სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის დაეხმარა ბადრი პატარკაციშვილი ყალბი პასპორტით რუსეთიდან გაქცევაში - "რია ნოვოსტი" გაქცევის ოპერაციაზე
ვის დაეხმარა ბადრი პატარკაციშვილი ყალბი პასპორტით რუსეთიდან გაქცევაში - "რია ნოვოსტი" გაქცევის ოპერაციაზე

რუსი ბიზ­ნეს­მე­ნის, ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკის პარტნი­ო­რი, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელს, ალექ­სან­დრ ლიტ­ვი­ნენ­კოს ყალ­ბი პას­პორ­ტის დამ­ზა­დე­ბა­სა და ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვა­ში და­ეხ­მა­რა. ამის შე­სა­ხებ "რია ნო­ვოს­ტი" იტყო­ბი­ნე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ლიტ­ვი­ნენ­კოს მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ მოს­მე­ნა­ზე ბე­რე­ზოვ­სკის ფონ­დის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, ალექ­სან­დრ გოლ­დფარბმა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ლიტ­ვი­ნენ­კომ პას­პორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ი­ღო, რის შემ­დე­გაც ის თურ­ქეთ­ში გა­და­ვი­და. "ბად­რიმ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა ლიტ­ვი­ნენ­კოს გაქ­ცე­ვა­ში", - აცხა­დებს გოლ­დფარ­ბი. მი­სი­ვე თქმით, გაქ­ცე­ვის ოპე­რა­ცია მთლი­ა­ნად 130 000 დო­ლა­რი დაჯ­და, რო­მე­ლიც ბე­რე­ზოვ­სკიმ გა­და­ი­ხა­და.

ალექ­სან­დრ ლიტ­ვი­ნენ­კო ვლა­დი­მერ პუ­ტინს კო­რუფ­ცი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, რის გა­მოც კრემ­ლმა მისი დევ­ნა და­ი­წყო. ლიტ­ვი­ნენ­კო ბრი­ტა­ნეთ­ში 2000 წელს გა­იქ­ცა, 2006 წლის ნო­ემ­ბერ­ში კი ის სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ექ­სპერ­ტებ­მა და­ას­კვნეს, ლიტ­ვი­ნენ­კოს სხე­ულ­ში რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა აღ­მო­აჩ­ნდა. მის მკვლე­ლო­ბა­ში მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი ან­დრეი ლუ­გა­ვო­ია, რო­მე­ლიც ლიტ­ვი­ნენ­კოს ლონ­დონ­ში სიკ­ვდი­ლამ­დე ცოტა ხნით ადრე შეხ­ვდა, თუმ­ცა, ლუ­გა­ვოი ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს და მას პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულს უწო­დებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ვის დაეხმარა ბადრი პატარკაციშვილი ყალბი პასპორტით რუსეთიდან გაქცევაში - "რია ნოვოსტი" გაქცევის ოპერაციაზე

ვის დაეხმარა ბადრი პატარკაციშვილი ყალბი პასპორტით რუსეთიდან გაქცევაში - "რია ნოვოსტი" გაქცევის ოპერაციაზე

რუსი ბიზნესმენის, ბორის ბერეზოვსკის პარტნიორი, ბადრი პატარკაციშვილი რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილ თანამშრომელს, ალექსანდრ ლიტვინენკოს ყალბი პასპორტის დამზადებასა და ქვეყნიდან გაქცევაში დაეხმარა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იტყობინება.

ამის შესახებ ლიტვინენკოს მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე ბერეზოვსკის ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსანდრ გოლდფარბმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ლიტვინენკომ პასპორტი საქართველოში მიიღო, რის შემდეგაც ის თურქეთში გადავიდა. "ბადრიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლიტვინენკოს გაქცევაში", - აცხადებს გოლდფარბი. მისივე თქმით, გაქცევის ოპერაცია მთლიანად 130 000 დოლარი დაჯდა, რომელიც ბერეზოვსკიმ გადაიხადა.

ალექსანდრ ლიტვინენკო ვლადიმერ პუტინს კორუფციაში ადანაშაულებდა, რის გამოც კრემლმა მისი დევნა დაიწყო. ლიტვინენკო ბრიტანეთში 2000 წელს გაიქცა, 2006 წლის ნოემბერში კი ის საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით ექსპერტებმა დაასკვნეს, ლიტვინენკოს სხეულში რადიოაქტიური ნივთიერებების დიდი რაოდენობა აღმოაჩნდა. მის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი რუსი ბიზნესმენი ანდრეი ლუგავოია, რომელიც ლიტვინენკოს ლონდონში სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შეხვდა, თუმცა, ლუგავოი ბრალდებებს უარყოფს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა