადაღებისთვის გავიდნენ. თუმცა, მათ არავითარი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

რამდენიმე წუთის განმავლობაში ისინი მრგვალ მაგიდას მიუსხდნენ, რათა ფოტოკორესპონდენტებსა და ოპერატორებს მათი გადაღება მოესწროთ. ამ დროს რუსეთის პრეზიდენტი კოლეგებს გერმანულად ესაუბრებოდა. ამის შემდეგ მათ კვლავ მოლაპარაკება განაგრძეს.

სოციალურ ქსელში კი შეხვედრის ამსახველი ფოტო ვრცელდება. სადაც სამი ქვეყნის პირველი პირები მაგიდასთან სხედან. ფოტომ ყურადღება ერთი საინტერესო ფაქტით მიიპყრო: როცა ვლადიმერ პუტინი ანგელა მერკელს ესაუბრება, ფრანსუა ოლანდი "სადღაც შორს" იცქირება.

"На каком языке говорят Путин и Меркель?:) Олланд смотрит вдаль.:)" - ასათაურებს ფოტოს ავტორი.

აქვეა კომენტარები: "-А я говорю: - у меня нагрузки по-немецки и по-русски! А он говорит: - иди сюда, я тебе донбасса дам!"

"-они должны разговаривать на языке доверия и понимание с голосом правды!"

"-Олланд - преподаватель нем.языка."

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები მოსკოვში კონკრეტული გეგმით არიან ჩასული. თუმცა, აღნიშნული გეგმის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მოსკოვში ჩასვლამდე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არ იცის, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიიღწევა, თუ არა დაზავების თაობაზე შეთანხმება.

რუსეთის პრეზიდენტის, საფრანგეთის ლიდერისა და გერმანიის კანცლერის მოლაპარაკებები მოსკოვის დროით 19:30 საათიდან მიმდინარეობს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს