საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველ მსახიობს ''ბონდიანას'' მორიგ სერიაში იღებენ - ''ყველაფერი ძალიან გასაიდუმლოებულია...''
ქართველ მსახიობს ''ბონდიანას'' მორიგ სერიაში იღებენ - ''ყველაფერი ძალიან გასაიდუმლოებულია...''

2011 წლი­დან მსა­ხი­ო­ბი ლაშა ოყ­რე­ში­ძე შოტ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს. 2010 წელს მო­ნა­წი­ლე­ობ­და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ბრი­ტა­ნე­ლი რე­ჟი­სო­რის ალე­კი ბლა­ი­თის მიერ დად­გმულ სპექ­ტაკლში "ვგა­ვართ ჩვენ ახლა ლტოლ­ვი­ლებს?". ამ დად­გმამ წარ­მა­ტე­ბით მო­ი­ა­რა ედინ­ბურ­გის ფეს­ტი­ვა­ლი და თბი­ლის­ში სამი პრი­ზით დაბ­რუნ­და. შემ­დეგ ლაშა ჩვენს სცე­ნა­ზე აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ინ­გლის­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლის ბე­დით და­ვინ­ტე­რეს­დით...

- ქუ­თა­ი­სე­ლი თე­ატ­რა­ლე­ბის ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. ბა­ბუ­ა­ჩე­მი ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი იყო, მა­მა­ჩე­მი იმა­ვე თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია და დღემ­დე თა­მა­შობს სპექ­ტაკ­ლებ­ში. ბე­ბი­ა­ჩე­მიც მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდათ, სხვა­თა შო­რის, თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის პირ­ვე­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო და სწავ­ლობ­და მე­დეა ჩა­ხა­ვას, მა­რი­ნე თბი­ლე­ლის თა­ო­ბას­თან ერ­თად. ბე­ბი­ა­ჩე­მის ძმაც თე­ატ­რა­ლურ­ში სწავ­ლობ­და, მაგ­რამ შემ­დეგ ომში და­ი­ღუ­პა. მახ­სოვს, ინ­სტი­ტუ­ტი­დან და­ღუ­პულ­თა სია რომ წა­ვი­კი­თხე და მათ შო­რის იყო ბე­ბი­ის ძმის სა­ხე­ლი, ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და.

- ოჯა­ხი რო­გორ შეხ­ვდა თქვენს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვანს?

- დე­და­ჩემ­მა იცო­და, მან ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფე­რი იცო­და. დე­დი­კოს ბიჭი ვი­ყა­ვი და დღემ­დე ვარ (იღი­მის). მა­მა­ჩემ­მა რომ გა­ი­გო, მაგ­რად "და­ი­ძა­ბა", ნი­ჭი­ე­რი ბი­ჭია, სხვა რამ სცა­დოს, მსა­ხი­ო­ბო­ბა რად უნდა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში გაწ­ვალ­დე­ბაო. და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო, რო­გორც ქურ­დებს არ უნ­დათ, მათი შვი­ლიც ქურ­დი გახ­დეს (იღი­მის). ალ­ბათ, მა­მამ იფიქ­რა, კი­დევ ერთი უნი­ჭო მსა­ხი­ო­ბი შეგ­ვე­მა­ტე­ბა და გაწ­ვა­ლე­ბუ­ლი და­ი­ბოღ­მე­ბაო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქართველ მსახიობს ''ბონდიანას'' მორიგ სერიაში იღებენ - ''ყველაფერი ძალიან გასაიდუმლოებულია...''

ქართველ მსახიობს ''ბონდიანას'' მორიგ სერიაში იღებენ - ''ყველაფერი ძალიან გასაიდუმლოებულია...''

2011 წლიდან მსახიობი ლაშა ოყრეშიძე შოტლანდიაში ცხოვრობს. 2010 წელს მონაწილეობდა რუსთაველის თეატრში ბრიტანელი რეჟისორის ალეკი ბლაითის მიერ დადგმულ სპექტაკლში ''ვგავართ ჩვენ ახლა ლტოლვილებს?''. ამ დადგმამ წარმატებით მოიარა ედინბურგის ფესტივალი და თბილისში სამი პრიზით დაბრუნდა. შემდეგ ლაშა ჩვენს სცენაზე აღარ გამოჩენილა. ინგლისში მყოფი ქართველის ბედით დავინტერესდით...

- ქუთაისელი თეატრალების ოჯახში გავიზარდე. ბაბუაჩემი ქუთაისის თეატრის რეჟისორი იყო, მამაჩემი იმავე თეატრის მსახიობია და დღემდე თამაშობს სპექტაკლებში. ბებიაჩემიც მსახიობი გახლდათ, სხვათა შორის, თეატრალური ინსტიტუტის პირველი კურსდამთავრებული იყო და სწავლობდა მედეა ჩახავას, მარინე თბილელის თაობასთან ერთად. ბებიაჩემის ძმაც თეატრალურში სწავლობდა, მაგრამ შემდეგ ომში დაიღუპა. მახსოვს, ინსტიტუტიდან დაღუპულთა სია რომ წავიკითხე და მათ შორის იყო ბებიის ძმის სახელი, ჩემზე ძალიან იმოქმედა.

- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს პროფესიულ არჩევანს?

- დედაჩემმა იცოდა, მან ყოველთვის ყველაფერი იცოდა. დედიკოს ბიჭი ვიყავი და დღემდე ვარ (იღიმის). მამაჩემმა რომ გაიგო, მაგრად ''დაიძაბა'', ნიჭიერი ბიჭია, სხვა რამ სცადოს, მსახიობობა რად უნდა, რომ ცხოვრებაში გაწვალდებაო. დაახლოებით ისეთი სიტუაცია იყო, როგორც ქურდებს არ უნდათ, მათი შვილიც ქურდი გახდეს (იღიმის). ალბათ, მამამ იფიქრა, კიდევ ერთი უნიჭო მსახიობი შეგვემატება და გაწვალებული დაიბოღმებაო.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება