"ამაზონი", "გუგლი" და "ფეიფალი" ყირიმში აღარ იმუშავებს

"ამაზონი", "გუგლი" და "ფეიფალი" ყირიმში აღარ იმუშავებს

"ამაზონი", "გუგლი" და "ფეიფალი" ყირიმში აღარ იმუშავებს. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. როგორც ამერიკული ინტერნეტ-მაღაზია "ამაზონის" ხელმძღვანელობამ განაცხადა, ისინი მუშაობას ყირიმის ნახევარკუნძულზე 13 თებერვლიდან შეწყვეტენ. გლობალური ინტერნეტ-მაღაზიის წარმომადგენლებმა ყირიმში მცხოვრები მომხმარებლები უკვე გააფრთხილეს. დაგზავნილ შეტყობინებებში წერია, რომ თუ 13 თებერვლამდე ისინი არ გააუქმებენ ანგარიშს, კომპანია თავად გააუქმებს. მანამდე ყირიმის დატოვების შესახებ ინტერნეტ-გიგანტმა "გუგლმა" და "ფეიფალმა", ასევე "ვიზა" და მასტერქარდმაც" განაცხადა. მსოფლიოს უმსხვილესი ორგანიზაციების ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსი"სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა