ექსპერტიზის მიერ ჩატარებული პირველადი დათვალიერებით დგინდება, რომ 43 წლის ლელა ავლოხაშვილი ვაგზლის მოედანთან, საკუთარ სალხში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით დადგინდა, რომ 43 წლის ქალბატონი ბუნებრივი სიკვდილით, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით გარდაიცვალა.
"დღეს გავრცელდა ინფორმაცია 43 წლის ლელა ავლოხაშვილის შესახებ, რომელიც ვაგზლის მოედანთან, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მიერ ჩატარებული პირველადი დათვალიერებით დგინდება, რომ ლელა ავლოხაშვილი ბუნებრივი სიკვდილით, გულ-სიხლძარღვთა უკმარისობით გარდაიცვალა. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის შედეგი 1 თვეში გახდება ცნობილი", - აცხადებენ შსს-ში.
43 წლის ქალბატონი დღეს ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალბატონი მძარცველებმა საკუთარ სახლში გაგუდეს, ბინიდან კი ფული და ოქროს სამკაულები წაიღეს.
ბოლო განახლება: რას ყვებიან კლდიაშვილის ქუჩაზე მოკლულ გარემოვაჭრე ქალზე