პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლომდე პასუხები არაფერზე არ არის" - ოჯახსა და ადვოკატებს ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამომძიებლებთან შენიშვნები აქვთ
"ბოლომდე პასუხები არაფერზე არ არის" - ოჯახსა და ადვოკატებს ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამომძიებლებთან შენიშვნები აქვთ

ოჯახ­სა და ად­ვო­კა­ტებს ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის საქ­მის გა­მომ­ძი­ებ­ლებ­თან შე­ნიშ­ვნე­ბი აქვთ. რო­გორც ხუთ­სა­ა­თი­ა­ნი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან გა­მო­სულ­მა ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, შეხ­ვედ­რა კა­მა­თის რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მისი თქმით, უფრო მე­ტია გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

"ვეც­ნო­ბო­დით მა­სა­ლებს, ვსვამ­დით შე­კი­თხვებს, ვის­მენ­დით არ­გუ­მენ­ტებს, თუმ­ცა, ძი­რი­თა­დად, ვერ ვი­ზი­ა­რებ­დით. შეხ­ვედ­რა კა­მა­თის რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ჩვენ მო­ვი­თხო­ვეთ, რაც სა­ეჭ­ვოა შე­ის­წავ­ლონ და მო­ი­ძი­ონ მეტი ინ­ფორ­მა­ცია. ბო­ლომ­დე პა­სუ­ხე­ბი არა­ფერ­ზე არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, ბო­ლომ­დე არ არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვილ­მა.

მან კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მო­ძი­ე­ბამ მო­ი­პო­ვა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც უნდა და­ი­კი­თხონ გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და გარ­კვე­ულ შე­კი­თხვებს გას­ცენ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი. კიწ­მა­რიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მოკ­ვე­თა მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბამ, გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხი­სა და ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ მო­თხოვ­ნი­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" შე­კი­თხვა­ზე, აქვთ თუ არა კავ­ში­რი აღ­ნიშ­ნულ პი­რებს უშუ­ა­ლოდ და­ნა­შა­ულ­თან, ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი, თუმ­ცა ეს გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ად­გი­ნოს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მსგავ­სი ტი­პის შეხ­ვედ­რა მო­მა­ვალ კვი­რა­შიც იგეგ­მე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ბოლომდე პასუხები არაფერზე არ არის" - ოჯახსა და ადვოკატებს ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამომძიებლებთან შენიშვნები აქვთ

"ბოლომდე პასუხები არაფერზე არ არის" - ოჯახსა და ადვოკატებს ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამომძიებლებთან შენიშვნები აქვთ

ოჯახსა და ადვოკატებს ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამომძიებლებთან შენიშვნები აქვთ. როგორც ხუთსაათიანი შეხვედრის შემდეგ ქალაქის პროკურატურიდან გამოსულმა ზურაბ კიწმარიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შეხვედრა კამათის რეჟიმში მიმდინარეობდა. მისი თქმით, უფრო მეტია გასაკეთებელი.

"ვეცნობოდით მასალებს, ვსვამდით შეკითხვებს, ვისმენდით არგუმენტებს, თუმცა, ძირითადად, ვერ ვიზიარებდით. შეხვედრა კამათის რეჟიმში მიმდინარეობდა. ჩვენ მოვითხოვეთ, რაც საეჭვოა შეისწავლონ და მოიძიონ მეტი ინფორმაცია. ბოლომდე პასუხები არაფერზე არ არის. შესაბამისად, ბოლომდე არ არის ჩატარებული გარკვეული მოქმედებები", - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გამოძიებამ მოიპოვა ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც უნდა დაიკითხონ გარკვეული ადამიანები და გარკვეულ შეკითხვებს გასცენ არგუმენტირებული პასუხი. კიწმარიშვილმა განმარტა, რომ ეს ადამიანები გამოკვეთა მიმდინარე გამოძიებამ, გარდაცვლილის ოჯახისა და ადვოკატების მიერ მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე.

"ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე, აქვთ თუ არა კავშირი აღნიშნულ პირებს უშუალოდ დანაშაულთან, ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ არაფერია გამორიცხული, თუმცა ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

პროკურატურაში მსგავსი ტიპის შეხვედრა მომავალ კვირაშიც იგეგმება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ