პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჟვანიას ძმამ და მეუღლემაც, კარგად იციან, იქ რა მოხდა" - ნიკა რურუა ტრაგედიის ადგილზე არსებულ "უხერხულ სცენაზე"
"ჟვანიას ძმამ და მეუღლემაც, კარგად იციან, იქ რა მოხდა" - ნიკა რურუა ტრაგედიის ადგილზე არსებულ "უხერხულ სცენაზე"

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" დესტრუქ­ცი­ულ პო­ლი­ტი­კას ატა­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მხო­ლოდ სი­ძულ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბას ცდი­ლობს - ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ნურ მორ­ჩი­ლე­ბა­ში ამ­ყო­ფოს და ხალ­ხი რეპ­რე­სი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მარ­თოს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ბოლო სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს კომ­პრო­მა­ტე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­თაც და­ე­მუქ­რა, მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი კი, პირ­ველ რიგ­ში, ქვეყ­ნის იმიჯს აზი­ა­ნებს და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უშ­ლის"- ამ­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ივე­რი­ას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა რუ­რუა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რი­სას. ამა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­კი­თხზეც სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა იყო და არა მკვლე­ლო­ბა. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან, რომ­ლის სრუ­ლი ვერ­სია "კვი­რის პა­ლიტ­რის" ვებგ­ვერ­დზე შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ.

- პა­რა­დოქ­სუ­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ სი­ტყვე­ბით დღეს თქვენ აფა­სებთ, როცა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბი­სას ოპო­ნენ­ტე­ბის პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ზე, არა­ერ­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კრი­ტი­კულ გან­ცხა­დე­ბებ­სა თუ ქვე­ყა­ნა­ში 300 ათა­სი მსჯავ­რდე­ბუ­ლის არ­სე­ბო­ბა­ზე წლე­ბის წინ არა­ფერს ამ­ბობ­დით.

- დიახ, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი სიც­რუე იყო. "ოც­ნე­ბა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სწო­რედ სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბით და დღე­საც იგი­ვე კამ­პა­ნი­ას აგ­რძე­ლებს, თა­ნაც პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნი­სა და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნას ცდი­ლობს, თუმ­ცა მსგავ­სი სპექ­ტაკ­ლე­ბი არც ეკო­ნო­მი­კას უშ­ვე­ლის და ვერც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს.

- და­ა­ზუს­ტეთ, რო­მე­ლი იყო დად­გმუ­ლი სცე­ნა - ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ე.წ. კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის­თვის, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა თუ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მის გა­ყალ­ბე­ბის­თვის პრო­კუ­რო­რე­ბის და­კა­ვე­ბა?

- როცა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რს პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის იყე­ნებ, გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია. ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის გახ­სნა­ზე ლა­პა­რა­კი კი, უტი­ფა­რი ტყუ­ი­ლია. ამ საქ­მე­ში არა­ფე­რია გა­სახ­სნე­ლი, ისე­დაც ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის - ეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა იყო, თუმ­ცა გუ­ლუბ­რყვი­ლო მსმე­ნელს თავ­ბრუს ახ­ვე­ვენ და ატყუ­ე­ბენ. ჟვა­ნი­ას ძმამ და მე­უღ­ლე­მაც, კარ­გად იცი­ან იქ რა მოხ­და და არა­ვინ ავ­რცე­ლებს ხე­ლოვ­ნუ­რად სი­ბინ­ძუ­რე­ებს, რო­გორც ამას ზო­გი­ერ­თე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ. იქ უხერ­ხუ­ლი სცე­ნა იყო, რა­ზეც ხალ­ხს ურ­ჩევ­ნია არ ილა­პა­რა­კოს.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"ჟვანიას ძმამ და მეუღლემაც, კარგად იციან, იქ რა მოხდა" - ნიკა რურუა ტრაგედიის ადგილზე არსებულ "უხერხულ სცენაზე"

"ჟვანიას ძმამ და მეუღლემაც, კარგად იციან, იქ რა მოხდა" - ნიკა რურუა ტრაგედიის ადგილზე არსებულ "უხერხულ სცენაზე"

"ქართული ოცნება" დესტრუქციულ პოლიტიკას ატარებს და საზოგადოებაში მხოლოდ სიძულვილის გაღვივებას ცდილობს - ხელისუფლებას უნდა, რომ ადამიანები მონურ მორჩილებაში ამყოფოს და ხალხი რეპრესიების საშუალებით მართოს. ბიძინა ივანიშვილი ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაციებს კომპრომატების გამოქვეყნებითაც დაემუქრა, მსგავსი განცხადებები კი, პირველ რიგში, ქვეყნის იმიჯს აზიანებს და დემოკრატიულობის განვითარებას ხელს უშლის"- ამბობს საზოგადოება "ივერიას" დამფუძნებელი ნიკა რურუა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას. ამავე ინტერვიუში ყოფილი მინისტრი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საკითხზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და არა მკვლელობა. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან, რომლის სრული ვერსია "კვირის პალიტრის" ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.

- პარადოქსულია, რომ ხელისუფლებას ამ სიტყვებით დღეს თქვენ აფასებთ, როცა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას ოპონენტების პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკულ განცხადებებსა თუ ქვეყანაში 300 ათასი მსჯავრდებულის არსებობაზე წლების წინ არაფერს ამბობდით.

- დიახ, მაგრამ ეს ყველაფერი სიცრუე იყო. "ოცნება" ხელისუფლებაში სწორედ სიცრუის ტირაჟირებით და დღესაც იგივე კამპანიას აგრძელებს, თანაც პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივი დევნისა და სასამართლო პროცესებით საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს, თუმცა მსგავსი სპექტაკლები არც ეკონომიკას უშველის და ვერც მოქალაქეების კეთილდღეობას გააუმჯობესებს.

- დააზუსტეთ, რომელი იყო დადგმული სცენა - ირაკლი ფირცხალავას სასამართლო პროცესი ე.წ. კორტების სპეცოპერაციისთვის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სასამართლო განხილვა თუ ზურაბ ჟვანიას საქმის გაყალბებისთვის პროკურორების დაკავება?

- როცა დაზარალებულის ოჯახის წევრს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ, გაუმართლებელია. ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გახსნაზე ლაპარაკი კი, უტიფარი ტყუილია. ამ საქმეში არაფერია გასახსნელი, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის - ეს უბედური შემთხვევა იყო, თუმცა გულუბრყვილო მსმენელს თავბრუს ახვევენ და ატყუებენ. ჟვანიას ძმამ და მეუღლემაც, კარგად იციან იქ რა მოხდა და არავინ ავრცელებს ხელოვნურად სიბინძურეებს, როგორც ამას ზოგიერთები აღნიშნავენ. იქ უხერხული სცენა იყო, რაზეც ხალხს ურჩევნია არ ილაპარაკოს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა