ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლული ქალბატონია, რომელიც ვაგზლის ბაზრობაზე ბანანით ვაჭრობდა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ინფორმაციით, მკვლელობა ძარცვის მიზეზით მოხდა. მძარცველებმა საკუთარ სახლში ქალი გაგუდეს, ბინიდან კი ფული და ოქროს სამკაულები წაიღეს, - იუწყება "რუსთავი 2", თუმცა მკვლელობის აღნიშნულ მოტივს შსს-ს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი არ ადასტურებს.
"ეს ვერსია ამ ეტაპზე არ დასტურდება! ეს ქალბატონი სახლში ნახეს გარდაცვილი, დანიშნულია ექსპერტიზა რათა დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი, არც მძარცველების იქ ყოფნა დასტურდება! მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გაირკვევა მომხდარის მიზეზი", - წერს გიორგობიანი "ფეისბუქზე".
2 სტატია მეტი ინფორმაციისთვის:
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი