პარტნიორები:

    გარემოვაჭრე ქალის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალებია ცნობილი - ვინ და რა ვითარებაში აღმოაჩინა გარდაცვლილი

    გარემოვაჭრე ქალის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალებია ცნობილი - ვინ და რა ვითარებაში აღმოაჩინა გარდაცვლილი

    გარდაცვლილი გარემოვაჭრე ლელა ავლოხაშვილი თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ვაგზლის მოედანზე მყოფი გარემოვაჭრეები ყვებიან, რომ ის წუხელ ჯერ გაქურდეს, შემდეგ კი - გაგუდეს.

    "მისული ვიყავი და ვნახე, რომ სახის მარჯვენა მხარე გაწითლებული ჰქონდა. ბაზრობაზე დღეს უნდა მოსულიყო და რომ არ მოვიდა, მისმა ქმარმა დარეკა და გვითხრა, რომ სახლში გარდაცვლილი იპოვა", - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

    გარემოვაჭრეები გარდაცვლილს კარგ პიროვნებად ახასიათებენ და იმ შემთხვევაში თუ გამოძიება მკვლელის ვინაობას არ დაადგენს, აქციების გამართავს აპირებენ.

    ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გოგოლის ქუჩაზე მოხდა.

    მეტი ინფორმაციისთვის:

    "ინტერპრესნიუსი"

    ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

    დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

    ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია